-DooM-აჰ, გასაგებია.
თუ პოლიტოლოგი ხარ, ილიას ფილოსოფია, დიდად, არ გამოგადგება.
ამ კონტექსტით, პოლიტიკური ფილოსოფია ნორმალურია,
ზღაპარივით გაივლი პოლიტიკური ფილოსოფიის საგნებს.
მე საბაკალავროზეც გავიარე პოლიტიკური ფილოსოფია და პოლიტოლოგიის შესავლის შემდეგ, ძალიან მარტივი იყო,
თითქმის არაფერი მისწავლია, ისე დამიწერა მაღალი A

პლუს ერთი დიდი მინუსი კიდევ ის აქვთ, ლექციები დღის საათებშია თსუ-ს ფილოსოფიაზე,
თუ მუშაობ, ლექციებზე სიარულის მხრივ, პრობლემა გექმნება.
თუმცა ლექტორები ლოიალურები არიან, სულ ცოტა აქტიურობა გჭირდება საგანი რომ ჩააბარო.
უბრალოდ, როცა სიღრმისეული ცოდნა გინდა, თსუ, ფილოსოფიაში ღირებულ ცოდნას არ გაძლევს.
მაგრამ პოლიტოლოგისთვის არ არის ცუდი ვარიანტი,
გრანტსაც ადვილად აიღებ, ჰუმანიტარულზე.