მოკლედ ხელფასების სისტემა ემისში იყო ასეთი:
პირველი 4 სკოლა 150-150 ლარი და 4-ის მერე რასაც დაგიმატებდნენ 100 ლარი
საშუალოდ ხალხს ქონდა 5-6 სკოლა და გამოსდიოდა 700-800 ლარი
თბილისში და დიდ ქალაქებში ამ ფასად გამოდიოდა რომ ემსახურებოდი დაახლოებით 350-400 კომპს თავისი პერიფერიით და ქსელით + სასწავლო წლის დასაწყისში ამზადებდი ბუქებს, წელს მაგალითად აგვისტოში დაახლოებით 1000 ბუქი გავამზადე მე პირადად
რეგიონებში ნაკლებს, რადგან იქ პატარა სკოლებია და კომპიუტერების რაოდენობაც ნაკლებია, ზოგ სკოლაში საერთოდ 1 ან 2 კომპიუტერია.
ამ თანხიდან მისვლა-მოსვლა, საწვავის ხარჯი და ა.შ. იყო ჩვენი
იმის გამო, რომ ეს "სამსახურები" არაა ერთ ლოკაციაზე მნიშვნელოვანი წილი ამ ხელფასიდან მიდიოდა მანქანის შენახვაზე და საწვავზე, მე მაგალითად თვეში დაახლ. 200 ლარის საწვავი მქონდა გათვლილი მაგ საქმისთვის, რეგიონებს ალბათ მეტი სჭირდებოდათ, რადგან იქ სკოლები არის შორს.
ბევრი არ გამოდიოდა, მაგრამ ყველა იყო ბედნიერი იუ-ჯი-თი-ს გარდა და საქმეც კეთდებოდა, თან დროულად და შეუფერხებლად
ეხლა რა ქნა იუ-ჯითიმ:
დაყო სკოლები რაღაც კატეგორიებად სიდიდის მიხედვით, რის ხარჯზეც რეგიონებს განსაკუთრებით შეუმცირდათ ხელფასი
რომ "ამოეღოთ" ეს შემცირებული ხელფასი თანამშრომლების მესამედი გაუშვეს სახლში და დანარჩენებს გადაუნაწილეს იმათი სკოლები
ამ კატეგორიებად დაყოფისას არ გაითვალისწინა არც სიშორე სკოლების და არც სხვა არანაირი კრიტერიუმი, (მაგალითად ზოგ სკოლაში ძველი კომპიუტერებია და იმათ უფრო ხშირ-ხშირად ჭირდებათ "მოვლა", არც ის, რომ რეგიონებში პრაქტიკულად არ არსებობს კომპ. სერვისი და ელექტრულად დაზიანებული კომპების კეთებაც ბიჭებს უწევთ ხშირ შემთხვევაში)
ადგა და ძაან მარტივად 70 და 90 ლარად შეუფასა თითო სკოლა რეგიონებს
+ამას არდადეგების პერიოდში ნახევარი ხელფასი
+ ამას ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ჩათლახურად ჩამოგაჭრან ხელფასი
ხმაგალითად ერთ-ერთი პუნქტი: 24/7/365 ტელეფონი უნდა გქონდეს ჩართული, თორე თუ დაგირეკეს და ვერ გამოვიდნენ რაღაცას ჩამოგაჭრიან(ანუ მაგალითად მეტროში რო გავიჩითო იმ დროს ეგენი რო რეკავენ შეიძლება ხელფასი ჩამომაჭრან, ყოველ შემთხვევაში ამის უფლება აქვთ მაგ ხელშეკრულებით

)
იმის გამო, რომ სკოლების რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზარდა დაახლოებით თითოეულ IT-ზე (თან ამას ემატება ის, რომ ყველა სკოლა ამატებს რაღაც რაოდენობის კომპებს წელს ელ-ჟურნალების გამო) სერვისის ხარისხი რა თქმა უნდა დაიწევს, რადგან იმის შანსი რომ 2 ან 3 სკოლაში გაფუჭდეს რამე ერთდროულად 10 სკოლის შემთხვევაში მეტია რათქმაუნდა ვიდრე 6-ის შემთხვევაში და IT-ს კიდე ორად და სამად ვერ გაჭრი რომ ყველგან იყოს.
მოკლედ ეხლა აღარავინ არ არის "ბედნიერი" (მათ შორის არც სკოლები) იუ-ჯი-თის და კომბლეს გარდა
ჭირი იქა ლხინი აქა
This post has been edited by shotie on 20 Sep 2017, 10:56