გამარჯობა.
დახმარება მჭირდება. იქნებ მირჩიოთ ინგლისურის გამოცდილი პედაგოგი.
საკმაოდ კარგად ვიცი ენა. პროფესიულ ლიტერატურასთან საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს. მესმის პრაქტიკულად ყველაფერი. შემიძლია კომუნიკაცია. თუმცა მაინც მაქვს საუბრის პრობლემა. სულ განცდა მაქვს რომ რაღაცას არასწორად ვამბობ. ვიჭდები. ბარიერი რომელიც ვერაფრით დავძლიე.
საკმაოდ ხშირად მიწევს პროფესიული კუთხით ინგლისურენოვან გარემოში ყოფნა. წესით უკვე უნდა დაძლეული მქონდეს ეს ბარიერი, მაგრამ ნუ არ გამომდის რა. აშკარად მჭირდება დახმარება ვინმე გამოცდილი პედაგოგის. შეიძლება ნეიტივიც.
არადა ეს ბარიერი ძალიან ხელს მიშლის პროფესიულ წინსვლაში. დიდი ხანია უკვე აბსოლუტურად სხვა დონეზე ვიქნებოდი პროფესიულად - მაგალითად ვუმუშავებდი საზარვარგარეთ. ჩემი გამოცდილება თავისუფლად მაძლევს ამის საშუალებას. მაგრამ მე თვითნ არ ვდგავდი ამ კუთხით ნაბიჯს ამ ენობრივი შეზღუდვის გამო. პრინციპში იმდენად დატვირთული ვიყავი რომ კი ვფიქრობდი საზღვარგარეთზე მაგრამ სერიოზულად გამოვიდა რომ არასდროს. ამჟამად სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ცოტა ხანში ჩემი ექსპერტიზა ამ ქვეყანაში არავის აღარ დაჭირდება (გარემოს კვლევები). შესაბამისად მინდა, არ მინდა მიწევს წასვლაზე ფიქრი. ამიტომ ენის საკითხი პრინციპულად დამიდგა. წარსულში რამდენჯერმე ბრიტიშ ქაუნსილის კურსები ვცადე, მაგრამ ნუ რავიცი. დიდად შედეგიანი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა. ეტყობა ენების კუთხით დიდად ნიჭიერებითაც არ გამოვირჩევი

) მაგრამ მგონია რომ კარგი, გამოცდილი მასწავლებელი მაინც შეძლებს დახმარებას. ასაკითაც არ ვარ პატარა.
მოკლედ იქნებ მირჩიოთ ვინმე. მადლობა წინასწარ
This post has been edited by mummut on 18 Apr 2025, 19:42