ერთი კითხვა მაქვს რა...

ე.ი. უხეშად რომ ავღწეროთ სული ხომაა სხეულის ფარგლებში მომწყვდეული... ხედავს მხოლოდ თვალით, ესმის ყურებით, შეიგრძნობს მხოლოდ შეხებით და ა.შ. მოკლედ მცირედი შეგრძნებებითაა შემოფარგლული, ესე ვთქვათ ჩარჩოშია... ვერ ხედავს, ვერ გრძნობს იმას რაც მატერიალური არაა...
ხოლო, წესით, სული სხეულს რომ შორდება და ასტრალში გადის, ეხსნება ეს ყოველივე შეზღუდვები და ხედავს, გრძნობს და რავიცი კიდევ რა ზმნა ვიხმარო.... მოკლედ სრულიად თავისუფალია სამყაროს აღქმაში, ანუ ხედავს ჩვენთვის უხილავს.... ასეაა...?
ხოდა ახლა კითხვა...

ის ვინც ამბობთ რომ ასტრალში გადიხართ, ანუ თავისუფლდებით სხეულის ჩარჩოებისგან და სრულიად შეიგრძნობთ სამყაროს.... მერე უკან დაბრუნება რა მაზოხიზმია...?

გეხსნებათ კი ის უამრავი სხვა გრძნობები და შეგრძნებები...? აღიქვავთ სამყაროს სხვანაირად...? ანუ არა ის როგორც ჩვენი გადმოსახედიდან.... თუ არა, რატომ...? მარტო სულის ოთახში სეირნობა ხომ არააა... ამ დროს დიდი ინფორმაცია უნდა მოვიდეს და ბევრი ახალი უნდა შეიმეცნო, რავი მე ესე მგონია და ჯერ ვერავისგან ვერ ვნახე მსგავსი პოსტი, გარდა იმისა რომ თავის თავს ზემოდან უყურებენ და სასიამოვნოდ უბუჟდებათ სხეული....
სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი, უბრალოდ ასტრალში გასულთა რიცხვი ცოტა მებევრება...

და აქედან რაიმე არსებითი არავის დაუწერია...
მაგ. რატომ გადიან აღმ. ბერები ასტრალში...? მემგონი იმიტომ არა რომ სიამოვნება მიიღონ ამითი და იფრინონ.... მაინც მგონია რომ ასტრალში ერთეულები გადიან, მიზანი კი სამყაროს ინფორმაციის და საიდუმლოს შემეცნებაა, მარტივად რომ ვთქვათ...
Climb your favorite apple tree... Try to catch the sun...