ზებუნებრივი ყველაფერია რაც კი ჩვენს ირგვლივ არსებობს, უბრალოდ დანახვაა ამის
საჭირო… ლოგიკურადაც შეიძლება ახსნა და რეალურადაც დანახვა… მაგალითად:
ავიღოთ მცენარე და შევადაროთ მინერალურ სამყაროს ანუ მკვდარ მატერიას, ხომ
შევნიშნავთ მასში, ამ მცენარეში, რომ რაღაც არსებობს რაც მას ცოცხალს ქმნის? ის
იზრდება და გარკველ ფორმას ღებულობს, შემდგომ ის ხმება და ისევ მატერიას
უერთდება, მის მარცვალშია ჩადებული ის პოტენციური ენერგია რომელიც მიწასთან
წყალთან და მზესთან ერთიანობაში იზრდება და ფორმირდება… როცა ის რაც მას
ცოცხალს ქმნის აღარაა მასში ეს მცენარე ასე ვთქვათ კვდება, და აღარაა ფორმადქმნადი…
ხოდა ასეთი დაკვირვებით და ლოგიკური ურთიერთდაკავშირებით, შეგვიძლია ასტრალზეც
ვილაპარაკოთ და სულზეც… თუნდაც აზრები ავიღოთ, ეს დღემდე არ იცის მეცნიერებამ თუ
რისგან შესდგება ეს აზრები, რა მასალისგან… მაგრამ მათ არსებობას ვერ უარყოფ ხო?...