ანუ ასტრალში ყოველღამე გავდივართ?
კი მარა მაგას წლობით მზადება სჭირდებაო და თან გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა გაგიყვანოსო და ეგრე ადვილია შენ ჭკუაზე აჩლახუნო აქეთ-იქით???
ან ვაფშეტა ზუსტად ახსენით რა არის ეს "ასტალი", ქრიასტიანობაში რა შეესაბამება
მე ასე თუ ისე ვიცოდი რაც იყო მარა ამ პოსტების წაკითხვის მერე მივხვდი რომ არ მცოდნია ზუსტად
რა ნიშნებით უნდა მიხვდე რომ ასტრალში ხარ?როგორ გადიხარ?
მე მაგალითად ძილში, უფრო სწორად ძილ-ღვიძილის მომენტშI მქონია ისეთი შეგრძნება რომ ჩემს ტვინს აქვს უკიდეგანო შესაძლებლობები, მაგალითად ერთხელ რაღაც მათემატიკურ ფორმულას ვიყვანდი, თუ ტეორემას ვამტკიცებდი და ისე მარტივი იყო და ლოგიკური ყველაფერი თან გენიალური და მიკვირდა მეთქი ამას აქამდე როგორ ვერ მივაგენი, რა მარტივია...მაგრამ რომ გავიღვიძე და გავიხსენე მაგარი უაზრობა გამოვიდა
კიდე სიზმარში შემძლებია მე დამეგეგმა სიტუაცია: მაგალითად მივდივარ ქუჩაში და შესახვევიდან უნდა ამოვიდეს ესა და ეს პიროვნება... ეხლა შევდივარ ოთახშI და უნდა დამხვდეს მაგიდაზე ჩემი წიგნი...ან თბილისის სადარბაზოდან გამოვსულვარ და გავსულვარ ჩემი სოფლის ეზოში(ნუ ტვინი ამ დროს ალბათ ჭედავს და გადასარესტარტებელია)
და კიდევ, ძალიან ხშირად დავფრინავ სიზმარში-ან ჰაერში ვცეკვავ, ან ტყეების და მთების თავზე მივფრინავ დიდხანს, დიდხანს და ეს ისეთი სასიამოვნოა...
ჩემი თავიც მინახავს სიზმარში...ხან მინახავს რომ მე მე ვარ მარა სულ სხვა ფიზიკური სხეული მაქვს, ეგ კი არა საპირისპირო სქესის ადამიანიც ვყოფილვარ
რაც ჩამოვთვალე აქვს ამას რაიმე კავშირი ასტრალში გასვლასთან?
კიდევ, გამიგია რომ არის ერთი ქართველი ფიზიკოსი გველუკაშვილი, რომელსაც შეუძლია რომ ადამიანი ამოგზაუროს წარსულში და ასტრალში და ის როგორ ხსნის ამას იცით? ე.ი. ყველა ადამიანის ტვინში არის კაცობრიობის ისტორია ჩადებული და ამ დროს ეს ადამიანი თავის ტვინში-მოგონებებშI მოგზაურობსო...
რავი ცოტა წარმოუდგენელია, ჯერ ერთი ამხელა ინფო როგორ უდნა ჩაეტიოს ტვინშI და თან პირადად მე საიდან უნდა მქონდეს ინფო ჩემს ტვინში ვთქვთ ვინმე ინგლისელ გლეხზე რომელიც მე13 საუკუნეში ცხოვრობდა სადღაც მიყრუებულ მთებში...ან ვიღაც ინდიელზე რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დარბოდა ამერიკის ჯუნგლებშI...