გენატალე სენ, ლა კრიტერიუმებს ეყდრნობი მორიელებზე ამას რომ ამბობ?

პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ ლომს ხშირად "გადავუგდივარ" ანუ უბრალოდ ამხანაგი არ მოსულა შესახვედრად იმ დროს როცა ვუთხარი, სხვაგან წასულა და ამის შესახებ არც უთქვამს და ა.შ.
შეყვარებულს არ ვგულისხმობ აქ, უბრალოდ, მეგობრები

მყავს მეგობარი ლომები და მართლა ძალიან მაგარი ნიშანია, მაგრამ ლომსაც გააჩნია, ისეთ ლომებს ვიცნობ, რომ როგორც ცა და დედამიწა, ეგრე არიან, ძალიან საძაგელი და ძალიან არაჩვეულებრივი.
ასევე ყველა ზოდიაქოში შეიძლება როგორც სანდო, ასევე არასანდო ადამიანის ნახვა. და არც მორიელია გამონაკლისი
ასე რომ მორიელებზე ან თუნდაც სხვა ზოდიაქოებზე როცა ლაპარაკობ, ცოტა მოწიწებით, თუ შეიძლება

პ.ს. მორიელი ყველაზე გამორჩეული ნიშანია ყველა ნიშანს შორის
ღრიანკალის პიროვნება - ანტაგონისტური ძალების ცვალებადი შეხემებაა. სული და სხეული მუდამ ერთმანეთს ებრძვიან და ამიტომაც ღრიანკალი ზოგჯერ შეიძლება დემონს მივამსგავსოთ, ხოლო ზოგჯერ - წმინდანს. დიახ, ღმერთსაც კი, რადგანაც ღრიანკალი ზეციური მადლით უხვადაა დაჯილდოვებული. ეს დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანებია, ისეთი დიდი, რომ აგრესიულობა მათ წარმატების გზაზე ბევრ მტერს უჩენს. ცხოვრებაში წარმატებისთვის ღრიანკლები უფრო დიდი ენერგიით იბრძვიან, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი ერთად აღებული. და თან როგორი ოსტატობით!
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ბევრ ღრიანკალს სურს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა, მხოლოდ რემდენიმეს გამოსდის ეს, რადგან სანამ ისინი გამარჯვების დაფნის გვირგვინს, შინაგან სამყაროს, ჰარმონიას და სიყვარულს, მატერიალურ კეთილდღეობას მოიპოვებენ, მათ ჯერ საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გაიმარჯვონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეეეძლებათ იმის მიღწევა, რაც სურთ.
ღრიანკლები ძალიან ემოციურები არიან, მათ ესაჭიროებათ სიყვარული; მათ სწყურიათ სიყვარული, ითხოვენ მას, მოკლედ რომ ვთქვათ - სიყვარული - მათი ცხოვრებისეული საწვავია. ყველა ასტროლოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ ღრიანკალი - ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის.
და რადგანაც ისინი ყველა სექსუალური საქმის მეფენი არიან, ისინი სექსს მარტივად ეკიდებიან და, როგორც წესი, ამით ადრეულ ასაკში კავდებიან, რადგანაც ისინი სექსუალურად მიმზიდველები არიან - მაშინაც კი, როცა ისინი არც ისე ლამაზები არაიან. ნებისმიერს შეუძლია მათი ლტოლვის დანახვა, დანახვა თუ არა, შეგრძნება მაინც. ადამიანებს მათი მოფერების სურვილი უჩნდებათ; სურთ, მუდამ მათ გვერდით იყვნენ, რადგაც მათ ძლიერი შინაგანი ენერგია აქვთ, რაც ღრიანკალის ვნებიან ბუნებაში იმალება.
არსებობს ღრიანკლის ორი ტიპი: დაბალი, განუვითარებელი ტიპი, რომელიც მორიელს განასახიერებს და განვითარებული, სულიერად სრულყოფილი ტიპი, რომელიც მოლივლივე არწივს ჰგავს. ორ უკიდურესობას შორის შუალედის პოვნა ხშირად შეუძლებელია. მათ დედამიწაზე ყველაფრის ანალიზის ზებუნებრივი შესაძლებლობა აქვთ და ამით ყველაფრის არსის გაგება შეუძლიათ.
და რადგანაც, ღრიანკალი პირველია 4 მუდმივ ნიშანს შორის, ის ვერ მოისვენებს მანამ, სანამ მისთვის გაუგებარს საბოლოოდ არ გააცნობიერებს. სინამდვილეში, ეს ღრიანკალის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა - ბოლომდე ბრძოლა, შედეგების იგნორირებით. მათ უნდა განაგრძონ კიდეც ამ გზით სიარული: დაამთავრონ ის, რაც დაიწყეს.
ღრიანკლებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად გამოხატვა. ამას გარდა, მათ ჩვევიათ სიჩუმე და ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა. საკუთარი მიზნების მიღწევა მათ სხვების შეტყობინების გარეშე სურთ, რადგან ცოტას თუ შეუძლია მათი ქმედებების სისწორის გაგება