ყოველგვარი შესავლის გარეშე ფაქტებზე და მონაცემებზე გადავალ.
1991 წლის ასტროლოგიური მიმოხილვა
( იანვრის მხოლოდ)
წლის დასაწყისში მერკური, ურანი, ნეპტუნი, სატურნი, ვენერა და არეთვე მზე მეტად მჭიდროდ განლაგდნენ ზოდიაქოს 30გრადუსიან სექტორში. 13-17 იანვრამდე ამ ჯგუფს შეუერთდა მთვარეც. პლუტონი და ნეპტუნიც ცარგვალის ერთ ნახევარსფეროში განლაგდნენ და ერთადერთი პლანეტა ამ ნახევარსფეროების გარეთ იყო მეომარი მარსი, რომელიც იმ დროს კუროს ეტლში იმყოფებოდა, სადაც წინა პლანზე მისი უარყოფითი თვისებები იწევს. პლანეტების ასეთ განლაგებას ზოდიაქოს რკალში (,) კლასიკურ ასტროლოგიაში ,,თაიგული" ეწოდება. ამ მოცემულ 1991 წლის შემთვევაში ,,თაიგულის სახელურის" როლს მარსი ასრულებდა. ასეთი ფორმის ჰოროსკოპში ხდება მნათობთა დიდი გუნდის და ერთი პლანეტის ,,დაპირისპირება". ამ დროს მოსალოდნელია ძლიერი, მკვეთრად ფოკუსირებული ადამიანის დაბადება.
!!!!!!!!
თაიგულის ფორმის დაბადების ჰოროსკოპები ჰქონდათ:
აინშტაინს, ბოდლერს, დანტეს, ფროიდს, ვერლენს, რასპუტინს, პრუსტს, ჰიტლერს, ლენინს, გურჯიევს და ნოსტრადამუსს.
!!!!!!!
საინტერესოა ხომ ვინ დაიბადა 1991 წლის იანვარში?

დრუიდების ჰოროსკოპის მიხედვით 12-24 იანვრამდე დაბადებულ ადამიანს შეესაბამება ხე თელა.
თელას რამოდენიმე დამახასიათებელი ნიშანი:
უყვარს ხელმძღვანელობა. ზეგავლენას ახდენს სხვაზე და ხშირად სარგებლობს ამით. ეხერხება ადამიანთა წარმართვა.
--------------------------------------------
და გაგრძელდება ჟამი წყნარი, სანამდის მარსი
ჯაჭვით აბია და არ ძალუძს არვისი ვნება.
შემდგომ კი მოვა გმირთა გმირი, ლომგული, ხასი,
რომელს ფოლადის უმტკიცესი ექნება ნება.
ფრანსუა რაბლე
This post has been edited by shiklgruber on 9 Sep 2007, 16:02