აღასპერიმისმინე შვილო, საინტერესო რაღაც უნდა გიამბო

ერთი ძველისძველი, ჩვენამდე შემორჩენილი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ, მზე ეკლიპტიკაზე თავისი მოჩვენებითი(ხილული) მოძრაობის დროს თევზების თანავარსკვლავედში შევიდა. დაიწყო კოკისპირული წვიმა და გამოჩნდა ცაზე ორი თევზი. ბერძნული ლეგენდა გვამცნობს , თუ რატომ არიან ისინი შეერთებულნი გრძელი და ფართო ზონრით.(ძველ რუქებზე და ატლასებშიამ ამ თანავარსვლავედს ჩვეულებრივ, გამოსახავდნენ როგორც გრძელი, ფართო ზონრით გადაბმულ ორ თევზს.)
ყოველ დილით, როცა ჰელიოსის ოქროსფერი სხივები მთა-გორებს აფერადებენ, როცა მწვანე ბალახებსა და ფერად ყვავილებზე დილის ნამი ციმციმებს, ზღვის წიაღიდან მოლივლივე ტალღებს ამოჰყვებიან და ზედაპირზე მსუბუქად დანავარდობენ ნერეიდები - ზღვის ღმერთისა და წინასწარმეტყველ ნერევსის 50 მშვენიერი ასული

. მხიარულად მღერიან და ცეკვავენ სანაპიროსთან, მათი სიმღერისა და სიცილს ხმაზე ზღვის ტალღები წყნარდებიან და გარეული ნადირები სმენად იქცევიან

აგერ, ერთი მათგანი, მშვენიოერი გალატეა პეპელას ასდევნებია

თავის დებს, სანაპიროზე რომ დანავარდობენ, ჩამოშორდა. ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა აკიდი, სიმეთიდას მშვენიერი და ტანადი ვაჟი, შესახედავად აპოლონის მსგავსი.როგორც კი ჭაბუკი დაინახა გალატეამ, პეპელას დევნა შეწყვიტა და ჭაბუკი თავისი უძირო ცისფერი თვალებით მონუსხა

თვითონ აკიდიც მოხიბლა გალატეას ღვთაებრივმა სილამაზემ და მისკენ გაეშურა.
ასე შეიყვარეს ერთმანეთი და განუყრელი მეგობრები გახდნენ აკიდი და გალატეა.
მარტო აკიდს როდი უყვარდა გალატეა. მისი სიყვარულით იწვოდა მთასავით ბუმბერაზი, ცალთვალა ციკლოპი პოლიფემე. ზღვის ნაპირას რომ გალატეა იხილა, მძვინვარე გული გიჟური სიყვარილით აევსო საშინელ ციკლოპს, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ მიეკარებოდა, რადგან ყველას გლეჯდა და ჭამდა. გალატეა გულგახეთქილი გაურბოდა საშინელ ბუმბერაზს, პოლიფემის სიყვარული კი ამით მხოლოდ ცეცხლივით ღვივდებოდა.
ერთ დღესაც, ბუმბერაზს სიშმაგემ მოუარა, სიყვარულით გადარეული წამოიჭრა და იმ გამოქვაბულს მიაშურა, სადაც გალათეა და აკიდი იმალებოდნენ. მისი სხეულის სიმძიმისაგან მიწა იძრა და ზღვა აღელვდა. შიშით გულგახეთქილი აკიდი და გალატეა მღელვარე ძღვაში გადაეშვნენ და იქ თევზებად იქცნენ. დანავარდობდნენ ზღვის წიაღში, სიყვარულის ნიშნად, გრძელი ბაბთით გადაბმულები.

არანაკლებ ტრაგიკულია მეორე მითი

თუ გინდა იმასაც გეტყვი
главное что я еще чую... главное что я еще помню
жаль что я совсем не рисую, мне бы хотелось.. рисовать твои руки , читать твои мысли.
არ მებლატაოთ!!! :vik:
NATTALI აწეულკაბიანი სატყუარა (იგივე ''ჭუკლი ჭუკლი პატალა ბიჭი, მოდი ჩემთან"... შეიპყარით) ! © cocolina