~BESO~ე.ი. მე მაგრად არ მაინტერესებდა ეს თემა და ერთი-ორჯერ ვუყურე ცაგარელს კავკასიაზე... რაც ილაპარაკა ჩემს ნიშანზე (ლომზე) ერთი ერთზე დასვა...... ალბათ იმიტომ რომ კლასიკური წარმომადგენელი ვარ ამ ნიშნის..... მერე დამაინტერესა და შევიძინე მისი წიგნები......... შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ასტროლოგიური პროგრამები.... (zet 7, astrology for lovers... და ა. შ.) რომლებიც პირად ჰოროსკოპს ადგენენ.... და მოკლედ გავერგკვიე ძაან მაგრად...
----------------------------------------
ვთქვათ შენ რომ ქალწული ხარ ზოდიაქოთი ეს ნიშნავს იმას რომ მზე ამ დროს იმყოფებოდა ქალწულში.....(23აგვისტომდე მზე იმყოფება ლომში და 24ში გადადის ქალწულში, შენ ხარ ლომის და ქალწულის ნიშნების საზღვარზე, ამიტომ ლომის ნიშნის გავლენაც იგრძნობა შენს ზოდიაქოში.... ანუ შენ ხარ ლომი-ქალწული... ასეთი ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ გარშემომყოფების სიტყვებს და ერთი გასროლილი ფრაზაც, გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე... სხვისი უბედურებაც კი ძალიან ახლოს მიაქვთ გულთან და ძალიან ადვილად იციან გატაცება...) მაგრამ რა ნიშანში იყვნენ დანარჩენი პლანეტები??? 90%-მა ეს არ იცის, ამიტომ ზოგმა მარტო ის იცის, რომ მზე ყავს ვთქვათ ტყუპებში მაგრამ სხვა პლანეტა(მაგ. ვენერა რომელიც სიყვარულის პლანეტაა) კირჩხიბში, ეს ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობაში არის კირჩხიბი და არა ტყუპები.

ვინაიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა იყო კირჩხიბში მისი დაბადების მომენტში. ხასიათებით და როგორც პიროვნება არის ტყუპები, ვინაიდან მზე მართავს ადამიანის პირად მეს და მზე მისი დაბადების მომენტში იყო ტყუპებში...
მოკლედ მზე გყავს ქალწულში და ხასიათებით ხარ ქალწული.....
მთვარე გყავს ვერძში, მთვარე განსაძღვრავს ემოციას... ამიტომ შენი ემოციური სამყარო არის ვერძის ნიშნისთვის დამახასიათებელი......
მერკური შენი დაბადების მომენტში იყო ლომში..... მერკური გონების განმსაზღვრელი პლანეტაა, ამიტომ გაქვს ლომის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი გონება.....
ვენერა სიყვარულის პლანეტა გყავს სასწორში, ამიტომ შენი სასიყვარულო ნიშანი არის სასწორი.....
მარსი რომელიც განსაძღვრავს ენერგიას, და მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს გყავს თხის რქაში.... ანუ შენი სექსუალური ნიშანი არის თხის რქა.....
ნეპტუნიც გყავს თხის რქაში
წარმატების პლანეტა იუპიტერი გყავს თევზებში. ამიტომ შენი წარმატებაული სფეროებია: რელიგია, ოკულტიზმი, ხელოვნება, დიზაინი, მედიცინა, ფსიქოლოგია, ქველმოქმედება და .შ
დამსჯელი პლანეტა სატურნი გყავს მშვილდოსანში ამიტომ წინააღმდეგობები გექნება: უცხოეთი და უცხოელებთან ურთიერთობა, პედაგოგიკა, ლედერული თვისებების გამოვლინება და ა.შ. ურანიც მშვილდოსანში......
პლუტონი გყავს მორიელში......
შემდეგ უნდა გაირკვეს რომელი პლანეტა დაუპირისპირდა ერთმანეთს და რომელ გრადუსში და ა. შ. მაგ. მზე(შენს შემთხვევაში ქალწული) დაუპირისპირდა იუპიტერს(თევზები) ვინაიდან ქალწული და თევძები საპირისპირო ნიშნებია. თუ რას იწვევს ესენი უკვე ასტროლოგს უნდა მიმართო... მოკლედ იმედია რაღაც გითხარი გასაგებად.
ესეც რუკა თუ რომელი პლანეტა რომელ ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებს და რაც უფრო მეტი დამთხვევა იქნება მით უკეთესი, თუმცა მარტო ეს არაფერს ნიშნავს, საჭიროა დეტალური ცოდნა

წარმატებებს გისურვებ აბა შენ იცი......
ხო შენს შემთხვევაში იუპიტერი არის თევზებში და პლუტონი არის მორიელში. იუპიტერი კი მართავს თევზებს, პლუტონი-მორიელს......
მზე-ლომს
მთვარე-კირჩხიბს და დანარჩენი ნახე სურათზე........
P.S. აი რას შვრება უძილობა
This post has been edited by folkman on 26 Jan 2008, 05:17
მიმაგრებული სურათი