ეს სხვა თემაშიც ( კონკრეტულად კი ცაგარელის შესახებ) დავპოსტე და აქაც გავიმეორებ:
ბოდიშს ვუხდი მის ფანებს, მაგრამ მიშა ცაგარელი გაქანებულია აფერისტი და თაღლითია. ზურაბ ჟვანიაზე ამბობდა, რომ გამარჯვებების წელი და საუკეთესო პერიოდი აქვსო და რაც მოუვიდა ჟვანიას კი იცით.
სადღაც უნდა მქონდეს მისი ეს ინტერვიუ. ჟურნალებში მოვძებნი, დავასკანერებ და დავდებ. ეგ იყო 2004 წლის შემოდგომაზე. მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალში "სარკე", როდესაც თქვა, რომ ჟვანიას ვარსკვლავი კაშკაშებსო და მისი ამ "გენიალური პროგნოზიდან" 2–3 თვეში ჟვანია გარდაიცვალა. შეგიძლიათ საჯაროში ნახოთ სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერის ნომრები და ერთ-ერთში იქნება.
უბრალოდ, ვის რაში აწყობს, თორემ კარგმა, გამობრძმედილმა ჟურნალისტმა რომ ამოქექოს მაგის ძველი პროგნოზები და გაანალიზოს, მაგის კარიერა მომენტალურად დაინგრევა.
აგერ რას ამბობს ბატონი ცაგარელი ბადრი პატარკაციშვილის შესახებ 2008 წლის იანვარში:
"არასასურველ დროს იმართება არჩევნები ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის. ”მას, როგორც მორიელს ამჟამად არ გაუმართლდა. 2008 წელი მისთვის, საერთო ჯამში, წარმატებულია, მაგრამ მორიელებისთვის რთული პერიოდი 7 თებერვლამდე გაგრძელდება. ხოლო, არჩევნები რომ 2007 წლის ან 2008 წლის ნოემბერში ჩტარებულიყო, პატარკაციშვილის გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა”.
მიაქციეთ ყურადღება ფრაზას – "2008 წელი მისთვის, საერთო ჯამში, წარმატებულია", ცაგარელი აქ ამბობს "მისთვის", ანუ ბადრისთვის 2008 წელი წარმატებულია. გეკითხებით ახლა – სიკვდილი ცაგარელის ლოგიკით წარმატებულია?
აი, ამ პროგნოზის ლინკიც
http://www.newsgeorgia.ge/society/20080104/42129254.html* * *
მე პირადად ასტროლოგიას უდიდეს პატივს ვცემ.
საქართველოში ვყოფილვარ ცაგარელთან და ჯონდო ტუხაშვილთან, მოსკოვში ვყოფილვარ მიხეილ ლევინთან და ერთ ინდოელ ასტროლოგთან, რომლის გვარი აღარ მახსოვს. რომ შევადარო ყველაზე ძლიერი ის ინდოელი იყო. ჯონდომაც საკმაოდ ბევრი რამ მითხრა.
ჰოროსკოპის შედგენა თითქოს ჰობადაც კი მექცა. wink.gif
ცაგარელს რომ ვუსმენდი კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი იმდენ სისულელეს მეუბნებოდა. ეს 2001 წელს იყო და ამ დროს უკვე ნამყოფი ვიყავი ლევინთან და ისე განსხვავდებოდა მათი საუბარი როგორც ცა და მიწა.
ჩემი კასეტები მოვასმენინე ჩემს მეგობარს, რომელიც უკვე ნამყოფი იყო ცაგარელთან. ზოდიაქოთი მეც თევზები ვარ და ისიც. კასეტები თითქმის იდენტური აღმოჩნდა , მაგალითებიც კი ერთი და იგივე მოჰყავდა. არავითარი პროგნოზი არ თქვა. მხოლოდ ფსიქოლოგიური შტრიხები და ისიც წიგნებიდან ამოკითხული, რომელიც მეც წაკითხული მქონდა. ბოლოს კარმულ ნაწილში რომ მითხრა წინა ინკარნაციებში შავი მაგი, ეგვიპტელი ფარაონი და ატლანტიდელი ქურუმი იყავიო, კინაღამ გადავიხარხარე. მერე რომ მოვუსმინე, ზუსტად იგივე ეწერა ჩემი მეგობრის კასეტებშიც.
ასე რომ მე ცაგარელს ასტროლოგად არ ვთვლი, მაგას ასტროლოგია ალბათ ბიოლოგია ჰგონია(???).
როგორც ზემოთ ვთქვი, მოვძებნი და დავდებ "სარკეს" იმ ნომერს, სადაც ეგ ჟვანიას "წარმატებულ მომავალზე" საუბრობს.
This post has been edited by მარმელად on 5 Mar 2008, 22:21