მოკლედ ეხლა რა ხდება_
აფსურდულია და უაზრო იმის მტკიცება რომ მილიარდობით და ტრილიონობით პლანტეზე მთელს კოსმოსში მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ როგორც ცოცხალი ფორმა. ამ თემას აქ ვხურავ და მასთან ერთად იმ ადამიანებსრომლებიც არ მეთანხმებიან.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზეი
1. საკითხში ჩაუხედავობა
2. თვითშეგონება და რელიგიური ფანატიზმი
3. სიბრიყვე
ეინშტეინმა თქვა 2 რამეს არ აქვს დასასრული კოსმოსს და ადამიანურ სიბრიყვეს, ამდენად გამოვრიცხავ ამ კატეგორიასთან დისკუსიას და გადავალ მთავრ საკითხზე
არამიწიერი არსებების_ არსებობის პირველი უტყუარი მტკიცებულება შეიძლება იყოს ის ფაქტი რომ პლანეტები მიუხედავად მათი განსხვავებული გრავიტაციული ტემპერატურული და სხვა ფაქტორებისა მაინც ძირითადად ექცევა მენდელეევს ქიმიური ტაბულის მონაცემებში და შესაბამისად დიდია ალბათობა იმ ქიმიური რეაქციებისა სხვა პლანეტებზე რამაც დედამიწაზე სიცოცხლე წარმოშვა.
სიცოცხლის წამოქმნისთვის არაა აუცილებელი ჩვენი წარმოდგენით იდეალური პირობები სინათლე სითბო და სხვა. ბაქტერიები მაგალითისათვის თავს კარგად გრძნობენ როგორც მაღალ ისე კრიტიკულად დაბალ ტემპერატურაზე.

წყალქვეშა კრატერი დიდ სიღრმეზე. დასახლებული 500მდე სახეობის ორგანიზმით
ბევრი მათგანი თვით მჟავაშიც არ იღუპება. პოლუსებზე მეცნიერების მიერ მოპოვებულ იქნა ბაქტერიები რომლებიც მილიონობით წლის წინ გაიყინენ და ჩვენს დროსი ლაბორატორიებში მოხდა მათი გაცოცხლება. ეგვიპტეში ერთერთი სამარხის გათხრებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფინიკის თესლები რომელთა ასაკი 3000 წელს მოითვლის მიუხედავად ამისა მოხდა მათი აღმოცენება, მსგავსი ფაქტი მოხდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ეს მცენარეები ბევრად განსხვავდება მათი დღევანდელი შთამომავლებისგან შეიძლება ითქვას რომ სიცოცხლეზე დროც არ მოქმდებს.
ამდენად სიცოცხლე თუ იგი შეიქმნა და შეასაბამისად მასზე მოქმედებს ბუნების მთავარი კანონები (დაბადება გამრავლება სიკვდილი) მაშინ ჩვენი სამყარო სავსეა სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ფორმებით.
სიცოცხლე დაავადებაა რომელიც ვრცელდება ყველგან სადაც მისი თუნდაც ერთი წარმომადგენელი ხვდება. მაგალითისთვის ადამიანი თავის სხეულით უამრავ ბაქტერიას და სხვადასხა სახის ცოცხალ ორგანიზმს ატარებს და ამავედროს ხდება პარაზიტების გადამტანი. ნასას მეცნიერების ერთერთი მთავარი თავსატეხიც ის იყო თუ როგორ შეექმნათ ისეთი "მარსმსვლელი" რომელიც პლანეტაზე არ შეიტანდა მიწიერ ბაქტერიებს. სიცოცხლის ასეთი გამძლეობა სხვადასხვა გარემოში გვაფიქრებინებს რომ ფაქტების არარსებობა ამ ეტაპზე არ ნისნავს რომ ჩვენ ვართ ხმა უდაბნოსა შინა, უბრალოდ ყველაფერს დრო სჭირდება და ადრე თუ გვიან მივიღებთ პასუხს კითხვაზე მარტონი ვართ თუ არა სამყაროში