კარგით, მოვყვები

ეს შეემთხვა ჩემს ორ უახლოეს ადამიანს, რომლებსაც შესანიშნავად ვიცნობ, ორივე ზრდასრული და განათლებული ადამიანია, დიდად არ წყალობენ რელიგიასა და მისტიკას, მეტიც, საკმაოდ გულგრილად ეკიდებიან. მოკლედ, ტიპიური საბჭოთა კავშირის დროინდელი, პატიოსანი, მშრომელი ხალხია-ორი ქალი,დედა-შვილი, იმ დროისათვის, როცა ეს ამბავი მოხდა, შვილი 30 წლისა იქნებოდა, დედა 50ისა. ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ გასგები გახდეს, რომ მათგან რაიმე სახის ტყუილსა და მისტიფიკაციას სრულიად გამოვრიცხავ.
ახლა ამბავი:
1993 წელია, ეს ხდება დიღმის მასივში, ჩვეულებრივი ხრუშოვკის ტიპის ბინაში, ალბათ ყველას გინახიათ ასეთი ბინები. სამოთახიანი ბინაა, შემოსასვლელი კარის გვერდზე ეგრევე ერთი ოთახია, სადაც დიდი სარკე დგას, რომელიც იატაკიდან ჭერამდე სიმაღლისაა და საკმაოდ ფართო. ისეთ ადგილას დგას, რომ როცა მასში იყურები, ხედავ შემოსასვლელს და ასევე სამზარეულოში გამავალ პატარა დერეფანს. ამას იმიტომ ვყვები, რომ დააახლოებით წარმოიდგინოთ სურათი რა.
მოკლედ. საღამოს, დაახლოებით 8-9 საათი იქნებოდა. გოგო ოთახში იდგა და სარკის წინ თმას იშრობდა. როგორც თვითონ მიყვება, უცებ, სრულიად მოულოდნელად სარკეში ადამიანის სილუეტი დაინახა, შეკივლა და დედა მიშველეო, დაიძახა. დედამისმა როგორც მომიყვა, სამზარეულოდან მაშინვე გამოვარდა და შემოსასვლელში უცებ დაინახა შემოსასვლელში მდგარი ადამიანი, აი ასაე აღწერს ზუსტად: ძალიან მაღალი იყო, იმდენად, რომ მოხრილი იდგა, ერთი თვალის შევლებით რაც შეამჩნია-რაღაც ღია ფერის ეცვა მთელ ტანზე, სახეზე რომ ავხედეო, სახე კი ჰქონდაო, მაგრამ ადამიანის მაგვარი და არა ადამიანისა. სახე ზუსტად ვერ აღწერა- რაღაც ნონსენსი გამოდის- თვალები ძალიან პატარა ჰქონდაო, პატარა პირი,მაგრამ ადამიანის სახე არ იყოო, რაღაცა ღრმულები ჰქონდა ცხვირპირის მაგივრადო! მოკლედ ერთი თვალის შევლებით რაც მოასწრო. და მერე ხდება საინტერესო-ხმამაღლა შევყვირეო და დამინახა თუ არა, რაღაც ხმა გამოსცაო, ნუ როგორც თვითონ ამბობს- რაღაც ჩაილაპარაკაო, და... თვალსა და ხელს შუა გაქრაო! სულ ერთი წუთით გავხედე ჩემს შვილსო, ისიც გაშტერებული უყურებდაო, და მოვიხედე და აღარა იყოო! მაშინვე კარი შეუმოწმებია-დაკეტილი იყო! მეოთხე სართულზე მოხდა ეს ამბავი.
არ უყვართ ამაზე ლაპარაკი, ხათრით მოვაყოლე ორივეს. იმხელა სტრესი მივიღეთო, არ გვსიამოვნებს ამაზე ლაპარაკიო, ახლაც საშინლად გვეშინიაო. აი ლოგიკურად როგორ აიხსნება ეს ამბავი, მითხარით ვინმემ... მე ვერ ვხსნი ამას როგორც ნორმალურ ფაქტს... ჰალუცინაციას გამოვრიცხავ-ორ ადამიანს ზუსტად ერთი და იგივე ჰალუცინაცია ერთსა და იმავე დროს არ ემართება.