მოკლეთ და გრძლად ადამიანებო. მაინტერესებს თქვენი აზრი "უცხო პლანეტელების" შესახებ... გჯერათ თუ არა მათი არსებობის (რატომ) თუ არა (რატომ)??
ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი,ერთი მხრივ სასაცილო და თითქოს გულუბრყვილო, მეორე მხრივ საკმაოდ ჩასაფიქრებელი აზრი მაქვს. უფრო თეორიული ვიდრე ფაქტობრივი, მაგრამ მაინც...მოკლედ:
დავიწყოთ თავიდან. ე.წ. უცხოპლანეტელთა პირველი ნიშან კვალი მომდინარეობს ეგვიპტური პირამიდებიდან, აღმოჩენილია უამრავი ისეთი ხელსაწყო, ფრაგმენტი და გამოსახულება, რომელსაც იდეურად არავითარი კავშირი უნდა ქონოდა იმდროინდელ კაცობრიობასთან. ალბათ გსმენიათ ცივილიზაციათა "სიკვდილზე", მაგალითია აზტეკთა და მაიას ტომთა ცივილიზაციის ესპანელების მიერ "განგმირვა" (მიყვარს ეს სიტყვა

)...თუ გავითვალისწინებთ ასევე განვითარების იმ ტემპს, რომელსაც დღევანდელი კაცობრიობაა აყოლილი უფრო კარგად გაიგებთ რისი თქმაც მინდა. თუ ადრე რამის აღმოჩენას, რამის გამოგონებას დიდი ინტერვალი ქონდა, ანუ საუკუნეები ჭირდებოდა ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასასვლელად, დღესდღეობით ეს უფრო ჩქარა ხდება. ანუ სულ უფრო ჩქარდება ჩვენი ცივილიზაციის ზრდა-განვითარება,რასაც ე.წ. პაბოჩნი ეფექტებიც ახლავს თან: ოზონის ხვრელი, ატომური აფეთქებები და ა.შ. ამას კი კაცობრიობის მოსპობამდე შეუძლია მიგვიყვანოს. გამოსავალი აქედან : 1. დედამიწის რესურსების ბოლომდე გამოყენება რაც ასევე სასიკვდილოა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს რესურსი ამოიწურება. და მეორე, სხვა ტერიტორიის, ადგილმდებარეობის ათვისება სამომავლო განვითარებისათვის (ამ შემთხვევაში პლანეტის). გავიხსენოთ XX საუკუნის უდიდესი პროექტი, მარსზე სიცოცხლის აღმოჩენის პრექტი, რაც შემდგომ გადაიზარდა მარსზე გიგანტური სათბურის დამონტაჟების პროექტში. + ამას,ახლახან მარსზე აღმოაჩინეს წყალიც. "კჩემუ კლონიუ"?! -იმ შემთხვევაში თუ დედამიწას კატაკლიზმათა "სეტყვა" დაატყდება თავს, კაცობრიობას( გარკვეულ ნაწილს) ექნება გასაქცევი. დავუბრუნდეთ ეგვიპტეს და პრეისტორიულ სამყაროს: ადამიანმა დაიწყო ნოლიდან (ჟარგონზე), მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ დღევანდელ კაცობრიობამდე, ცივილიზაციამდე არსებობდა წინარე ცივილიზაცია, რომელმაც დიდი დარტყმა განიცადა, ისევე როგორც ადრე თუ გვიან დედამიწას მოუვა( ალბათ მეორედ),და გადაშენდა მისი უმეტესი ნაწილი, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მათაც ქონდათ ე.წ. უბეჟიშე რომელიმე პლანეტაზე, და იქედან ახორციელებდნენ კონტაქტს მათ "დედა"მიწასთან!!!!! ისევე როგორც მომავალში იქნება ჩვენი ცივილიზაცია. ისმის კითხვა, მაშინ რატომ არიან ე.წ. უცხოპლანეტელები სხვა გარეგნობის, შესახედაობის და ინტელექტის. რათქმა უნდა ამ ბავშვურ კითხვაზე ბავშვურივე პასუხი ისმის: რატომ არიან ზანგები შავები, და რატომ არიან ჩინელები ყვითელკანიანები? ეს აკლიმატიაზაციაა.რაც შეეხება ინტელექტს( რაზეც სამწუხაროდ ფაქტების მოძიება ძნელია), ალბათ იმიტომ აქქვთ განვითარებული, რომ მათი განვითარების დონე მოთხოვს ამას. ანუ თუ 10 საუკუნის წინ ბავშვმა არ იცოდა სად იყო დავუშვათ კანბერა( არსებობდა კი მაშინ?), დღეს ნებისმიერმა იცის. კაი კანბერას თავი დავანებოთ, და რომი ხომ მაინც იციან, კონსტანტინოპოლი, მოსკოვი, იციან როგორ გამოიყურება ამა თუ იმ წარმომავლობის ადამიანი. ეს ყველაფერი იმიტომ რომ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომია, რასაც თაავის მხრივ ტექნოლოგიური განვითარება უწყობს ხელს, რაც თავისთავად ინტელექტთან არის დაკავშირებული. იმედია მიხვდით რაც მინდოდა მეთქვა..... ასე რომ, ე.წ. უცხოპლანეტელთა არსებობა დასაშევბი ფაქტია.
P.S. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მიზნად არ ისახავს ამ აზრის სხვაზე გავრცელებას. ეს უბრალოდ აზრის თავისუფლებაა
This post has been edited by gogiusa on 16 Nov 2008, 16:19