როცა ლომი ახერხებს შეზღუდოს ბატონობის სურვილი, ტრაბახს მოუკლოს და ნება არ მისცეს თავსი უკიდურეს სიამაყეს, ყველაზე ამაღლდეს, იგი საუცხოო ხდება. ამ დროს მართლაც „მეფური ტიტულის“ ღირსია. მას დიდი კეთილშობილება შეუძლია, როცა ხალხთან ურთიერთობაში დემოკრატიულობას მიეჩვევა, ნახავს, რომ ხალხი ისედაც ყურადღების ცენტრში იყოლიებს მას. ლომმა ნაწილობრივ უნდა შეინარჩუნოს სცენიურობის ნიჭი პირადი ცხოვრებისათვის. უნდა მოიშალოს იმპულსურობა და გულფიცხობა, ისწავლოს თავისი გრძნობების გამოხატვა და სხვისი გრძნობების გათავისება.
Mr-Presidentრახან ზეციურმა ძალებმა ამდენი სიკეთე მიჰმადლეს ლომს, იგი ფხიზლად უნდა იყოს, რომ თვითკმაყოფილება არ დაეუფლოს. ლომს ისე ძალიან უნდა სხვებიც აიყოლიოს თავისი მისწრაფებების შესრულებაში, რომ ზოგჯერ ვერც ხვდება, რომ ცოტა თუა თანახმა თავისი „მე“ დათმოს ლომის საამებლად. გაცილებით მეტს მოიგებს, თუ უფრო დემოკრატიულად მიუდგება სხვების უფლებებსა და მისწრაფებებს.
ლომს ყოველთვის სურს, ხალხმა მასზე კარგი იფიქროს, თავის თავზე შემქმნილი იდეალური წარმოდგენა სხვებსაც გადასდოს. ამისათვის ხშირად კეთილშობილების ნიღაბს იფარებს, რათა ქება დაიმსახუროს. კარგი იქნება, თუ მართლა შეითვისებს კეთილშობილების მოჩვენებით იერს, მაშინ მისი უარყოფითი თვისება – თვალთმაქცობა – დადებითადაც შეიძლება იქცეს, თორემ ეს ყველაფერი ზერელობაში გადაიზრდება. და კიდევ, ლომი არ უნდა წამოეგოს ბრიყვებისთვის განკუთვნილ ანკესზე – პირფერობაზე.
ეს განსხვავებაა რა......
Chill_Out