ხასიათის შტრიხები მეგობრული, გულღია, კონტაქტური, შემოქმედებითი, ელეგენტური და დახვეწილი, უყვარს კამათი, თუმცა არაა კონფლიქტური ნატურა. დაჯილდოებულია დიპლომატიური ნიჭით, მაგრამ ამასთან ერთად აქვს ძალზე ცვალებადი, მერყევი და ზედაპირული ხასიათი. როგორც წესი ძალიან უჭირს ცხოვრებაში რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ზოგჯერ მიდრეკილია დეპრესიისკენ.
სასწორი ვერ იტანს უხეშობას, თუმცა ამვდროულად თავადვე შეუძლია უბოდიშოდ გამოგირთოთ ტელევიზორი, თუ ჩათვლის რომ ძალიან ხმამაღლა მუშაობს. ადამიანები უყვარს, მაგრამ ბრბოს ვერ იტანს. მოჩხუბრებს კეთილ ფერიად ევლინება, თუმცა მეორე წუთას, შესაძლოა აყალმაყალის ამტეხად თავადვე მოგვევლინოს.
ჩვეულებრივ მხიარულ და გულღია სასწორებს, კიდევ ერთი უცნაური ზნეც ახასიათებთ: თუ ხასიათი წაუხდათ, ვერაფრის დიდებით ვეღარ გამოუკეთებთ. სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ჭკვიანი, მაგრამ გულუბრყვილო ხალხია. ერთ ადგილას ვერ ისვენებენ, თუმცა იშვიათად, რომ სადმე მართლა ეჩქარებოდეთ. ერთი სიტყვით, მათ არც ერთი დადებითი თვისება არ გააჩნიათ, რომელიც უარყოფითს არ უწონასწორდებოდეს. მართალია ზოდიაქოს ამ ნიშნის ასტროლოგიურ სიმბოლოს სასწორი წარმოადგენს, მაგრამ მის მფარველობაში მყოფ ადამიანებს, გაწონასწორებულობა ნაკლებად ახასიათებთ. მათი ბუნება ისეთივე მერყევია, როგორიც კლასიკური სასწორისა, როცა ხან ერთი პინა გადასწონის და ხან მეორე, სანამ საბოლოოდ სწორ პოზიციას მიიღებდეს.
გარეგნულად სასწორები სასიამოვნო შესახედაობის ხალხია, სახის ზომიერი ნაკვთებით და ჰარმონიული წყობით. ერთადერთ განმასხვავებელ ნიშნად, შეიძლება ჩაითვალოს, ფოსოები ლოყებსა და ნიკაპზე, რომლებსაც ასტროლოგები სხვაგვარად ”ვენერას ნიშნებსაც” უწოდებენ. თვით ყველაზე დიდი აღშფოთების დროსაც კი, სასწორი უშფოთველ გამომეტყველებას ინარჩუნებს. პირი ხშირად ხახვს მიუგავს, ხოლო ხასხასა ტუჩები ალუბალს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, უკლებლივ მიმზიდველები, მამაკაცები კი ლამაზები არიან. ამასთან ქალურ სილამაზეში არის რაღაც მამკაცური, ხოლო მამკაცურში ქალური.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასწორი ქალი მოჭიდავეს ან მამაკაცი სასწორი თვალებფახულა ლამაზმანს წააგავს. მაგრამ გარეგნულად ერთსაც და მეორესაც, რომ საპირისპირო სქესის, რაღაც ელფერი დაჰკრავს ფაქტია.
აგებულებით სასწორი სქელი უფროა, ვიდრე გამხდარი. თუმცა ჯმუხი ან ტლანქი მას არამც და არამც არ ჰქვია. საერთოდ სასწორი ორმაგი ნიშანია და მისი მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც, გაორებისკენ არიან მიდრეკილნი. ერთის მხრივ ისინი ჰარმონიასა დს სიმშვიდეს ესწრაფვიან, მეორეს მხრივ კი, პერიოდულად ენერგიის საოცარ მოზღვავებას გრძნობენ და ერთ დღეში იმდენი საქმის გაკეთებას ასწრებენ, რასაც სხვები მთელ თვეს მოანდომებენ. ამ დროს მათ შეუძლიათ, დღე-ღამეში ოცი საათიც კი იმუშაონ და ძილისთვის მხოლოდ ოთხი საათი მოიტოვონ.
მერე მოულოდნელად რაღაც გარდატეხა ხდება და სასწორი მთელი დღეების მანძილზე საძინებლიდან ცხვირს აღარ ჰყოფს. ამ დროს მას ძილის გარდა, არც წიგნები, არც ტელევიზორი და არც ადამიანებთან ურთიერთობა არ აინტერესებს. შესაძლოა ღრმა დეპრესიაშიც ჩავარდეს. გამუდმებით იწუწუნოს ცხოვრების უკუღმართობაზე და უმნიშვნელო წვრილმანზეც კი, უაზრო აყალმაყალი წამოიწყოს. ვისაც სასწორი, ზემოთ აღწერილ ერთ-ერთ მდგომარეობაში უნახავს, ვერაფრით წარმოიდგენს ალბათ, რომ ეს ადამიანი სხვაგვარიც შეიძლება იყოს.
სასწორები როგორც წესი, ფიზიკურადაც და ფსიქიურადაც ძალზე ჯანმაგარი ხალხია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ღორმუცელობა თუ შეუქმნით. ამიტომაცაა, რომ ზედმეტი ჭამა-სმისგან ხშირად ღვიძლის, თირკმელებისა და თავის ტკივილი აწუხებთ.
სასწორებს ძალიან აქვთ განვითარებული წინააღმდეგობის გრძნობა. უყვართ ათასგვარ პოლემიკაში ჩაბმა და ნებისმიერ თემაზე კამათი. დაწყებული იმით თუ რამდენი წამით ჩამორჩება თქვენი საათი მისას, დამთავრებული უახლესი, საერთაშორისო პოლიტიკური საკითხების განხილვით.
ამა თუ იმ შემთხვევაში, საბოლოო და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებისას სასწორთა უმრავლესობა, იმდენ ხანს ყოყმანობს ხოლმე, რომ ბოლოს შეიძლება ეს არჩევანი არც არაფერში გამოადგეთ. რადგან დროთა განმავლობაში, ან სიტუაციიდან გამომდინარე, ერთი ან რომელიმე ვარიანტი თავისთავად კარგავს აზრს.
სასწორის სიზანტეს, გაუთავებელ არგუმენტებს და უსაშველოდ მერყევ ხასიათს, მტკიცე და ფიცხი ადამიანების წონასწორობიდან გამოყვანაც კი შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონფლიქტის თავიდან აცილებაში, მას თანდაყოლილი არტისტიზმი ეხმარება.
ვენერას მფარველობაში მყოფი ეს ადამიანები, როგორც წესი ინტერესს უკლებლივ ხელოვნების ყველა დარგის მიმართ იჩენენ, იქნება ეს მუსიკა, ლიტერატურა, ფერწერა თუ სხვა. თუმცა თანდაყოლილი ჰარმონიის შეგრძნებიდან გამომდინარე, ვერ იტანენ მკვეთრ ფერებს და უპირატესობას თბილ, პასტელურ გამას ანიჭებენ
ისე მე მერკური მყავს სასწორში ანუ ვაზროვნებ როგორც სასწორი (ალბათ ამიტომ იყო ყოველთვის ვუგებდი სასწორებს)და მეც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება თან 19 ის ბოლოს ვარ დაბადებული და გარდამავალი ქალწული ვარ

სასწორების მაგრად მესმის
This post has been edited by SenatoR on 11 Jun 2008, 11:29
მიმაგრებული სურათი
In Universal Understanding .......