რა აკეთებს იმუნოსტიმულაციას? ჰომეოპათიური წამლები? თუ ინტერფერონი ალფა?
და რატომ ხარ დარწმუნებული, რომ პლაცებოს მიღებას დროებით რემისიაში არ გადაჰყავს ქრონიკული დაავადება?
*****
ჰომეოპათიური წამლების მიერ გამოწვეული იმუნოსტიმულაცია, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია (ვიცი, რომ ბ-ნი თორნიკე ახლა ბენვენისტს ახსენებს

) რაც შეეხება ინტერფერონ ალფას, ეგ არის ნივთიერება, რომელსაც ნორმაშიც გამოიმუშავებენ სხვადასხვა უჯრედები (ძირითადად, პლაზმოციტური დენდრიტული უჯრედები) და წარმოადგენს პირველად დაცვას ვირუსული ინფექციების დროს (თანდაყოლილ იმუნიტეტს-სანამ ვირუსის საწინააღმდეგო მანეიტრალიზებელი ანტისხეულები და T ლიმფოციტები ჩაერთვებოდნენ საქმეში). მისი მეშვეობით ითრგუნება ვირუსის ნუკლეინის მჟავას სინთეზი.
რიბავირინი+ინტერფერონი არის კომპლექსური თერაპია, რომელიც ორ ფრონტზე უტევს ვირუსის გენომის რეპლიკაციას. პეგ-ილირება (ანუ, პოლიეთილენგლიკოლთან კონიუგაცია) არის ხერხი, რომლითაც მიიღწევა ინტერფერონ ალფას ნახევარდაშლის პერიოდის გახანგრძლივება.
ვინაიდან ვირუსს ახასიათებს გენეტიკური ვარიაბელობა, ამიტომ სხვადასხვა გენოტიპის ვირუსის რნმ სხვადასხვაგვარადაა მგრძნობიარე პრეპარატის მიმართ. ზოგის რეპლიკაცია სრულად ითრგუნება, ზოგის-ნაწილობრივ. ეს არის და ეს.
მე არც შერინგ პლაუს წარმომადგენელი ვარ, არც როშესი და არც მათი რომელიმე დისტრიბუტორის...C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა შემუშავებულია უამრავი ექსპერიმენტის, კლინიკური გამოცდის და შემოწმება-გადამოწმების შედეგად. გააჩნია დამტკიცებული და განმარტებადი მოქმედების მექანიზმი და ამის საფუძველზეა დაშვებული ადამიანის სამკურნალოდ.
რაც შეეხება სიძვირეს, ეს გამოწვეულია წამლის წარმოების მაღალი თვითღირებულებით.
რაც შეეხება ვირუსების გაქრობას.
შემთხვევათა ბედნიერ 30%-ში C ჰეპატიტი თავისით იკურნება (ანუ, ორგანიზმის იმუნური სისტემა უმკლავდება), B ჰეპატიტის შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალია ეს პროცენტი. ასეთ ადამიანს დარჩება ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები სისხლში და ტესტი დადებითი იქნება, მაგრამ ვირუსის გენომის აღმომჩენი პჯრ ტესტი და ვირუსის ანტიგენების აღმომჩენი ELISA ტესტი-უარყოფითი.
უბრალოდ, C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური თავისებურება (შეიცავს რნმ-ს და არა დნმ-ს და მაღალი ვარიაბელობა ახასიათებს, სესაბამისად, იცვლება ანტიგენური ბუნებაც) ხშირ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მის საწინააღმდეგო ეფექტური იმუნური შეტევის განხორციელებას, რის გამოც დაავადება ქრონიკული ხდება...რაც შეეხება B ჰეპატიტს, მას ვარიაბელობა არ ახასიათებს და ქრონიზაციაც გაცილებით იშვიათია, სამაგიეროდ, ციტოპათურია, რადგან დნმ-ს შეიცავს, შეუძლია გენომში ინტეგრაცია და უჯრედის შეცვლა...
ეგრიუკბილოდ წაკაიფების მცდელობაა.
This post has been edited by Solveig on 1 Jul 2009, 12:42
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!