#44431440 · 27 Apr 2015, 14:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Scoorp
ხოდა რომ იყო, ზუსტად ამ ომებმა განავითარა ტექნოლოგიები. მშვიდობიანი ცივილიზაცია, რომელმაც არ იცის რა არის კაცის კვლა და სხვისი მიწის მიტაცება, სულიერების განვითარებაზე უფრო იზრუნებს. თუმცა მე არ მგონია სადმე არსებობდეს მსვიდობინი ცივილიზაცია, თუ ისინი ჰუმანოიდები არიან და ჭირდებათ საკვები და საცხოვრებელი სივრცე და ჩვენნაირად მრავლდებიან. რადგან მუდმივი მშვიდობა ისე გაამრავლებდა პლანეტაზე კონკრეტულ რასას, რომ არც ტერიტორია ეყოფოდათ და არც საკვები. ამიტომ ისინიც ჩვენასავით დაერეოდნენ ერთმანეთს და შესაბამისად დროთა განმავლობაში განავითარებდნენ ტექნოლოგიებს. თუ სადმე მაინც არსებობს მშვიდობიანი ცივილიზაცია მაშინ აქ მოსახლე არსებების უჯრედები გამრავლებაზე კი არა უკვდავებაზე ინებიან ორიენტირებულნი, ანუ იქნებინ უკვდავები თუმცა არ შეეძლებათ გამრავლება. ამ შემთხვევაში ღმერთს და ანგელოზებს არ ვგულისხმობ. მათი სამყოფელი სულ სხვა განზომილებაშია.
|