მაგრამ მასალა ძალიან ცოტაა, დასკვნები კი ცალმხრივი... სიჩინიც კი არაა მგონი. არადა, მასალა - ზღვა კი არა, ოკეანეა.
ალბათ არჩევდი სუფთა "უცხოპლანეტელობის" კუთხით? მაგრამ ნიბირუს თეორია სხვა რამეა? კიდევ სხვა საქმეა, რამდენად საფუძვლიანია ეს თეორიაც და ბევრი ძველი მითი, სადაც ვიღაცეების (შესაძლო) უცხოპლანეტელობაზეა ლაპარაკი ან ნაგულისხმევი (ან საგულისხმევი), - და ეს უკანასკნელი არის კიდეც შეფასების ცალმხრივობის მაჩვენებელი.
ანუ... ყველგან, სადაც "ძველ ასტრონავტებს" ვხვდებით, ისინი საიდანღაც მოფრენილი კოსმონავტები კი არ არიან, არამედ - "ღმერთები".
ასეთ დროს ბევრი უყურებს ზედაპირულად, ერთი შეხედვით ყველაზე "ლოგიკური" კუთხით, რომ "უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის წარმომადგენლებმა" შექმნეს აქ რელიგიები რაღაც მიზნით (ან ადამიანებმა შეცდომით და უმეცრებით გააღმერთეს ისინი), და შემდეგ გაფრინდნენ სახლში (ქვევარიანტით, რომ დარჩნენ და "გვაკვირდებიან").
არადა, სრულიად საპირისპიროდაა.
არ ყოფილან არავითარი "ასტრონავტები" (სად დაიკარგნენ მერე?

არსად არ დაკარგულან - იხ. თანამედროვე UFO

), საკითხი წმინდად ცნობიერი / სულიერია (ან ეს სულები სად დაიკარგნენ მერე?

უპს... არც ესენი არ არ დაკარგულან არსად - უბრალოდ "იატაკქვეშეთში" გადავიდნენ

).
. . .
ხელში უცბად მოხვედრილი: თანამედროვე "ასტრონავტებზე" და ზოგ არტეფაქტზე. ერთადაა ბევრი საინტერესო.
http://oko-planet.su/phenomen/phenomenscie...m-vnimanii.htmlან ბარემ ეს კაპიტალური მონოგრაფია, კარგი შეჯამებაა ბევრი წიგნის:
Сошедшие с небес и сотворившие людей (30 დღე იდება). ნუ, რაღაც დასკვნებს მე არ ვეთანხმები, რაღაცას ავტორმაც ვერ გასცა პასუხი.
. . .
პირამიდებზე წერ ბევრს. მანდ ახლაცაა რაღაც საცავები (მგონი დრუნვალოს უწერია), და ზოგში ვერ შედიან და ვერც შევლენ, სანამ დრო არ მოვა - იქ დაცვაა უცნობი ტიპის ველით. სავარაუდოდ, იქ "ტოტის კვერთხიცაა" (და ბევრს კბილები უკაწკაწებს მასზე,

მაგრამ ფეხი არავის ჩაუვა, ის ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი).
. . .
ინდურ წყაროებს ახსენებ, რომ ვითომ იესო იქ წავიდა და ოჯახი შექმნა. ინდური წყაროები - ე. წ. ტიბეტის სახარებაა და იქ წერია, რომ "ბუდას მიერ გამოგზავნილი"

წმინდა ისა ჯვარზე მოკვდა. ოჯახი და სხვა - სულ სხვა წყაროდან მომდინარე ინსინუაციაა და ერთმანეთში ნუ ურევ.
მე დასაშვები მგონია "ტიბეტის სახარების" ნამდვილობა; ის ავსებს უცნობ წლებს, და მეორე, რაც მიუთითებს მის სავარაუდო აუთენტურობაზე - ამ ზოროასტრელებს, ინდუსებს და სხვებს ისა მათი წარმოდგენების ფარგლებში კი არ უქადაგებს, არამედ იმაზე, რაზეც იესო სახარებაში - ერთ, ცოცხალ ღმერთზე. ეს ძალიან არ ჯდება "ბუდას წარმოგზავნილის" ჩარჩოებში, პრინციპულად არ ჯდება.
This post has been edited by ErK on 6 Dec 2012, 15:59