CityDesign
Crazy Member

    
ჯგუფი: Moderators
წერილები: 1784
წევრი No.: 99576
რეგისტრ.: 11-September 09
|
#21138292 · 15 Aug 2010, 23:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)
სიმბოლო: ქალწული მმართველი პლანეტა: მერკური
სტიქია: მიწა ჰავა: რბილი, გრილი ტემპერამენტი: ფლეგმატიკი ფერები: ცივი მწვანე და ლურჯი ქვა: ნეფრიტი, აქატი ბედნიერი რიცხვი: 5
ზოდიაქოს მეექვსე სახლი: სახლი: განაგებს ქორწინებას. ურთიერთობას ზემდგომებთან ან ხელქვეითებთან. ჩაცმის სტილსა და მანერას. ზოგადად გემოვნებას. გონებრივ და ფიზიკურ შრომის უნარს და ამის შედეგად მიღებულ შედეგს. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ და მორფოლოგიურ ცვლილებებს, უარესობიდან უკეთესობამდე. ეს სახლი განსაზღვრავს ადამიანის სამოქმედო სფეროებს, სამსახურეობრივ წინსვლა-უკუსვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ავადმყოფობა-განკურნებას. კოლეგიალურ, სამსახურეობრივ ურთიერთობებს.
ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ანალიტიკური, რაციონალური გონებით, უსაზღვროდ შრომის მოყვარე და პუნქტუალურია, აქვს დახვეწილი გემოვნება და დიდ ყურადღებას აქცევს ინტელექტუალურ განვითარებას, საკმაოდ კარგი ფინანსისტია თუმცა ხანდახან ძალზე ხელმომჭირნეც შეიძლება გახდეს. ამასთანავე შეუძლია იყოს ცინიკოსი და ყველას და ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი. თუმცა არანაკლებ მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართაც.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის სხვებისაგან გამორჩევა, საკმაოდ ადვილია. იგი თითქმის ყოველთვის წყნარი, სიტყვაძუნწი და განმარტოებულია. ამ მოწესრიგებულ, დახვეწილ ხალხს უსაქმოდ მყოფს თითქმის ვერასოდეს იხილავთ. უფრო ბიბლიოთეკაში ან სამსახურში, საწერ მაგიდასთან გვიანობამდე მომუშავეს თუ წააწყდებით, ვიდრე რომელიმე ხმაურიანი წვეულების ეპიცენტრში მყოფთ.
საზოგადოებაში ქალწულები თავს მოუსვენრად გრძნობენ. ბუნებით მარტოსულები არიან და ბრბო აღიზიანებთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ზრდილობის გამო მაინც უწევთ ხალხში გარევა, ჩვეული ტაქტით, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე იქცევიან.
ქალწულთა უმრავლესობის აზრით ქეიფი და ხმაურიანი დროსტარება, მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეებისაგან მოცდენას და დროის ფუჭად ფლანგვას ნიშნავს. ქალწული რეალისტია და ფუჭი ილუზიების დევნისათვის მას უბრალოდ დრო არ რჩება. როგორც წესი, მთელი დღის მანძილზე იგი უამრავი, მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებითაა დაკავებული, ამიტომ ღამით ათასგვარი სისულელეების კეთების თავი არა აქვს და ძალების აღსადგენად, მაქსიმალური სიმშვიდე ესაჭიროება.
აღნაგობით ქალწულთა უმრავლესობა გამხდარი უფროა, ვიდრე მძიმე წონისა. მოქნილებსა და დახვეწილებს სახის პატარა, კოხტა ნაკვთები, სწორი ცხვირი, მომცრო ზომის ყურები და გონიერი, საოცრად ლამაზი და ნათელი თვალები აქვთ.
გარდა გრაციოზულობისა და უდაო მომხიბვლელობისა, მათ გარეგნობას ზოგჯერ პატივმოყვარეობის ანარეკლიც დაჰკრავს. საკუთარი ვიზუალური იმიჯის მიმართ ქალწულები, გულგრილნი არასოდეს არიან. ყურადღებას აქცევენ არა მარტო იმას, თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურებიან, არამედ იმასაც ფოტოებსა და პორტრეტებზე, რამდენად კარგადაა წარმოჩენილი მათი გარეგნული ღირსებები.
თუკი მოახერხებთ და ქალწულს შეუმჩნევლად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ საკუთარ თავს სარკეში ხშირ-ხშირად ათვალიერებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰგონია არავინ მხედავსო. საერთოდ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ჩაცმითაც უნაკლო გემოვნებით იცვამენ და ზოგიერთი მათგანის სამოსს, რამდენადმე კონსერვატორული იერიც კი დაჰკრავს.
მართალია ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის, ძირითადად ტანმორჩილი ხალხი გვხვდება, მაგრამ მათი კუნთოვანი სისტემა ერთობ განვითარებულია და ფიზიკურადაც, იმაზე ბევრად უფრო ამტანები არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით მოჩანს. ამას გარდა, ქალწულებს ხანგრძლივი და დაძაბული გონებრივი დატვირთვის აღებაც შეუძლიათ საკუთარ თავზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში, სრულფასოვანი დასვენებისა და დაბალანსებული სამუშაო გრაფიკის გარეშე, მათ ნერვულ სისტემას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ქალწული მამაკაცი - ქალწული მამაკაცი მატერიალურ-პრაქტიკულ დონეზე მოაზროვნე პიროვნებაა და არამიწიერი ვნებებისთვის მას დრო უბრალოდ არ რჩება. იგი ის კაცი არ არის, ვინც მხურვალე სასიყვარულო ბარათებს მოგწერთ ან ფანჯრებთან სერენადებს გიმღერებთ. კიბეც რომ მიაწოდოთ, სავარაუდოდ მისით არ ისარგებლებს და ჩვეულებრივ კარიდან შემოსვლას ამაჯობინებს.
სინამდვილეში ამ ადამიანს, სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში აქვს გამოცდილი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც რომეოსა და ჯულიეტას უკვდავი ვნება იყო. მისი გაგებით სიტყვა ”სიყვარული”, უანგარო ერთგულებასთან იგივდება ოჯახისადმი, მეგობრებისადმი და ყველა მასზე დაუცველისადმი. ქალწული მამაკაცი მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და გაწონასწორებული ნატურაა. ამიტომ სიყვარულის ის სახეობა, რომელიც მგზნებარე დაპირებებით, მხურვალე სცენებითა და ტკბილი, სენტიმენტალური ჩურჩულით გამოიხატება, მას ნაკლებად აღელვებს. პირიქით, ამან შესაძლოა დააფრთხოს კიდეც და გაქცევა აიძულოს. მაგარმ თუ თქვენი რომანი, ზომიერების ფარგლებში მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში ამ ყინულისა და ფოლადისაგან შექმნილი მამაკაცის გრძნობების გაღვიძებასაც შესძლებთ. არსებობს ქალწულის გულისკენ მიმავალი რამოდენიმე გზა, მაგრამ მათ რიცხვში არამც და არამც არ შედის, აგრესიული დევნა, კეკლუცობა და ფლირტი. სიყვარულში ქალწული მამაკაცი უპირველეს ყოვლისა ხარისხს დაეძებს და არა რაოდენობას. მაგრამ რაკიღა მაღალხარისხოვანი ქალები იშვიათობას წარმოადგენენ, მის ცხოვრებაში ძალზე ცოტა რომანია, რომელთა უმრავლესობაც ხშირ შემთხვევაში ტრაგიკულად მთავრდება. ასეთ შემთხვევაში, ქალწულის ჩვეულებრივი რეაქცია განმარტოება, სამუშაოში ჩაფლობა და შემდგომში მეტი სიფრთხილის გამოჩენაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი საკმაოდ დახვეწილი მაცდუნებელია. თუმცა ყოველთვის ბოლომდე ვერც აცნობიერებს თუ რას სჩადის. მართალია მისი გონებამახვილობა, რაციონალიზმი და დახვეწილი მანერები, ბევრ ქალს ხიბლავს, მაგრამ კრიტიკულ ანალიზში დახელოვნებული ქალწული იშვიათად ერთობა საიმისოდ, რომ პლატონური ურთიერთობები უფრო მიწიერში გადაიზარდოს. იგი გულისწორის ძიებაში არანაკლებ დროს ხარჯავს, ვიდრე საკვების, სამოსის ან სამუშაოს შერჩევასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. ვინაიდან ყველაფერს დიდი სერიოზულობით ეკიდება, მისი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი მაინც გამჭოლ გხედავთ და არავითარ ილუზიას არ აჰყვება. ქალწული თანასწორუფლებიან და პატიოსან კავშირს ესწრაფვის, კარგად ესმის რომ მისი პრეტენზიების მქონე კაცისთვის, სიყვარულის ღირსეული ობიექტის პოვნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ დათმობაზე მაინც არ მიდის. თუკი თავის ჭეშმარიტ რჩეულად ჩაგთვალათ, ქალწული ქმრის სიყვარული ზომიერი, თანაბარი ალით ენთება, სხვა ზოდიაქოებისთვის დამახასიათებელი აფეთქებების გარეშე. მაგრამ მისი სითბო, ყოველგვარი ცხოვრებისეული ქარტეხილებისაგან დაგიფარავთ.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამკაცები, მეუღლეებს როგორც წესი სხვა ქალებთან არშიყით იშვიათად აეჭვიანებენ და ცდილობენ საყვარელ ადამიანს ყოველგვარი, ემოციური თუ მატერიალური სიძნელე აარიდონ თავიდან.
წვრილმანებისადმი უსაზღვროდ ყურადღებიან და კარგი მეხსიერებით დაჯილდოებულ ქალწულს, ცოლისთვის მნიშვნელოვანი ყველა თარიღი ახსოვს, თუმცა შესაძლოა მთლად კარგად არც ესმოდეს, თუ რატომაა ისინი თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი. თავის მხრივ, მეუღლემაც უნდა ისწავლოს მისი ჩვევების პატივისცემა და მიუხედავად იმისა, ყოველთვის მოსწონს თუ არა ქმრის საქციელი, შენიშვნების მიცემისაგან თავი შეიკავოს. თუ ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ქალწული მამაკაცის ცოლობა არ გადაგიფიქრებიათ ჭკვიანი, ინტელიგენტური, მაგრამ რამდენადმე ცივი მეუღლე გეყოლებათ. იგი სასიამოვნო და საიმედო მეგობარი იქნება, თუ ტაქტი გეყოფათ და მის ნაკლოვანებებზე ყურადღებას არ გაამახვილებთ. დიდი ამბავი თუ სამსახურიდან მოსულმა, ავეჯს თითი გადაუსვა, მტვრიანია თუ არაო.
მართალია თქვენი ქმარი, ეჭვიანობის ველურ სცენებს არასოდეს მოგიწყობთ, მაგრამ გახსოვდეთ იგი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ბუნებით ყველაზე დიდი მესაკუთრეა. ამიტომ ეცადეთ სახლიდან ძალიან მოშორებით არ ისეირნოთ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს, უკან დაბრუნებულს შესაძლოა შინ არავინ დაგხვდეთ.
ბუნებით ლოიალურ ქალწულ მამაკაცს, ოჯახის დანგრევაზე ფიქრიც კი უჭირს, მაგრამ თუ ძალიან შორს შეტოპეთ, ბევრს არ იფიქრებს და გაგეყრებათ. თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, არანაირი ცრემლები, ხვეწნა- მუდარა და მობოდიშება აღარ გაჭრის. ქალწულ მამაკაცებს მამობისადმი დიდი მიდრეკილება არა აქვთ. თავიანთი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად, მათ ბავშვები სულაც არ ესაჭიროებათ. ამიტომ ჩვეულებისამებრ მათ, ძალზე მცირერიცხოვანი ოჯახები ჰყავთ. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქალწული თავის შვილს, ყურადღებას და სიყვარულს მოაკლებს.
იგი დიდი პასუხისმგებლობის მქონე მშობელია. სიამოვნებით ასწავლის ბავშვს, წაიყვანს სასეირნოდ, წაუკითხავს წიგნებს, დაეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის, მაინც შვილების ინტელექტუალური განვითარების დონეა. თვით გაყრის შემთხვევაშიც კი, ქალწული მამა სამაგალითო მშობლად რჩება. იგი ბავშვებს ზედმეტად არასოდეს ანებივრებს, ამიტომ მისი შვილები წესრიგის მოყვარულები იზრდებიან. მართალია ხანდახან ქალწული, თავისი ნაშიერის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი, ცივი და კრიტიკულიც შეიძლება იყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში, მისგან ურიგო მშობელი როდი დგება.
ქალწული ქალი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ბუნებით მორცხვები არიან და სუსტი სქესის წარმომადგენელთა იმ ”ძლიერ” კატეგორიას არ განეკუთვნებიან, ვინც ხმამაღლა გაჰყვირის კრებებზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს მანქანას ან საეჭვო ორგიებში იღებს მონაწილეობს. მაგრამ ქალწული, მაინც ჭეშმარიტი ქალია და საკუთარი ბედნიერებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. თუ ამ გზაზე დაბრკოლებას წააწყდა, ტირილსა და გულყრას არ მოჰყვება. დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეეცდება პრობლემების გადალახვას. საკმარისია გადაწყვიტოს ეს არის ნამდვილი სიყვარულიო, რომ მნიშვნელობა არა აქვს გათხოვილია თუ არა, ამ სიყვარულს თვალისჩინივით გაუფრთხილდება. ქალწული ქალი, რომელიც თავის ქორწინებას არასრულყოფილად თვლის, დაუყოვნებლივ გაეყრება ქმარს. ამასთან ისევე გადაჭრით იმოქმედებს, როგორც ქირურგი ოპერაციის დროს. ოჯახის დანგრევა მისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სიყვარულში თვალთმაქცობა - კიდევ უფრო მეტი ტანჯვა. ქალწული ქალი ესწრაფვის ყოველივე იდეალურს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თავადაც იდეალურია. მას ზოგიერთი ისეთი თვისებაც კი გააჩნია, რომელიც დროდადრო ძალიან გაგაღიზიანებთ. მაგალითად: ქალწული ქალები დარწმუნებულნი არიან, რომ ამა თუ იმ სამუშაოს მათზე უკეთ და ხარისხიანად ვერვინ გაართმევს თავს და რაც ყველაზე უსიამოვნოა, ეს მართლაც ასეა. თუ გაანაწყენეთ, უკმაყოფილებას ჭურჭლის მსხვრევით ან დებოშით ნაკლებად გამოხატავს, რაიმეს მწარედ გეტყვით ან უბრალოდ გამოგლანძღავთ. ხანდახან მათ შორის ნამდვილ მეგერასაც შეხვდებით, მაგრამ ეს ძალზე იშვიათია. ნუ შეეცდებით მის გაკრიტიკებას, იგი შეცდომას სახალხოდ არასოდეს აღიარებს. თუ ამით თქვენი მამაკაცური თავმოყვარეობა არ შეილახება, შეგიძლიათ ქალწულ ქალს ფინანსურ საკითხებშიც ჰკითხოთ რჩევა, მასზე უკეთეს მრჩეველს ამ სფეროში ძნელად თუ იპოვით. თამამად ანდეთ ასევე ოჯახის ბიუჯეტიც, სულელურად არასოდეს გაფლანგავს.
როცა ქალწულს ეტრფით, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ საქციელს და საუბრის მანერას, იგი ჟარგონს არავითარ შემთხვევაში არ მოგითმენთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ლოთობასა და ლანძღვაზე. ქალწული ქალი დოღზე ან კაზინოში არ მიიპატიჟოთ, მისი თანდასწრებით მთელი თქვენი დანაზოგის, ერთბაშად განიავება გამართლებული არ იქნება. აჯობებს თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მანდილოსანს, თეატრში ან ლამაზ შოუზე მიიწვევთ. აქ მას თავისი შეკავებული ემოციურობის გამომჟღავნების საშუალება მიეცემა. ქალწული ქალები ბუნებით ძალზე ერთგულები არიან და თუ შემთხვევით მისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ გსმენიათ რამე, ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ან გარშემო მყოფთათვის რაიმეს დამტკიცების მიზნით ჩადენილი საქციელი იქნებოდა და სხვა არაფერი. მაგრამ თუ ამ ქალმა, გარყვნილების გზაზე შედგომა სერიოზულად გადაწყვიტა, ამას ისე მოხერხებულად გააკეთებს გარეშე თვალი ვერასდროს, ვერაფერს შეამჩნევს. თუმცაღა თავისი ნატურიდან გამომდინარე, ქალწულებს უზნეო საქციელი ნაკლებად ახასიათებთ და თუ მართლა უყვარხართ, მის ერთგულებაში ეჭვი არ შეგეპაროთ.
ის ფაქტი, რომ წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ქალწულ ქალს ხელს სულაც არ უშლის, პარალელურად კეთილი, უანგარო და უჩვეულოდ მზრუნველი იყოს. ამასთან ერთად იგი საოცრად შორსმჭვრეტელი ნატურაა და მის მოტყუებას ამაოდ ეცდებით. მიუხედავად ბუნებრივი მორიდებისა და მორცხვობისა, ქალწულს უდიდესი სასიცოცხლო პოტენციალი და სიბრძნე გააჩნია. იგი დისკოა რომლის გარშემოც, ოჯახის დანარჩენი წევრები ბრუნავენ. ხოლო მისი ნიჭი, ძნელბედობის ჟამს ახლობლების გვერდში დგომისა და თავის გატანისა, ჭეშმარიტად აღფრთოვანების ღირსია. ქალწულის სახლი ყოველთვის სიმყუდროვეს და სისიუფთავეს ასხივებს. ჩვეულებისამებრ ისინი კარგი მზარაულები არიან, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალთა ის კატეგორიაც კი, რომელთაც კერძების კეთება ნაკლებად ეხერხებათ ან ეხალისებათ, შინაურებს უვარგისი საჭმელით არასოდეს მოწამლავენ.
ქალწული დედის შვილები ეზოში დახეული, მოუწესრიგებელი სამოსით ან დაუვარცხნელ - დაუბანელები არასოდეს დარბიან. იგი არასაოდეს მისცემს ბავშვებს მეუღლის ნივთებით თამაშის უფლებას. როგორც დედა მკაცრია, მაგრამ მზრუნველი ხასიათის და იუმორის გრძნობის გამო, ბავშვები მას მაინც აღმერთებენ. ქალწული ცოლი ნებისმიერი მამაკაცისთვის, მართლაც რომ შენაძენია. იგი დაგეხმარებათ შავი ფიქრებიდან თავის დაღწევაში, არასოდეს იხმარს თქვენს საპარსს ან კბილის ჯაგრისს წამწამების შესაღებად. მოგივლით ავადმყოფობისას და თქვენს ფულს ქარს არასოდეს გაატანს. იქნება თქვენი პროფესიული კარიერის მხარდამჭერი და შესანიშნავი საქმიანი კომპანიონი. ხანდაზმულ ასაკამდე შეინარჩუნებს სულისა და სხეულის სიმრთელეს, გარეგნულ მომხიბვლელობას, შარმს და თუკი ცხოვრების მეგზურად ქალწული აირჩიეთ, თქვენ ჭეშმარიტად შეგეძლებათ იამაყოთ საკუთარი მეორე ნახევრით.
--------------------
City Design LTD 34, S.Chikovani, st.,Tbilisi, 0186, Georgia Tel: (+995 32) 306 111
e-mail: info@citydesign.ge www.citydesign.ge skype ID: citydesign.info http://facebook.com/CityDesignLTD
|