მეც დავწერ აბა )))
ქალწული ვირთხა.
ნუ რასაკვირველია ჭკვიანი ვარ, დაჟე ოჩენ

დედას ვფიცავარ. არ არსებობს რამე რომ უცებ ვერ ავითვისო ან ვერ გავერკვე, ერთადერთი სისუსტე ამ მხრივ უცხო ენებია.
კიდევ ბავშვობიდან კითხვა მიყვარდა და საკმაოდ გავნათლდი, ახლა მოვუკელი ცოტა. რატომ?
იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი ადამიანი ვარ. ცხოვრებაც კი მეზარება + ყველაფერი და ყველა ადვილად მბეზრდება და 25 წლის ასაკში საოცრად მოხუცად ვგრძნობ თავს.
ერთადერთი ,,ჰობი" რაც მსიამოვნებს ადამიანებზე დაკვირვება და მათი ,,სწავლაა".
მარტოობა რა ვიცი, ფაქტობრივად მარტო ვაარ, მაგრამ საოცრად დამთრგუნველია.
ძალიან კრიტიკული და თვითკრიტიკული ვარ. შესაბამისად ნებისმიერ შენიშვნაზე ,,აღვშფოთდები" ხოლმე. ,,როგორ? მე ხომ ეს ვიცი, ამას ვინ ეკითხება!!!"
და ძალიან მიყვარს სხვების კრიტიკა
კამათი ჩემი სტიქიაა, ხშირად მაგარი მკიდია ის საკითხიც რაზეც ვკამათობ, მაგრამ შეიძლება ოპონენტის სიტყვამ, აზრმა, ტონმა ,,აღმაშფოთოს" და იწყება ჩვეული დემაგოგია, სხვათაშორის კარგად გამომდის ))) ნუ ეს თვისება ჩემს პროფესიაშიც მეხმარება, იურისტი ვარ.
ვერ ვიტან და მაღიზიანებს ტყუილი და როცა რაიმეს მაბრალებენ. ამ დროს ვპათოლოგდები ხოლმე.
ვარ საშინლად უჟმური და ჩემთან ურთიერთობა აუტანელია.
გრძნობებს ფაქტობრივად ვერასდროს გამოვხატავ და ყოველთვის ჩემშია.
მეზიზღება უყურადღებობა.
ვერ ვიტან ხმაურს და ბევრ ხალხს.
მაქვს კარგი იუმორის გრძნობა
ცხოველები რავი, მგონი არ მიყვარს. არც ის პროცესი მიყვარს, ვინმეს რამეს რომ ვასწავლი და არ ესმის მაშინვე, მან ეს არ იცის ჩემთვის კიდევ მარტივია და ,,ვიგრუზები" და ,,მიკვირს" რომ არ ესმის.
ბავშვები და მოხუცები მიყვარს ძალიან. ვთვლი რომ საკმაოდ კეთილი ვარ.
არ ვარ მონდომებული, არასდროს და თუ გრძელვადიანი რამე მაქვს გასაკეთებელი შუა გზაზე რჩება მიგდებული.
თუ რამის გაკეთება მინდა, ყოველთვის ერთი ამოხეთქვით ვაკეთებ ხოლმე როცა ,,მუზა" მომივა.
ყოველთვის ვიცი რაა ჩემთვის უკეთესი და ყოველთვის ვაკეთებ იმას რაც მინდა და არა რაც უკეთესია ...
კიდევ ცაცია ვარ, რა ვიცი
მიდრეკილი ვიყავი დეპრესიისკენ, ახლა ვისწავლე საკუთარი თავის ფლობა, ზოგადად ძალიან ადვილად შემიძლია სიტუაციისთვის ალღოს აღება და ადაპტირება. საკმაოდ პროგრესირებადი ვარ. ასე მაგალითად 2 წლის წინ რომ გოგოს ეთქვა შე Y--ეოო ვცემდი, ახლა მადლობას ვეტყვი

რა ცუდი მაგალითი მოვიყვანე.
სითბო მიყვარს ძალიან, მზისაც და ისეც. და როცა ვინმეზე ვზრუნავ.
წუწუნს ვერ ვიტან, არც გამაგონოთ.
მოურიდებლად შემიძლია პირში იმის თქმა რასაც ვფიქრობ და ხშირად ამის გამო ხეპრის, უზრდელის და თავხედის ტიტულიც ამირტყამს, მაგრამ რავი, უწი-პუწიებს ეგრე მირჩევნია.
არავის, არასდროს, არაფერს ვახვევ თავზე, მით უმეტეს გრზნობებს და ურთიერთობებს, უნდათ? უნდათ. არა? ამ ჩემს ფეხებს.
ჰოდა ახლა მეძინება.
ვჯდები ქალწულების პარამეტრებში?
01.09.1984 male.
დიდმკერდიანები ნუ გამომეხმაურებიან.
P.ს. არ ,,მევასება" მორიელები და კირჩხიბები
This post has been edited by kaatinga on 25 Dec 2009, 03:10