ახალგაზრდობაში უფრო ყურადღებით ირჩევენ პროფესიას, აცნობიერებენ თუ რამდენად სერიოზულია ცხოვრება, უნდათ სწავლა და მუშაობა საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე. დეტალებისა და სრულყოფის სიყვარული, მწვავე ანალიზი, რომელიც ზოგჯერ ხარბ პედანტურობაში გადადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ყოველივე ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ.

ქალწულები უმწიკვლონი არიან, მიუხედავად არჩეული პროფესიისა, შესაძლოა მათ ამჯობინონ მარტო მუშაობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კოლექტივიზმის უნარს. ისინი კორექტულები არიან უფროსებთან, მკაცრნი ქვეშევრდომებთან. ზოგჯერ იჩენენ მფარველობას, შემწყნარებლობას. თვლიან რომ უხერხულია დაწინაურების თხოვნა. მათ ზოგჯერ დიდხანს არ უნაზღაურებენ ხელფასს ბოლომდე. მათი შრომის ანაზღაურება ხდება წახალისების ნიშნებით - მედლებით, პატენტებით. ისინი ყურადღებიანი, ფულის საკითხებში ფრთხილი არიან და შეუძლიათ მცირე სახსრებით ცხოვრება, ნელ-ნელა ზოგავენ ხვალინდელი `სიამოვნებისთვის~, ზრუნავენ შავ დღეზე. იშვიათად რისკულობენ აზარტულ თამაშებში, არ აქვთ გამართლების იმედი.

ქალწულებიდან გამოდიან კარგი ექიმები, ფარმაცევტები, ვეტერინარები, გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები, მეანები, მასაჟისტები, ექიმბაშები, დიეტური ექიმები, ლინგვისტები, აგრეთვე მესაათენი, ოპტიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, დიზაინერები, ფერმერები, მრეცხავები, მწმენდავები, მაღაზიების მეპატრონეები, მდივნები, სატელეფონო ოპერატორები, სამოქალაქო მსახურები, საფეიქრო საქმისა და ცხენების მოვლის სპეციალისტები. ქალწულები ითვლებიან საზოგადოების "მუშა ფუტკრებად". მათ უყვართ თავიანთი სამუშაო თვითგანწირვამდე, ეს არის მათი ცხოვრების ღერძი.