ალბათ, ზოგადი დახასიათება არ წაგიკითხავს, ქალწულის ნიშანი, ყველაზე მეტ ბერბიჭას და შინაბერას წარმოშობს

, არც მე მომეწონს მარა ასე ყოფილა

მარტოსულობის განცდა კიდე ბედნიერ ქალწულსაც ახასიათებსო
limpompoიქნება ახლა გაითვალისწინო?
ქალწული მამაკაცი- გაგრძელება
თუ ქალწული მამაკაცი შეგიყვარდათ, დაუფიქრებლად ნურაფერს ეტყვით, გონებაჩლუნგი და უმეცარი ადამიანი ქალწულს სიბინძურესა და ვულგარულობაზე ნაკლებად კი არ ძულს, ქალწულის მეგობარ ქალს ვურჩევდი გემოვნებასთან და მოხდენილ ვარცხნილობასთან ერთად ჭკუაც იქონიოს. ცხადია, ძვირფასი რესტორნის მზარეულს კულინარიულ ხელოვნებაში ვერ გაეჯიბრებით, მაგრამ ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ ქალწული უფლებას მოგცემთ კონსერვებით კვებოთ. ხარბი, გონებაჩლუნგი, ზარმაცი ქალი, ქალწულ მამაკაცთან წარმატებას ვერ მიაღწევს, გინდაც სექს-სიმბოლოთა კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, ქალწული პირველ რიგში მეგობარს ეძებს და არა საყვარელს.
ქალწულ მამაკაცებს, მამობისადმი დიდი მიდრეკილება არ გააჩნიათ. თავიანთი ვაჟკაცობის დასამტკიცებლად მათ ბავშვები არ ესაჭიროებათ, ამიტომ ხშირად მცირერიცხოვანი ოჯახი ჰყავთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალწული ბავშვებს ყურადრებას და სიყვარულს მოაკლებს, იგი დიდი პასუხისმგებლობის მქონე მშობელია. სიამოვნებით წაუკითხავს და ასწავლის ბავშვს, დაეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში, წაიყვანს სასეირნოდ, მაგრამ ძირითად ყურადრებას ინტერექტუალურ განვითარებას დაუთმობს. თვით გაყრის შემთხვევაში ქალწული-მამა ბავშვისადმი ინტერესს არ დაკარგავს, იგი ბავშვებს ანებივრებს, ამიტომ მისი შვილები წესრიგის მოყვარულები იზრდებიან.
ქალწული შეიძლება ბავშვებისადმი ცივ დამოკიდებულებაში დაადანაშაულოთ, რომელიც დროთა განმავლობაში გაუგებრობის საფუძველი გახდება. ზოგჯერ ქალწული მამები ზედმეტად კრიტიკულები არიან და თავიანთ შვილებს იმაზე მეტს თხოვენ ვიდრე მათ შეუძლიათ.
ქალწულ-ქმარს სიამოვნებს როცა მის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, თვითონაც ამითვე გადაგიხდით, ხანდახან ძლაინ ცუდ ხასიათზე დგება, ასეთ წუთებში საშუალება მიეცით თავისთვის იბურტყუნოს

მერე ყვითონ მოვა თქვენთან და თავისი სინაზით გაგაკვირვებთ, საშუალება მიეცით იზრუნოს თქვენზე, ეს მის ხასიათს არ ეწინააღმდეგება და სიამოვნებას ანიჭებს.
თუ ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ ქალწულის ცოლობა არ გადაგიფიქრებიათ, ჭკვიანი, ინტელექტუალური, მაგრამ რამდენადმე ცივი მეუღლე გეყოლებათ, იგი საიმედო და სასიამოვნო მეგობარი იქნება, თუ ტაქტი გეყოფათ და მის ნაკლოვანებებზე ყურადრებას არ გაამახვილებთ. ხოლო თუ სიმართლე გინდათ, მისი ნაკლოვანებები სახსენებელიც კი არ არის, დიდი ამბავი თუ სამსახურიდან მოსულმა ავეჯს თითი გადაუსვა, მტვერიანია თუ არაო
ისწავლეთ მისი ჩვევების პატივისცემა, მიუხედავად იმისა მოგწონთ თუ არა. ნუ მისცემთ შენიშვნებს, ნუ იქნებით აბეზარი, მისი კრიტიკა სიცილ-ხუმრობაში მიიღეთ და არავითარი პრობლემა არ გექნებათ. ქალწული -ქმარი ანგელოზი როდია, მაგრამ თქვენს ბედს ბევრი ქალი ინატრებს.
ბოლოს და ბოლოს, ბევრია ამ ქვეყნად ისეთი ქმარი, რომელიც დილიდან დაღამებამდე შრომობს, მოწესრიგებული, ძლიერი და სასიამოვნო გარეგნობისაა, ყოველთვის ახსოვს თქვენი შეხვედრის წლისთავი, გამუდმებით აქვს ფული, იშვიათად დადის მამაკაცთა თავშეყრის ადგილებში და თითქმის არასდროს არ ჰყავს საყვარელი? მიიხედ-მოიხედეთ. ვფიქრობ სრული უფლება გაქვთ, მოკვდავთა შორის უბედნიერეს ადამიანად ჩათვალოთ.

ჰე გაიბღინძეთ ახლა

...
This post has been edited by Legally blonde on 10 Mar 2010, 11:09