გუშინ მოდის ასაკოვანი ქალი ჩემთან, თითქმის ზუსტად მაროს ტიპაჟი, ყველა მხრივ (კ/ფ "გარიგება") და მეკითხება:
- შვილოოო, აქ სადაა კავკასიის ოფისი?
- არ ვიცი ნამდვილად... - ვუპასუხე
- იციი, მიხეილ ცაგარელს ვეძებ და არ ვიცი სად ვნახო, ტელეფონი კი მაქვს მისი, მაგრამ ვერ ვუკავშირდები
- როგორც ვიცი, თბილისი სახ. სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულოობს და სავარაუდოდ იქ მოგაწვდიან მის ზუსტ კოორდინატებს ქალბატონო
- ხო, ძალიან კარგი, ისე ძალიან ძვირს აფასებს როგორც გავიგე....
- ალბათ,თქვენ დაინტერესებული ხართ ხომ ასტროლოგიით?
- კი, ძალიან მაინტერესებს! რა ზოდიაქოს ნიშანზე ხარ დაბადებული შვილო?
- მერწყულის, თქვენ?
- ტყუპების! უბედურის ერთი ვარ! ძალიან ხელგაუმართავია და ძალიან ცუდ დღეში ვარ! აღარ ვიცი რა ვქნა!
- არაერთი ტყუპისგან მსმენია იგივე (რა პირდაპირობაა ჩემი მხრიდან იკაიფეთ

) მეც ძალიან მაინტერესებს ასტროლოგია! არც თუ ცოტა რამ ვიცი....
- უი, ძალიან კარგია შვილო, ისწავლე გამოგადგება აუცილებლად იცი!
- დიახ, ძალიან საინტერესოა
ამასობაში დაიძრა, და გზას გაუყვა;
- კარგად იყავი შვილო, ბედნიერად!
-წარმატებებს გისურვებთ!
მისი უბედურების რა გითხრათ, მაგრამ მე დადებითი ენერგიის ავივსე მასთან ურთიერთობით...ალბათ იმანაც მომხიბლა რომ ამ ქვეყანაში ქუჩაში გადავაწყდი ადამიანს, ვინც ასტროლოგიით იყო დაინტერესებული და უპრობლემოდ გამოველაპარაკე....