ეჭვი არ შეგეპაროს

))))
ისე სერიოზულად ამ ცანცარის და ხალისის ქვეშ ვერ ამჩნევენ ტყუპების ინტელექტს? რავიცი ჩემ გარშემო ამჩნევენ და ძალიან მოხარულიც ვარ: )) აქ რა დაემართათ ვერ ვხვდები.
ეხლა არ ჩამომათვლევინოთ ტყუპების ღირსებები ვისაც ეჭვი გეპარებათ რა
* * *
მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.
მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი“ ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი(ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან, ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.
მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი უჩვეულოდ მრავალმხრივნი არიან, მაგრამ ყურადღება ერთ რაიმეზე კონცენტრირებას უნდა მიაჩვიონ და თავიანთი ძალების ფლანგვას მოეშვან, მერკური მარჩბივის ტვინში დებს ცნობისმოყვარეობის მოდელს, რაც აიძულებს მათ ყველაფერი აანაზღაურონ, დაშალონ, კვლავ შეაერთონ, შემდეგ კი სხვა ამოცანაზე გადაინაცვლონ.
დასტურ, არც ერთი ნიშანი არ ანიჭებს ამოდენა მნიშვნელობას სიჭაბუკის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ტყუპების მთელ მომდევნო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გონებამახვილნი და საზრიანნი გარემოებათა გავლენას ემორჩილებიან. ახალგაზრდობაში ეთიკის დამცველები არიან. თუ ბავშობიდან მათში სწორი მორალური ცნებებია ჩადებული, ისინი განავითარებენ და განამტკიცებენ, შედეგიანობის და კმაყოფიელბის ფილოსოფიად აქცევენ მათ. მაგრამ თუ სიყმაწვილეში სწორი მორალური პრინციპები არ ჩაენერგათ, ისინი პრიობითობის წინააღმდეგ აჯანყდებიან: დაუნანებლად გაწყვეტენ ოჯახურ კავშირებს, უარყოფენ საზოგდოებას და ხელისუფლებას.
მარჩბივის ნიშანთაგან ზოგიერთი, გრძნობს რა თავის გონებრივ ძალას, თვითკმაყოფილი და ამპარტავანი ხდება, რაც ძირითადში, ინტელექტუალური მორცხვობით და გადაღლით მთავრდება.
დადებითი თვისებები, რომლითაც მერკურიმ დააჯილდოვა: მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, თავაზიანობა, ტაქტიანობა, დიპლომატია, ინტუიცია, გამჭრიახობა. მარჩბივის ვალია ეს საქებარი თვისებები სწორად გამოიყენოს, მაღალი მიზნების მისაღწევად. ტყუპების ბუნებაში არსებობს შინაგანი სიცივე, რაც გრძნობების სიმაღლე ჰგონიათ ტყუპებსაც და სხვა ხალხსაც, მაგრამ ისინი არც ისე ემოციურნი არიან, როგორც გვეჩვენება, რადგანაც განწყობის სწრაფი ცვლა, გრძნობათა მოჩვენებითი სიღრმეა. მარჩბივი კარგად ეგუება ცვალებადობას. დემოკრატიული შეხედულებები აქვს, უყვარს მოგზაურობა და უყვარს პროფესიები, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიცავს.
ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია. ესაა, აგრეთვე „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპი.
ტყუპები ყველაზე საუკეთესო თანამოსაუბრენი არიან. მათ ყველაფერი იციან რაც ქვეყნად ხდება, მაგრამ ზერელედ; თუმცა შეუძლიათ მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომა და თხრობის გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ. ტყუპებს ძალუძთ წარმატებას მიაღწიონ ნებისმიერ სფეროში, მაგრამ სინამდვილეში იშვიათად ითვისებენ რომელიმე მათგანს საფუძვლიანად.
შემოქმედების ყოველი სახეობა, დაკავშირებული კალამთან და ქაღალდთან , მათთვის უდიდესი სიამოვნების მომტანია. მუსიკა და ლიტერატურული მოღვაწეობა ამ თუ იმ დარგში_ეს არის ტყუპების კარიერისთვის საუკეთესო საშუალება. ლიტერატურულ საქმიანობაში ისინი გასაქანს აძლევენ თავიანთ წარმოსახვას. მათ შესწევთ უნარი ერთდროულად ორ პროექტზე იმუშაონ და ორივეს თანაბარი წარმატებით გაართვან თავი.
სხვა ნიშნის ხალხი უფრო იოლი გზით შეიძლება მოქმედებდეს, უფრო მოხდენილადაც, მაგრამ არვის ძალუძს უფრო წარმატებით მოქმედება. გამჭრიახი გონების წყალობით, მას შეუძლია საგნის ორივე მხარე დაინახოს, რაც დიდად უწყობს ხელს მის მისწრაფებებს. მარჩბივის შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ეს ნიშანი იძლევა შესანიშნავ მწერლებს, რედაქტორებს, პუბლიცისტებს, ტიპოგრაფებსა და ვაჭრებს. მერკური ასევე სწყალობს მასწავლებლებს, ბუღალტრებს და მთარგმნელებს. ამ ნიშანზე დაბადეული მამაკაცები შესანიშნავი ადვოკატები, ბანკირები, დიპლომატები და საზოგადოებრივი ორატორები ხდებიან. მარჩბივი ქალები კარგი დიასახლისები არიან, ცდილობენ მუდამ ერკვეოდნენ იმ თემებში, სტუმრებს რომ დააინტერესებს. სამზარეულოში მუდამ აქვთ თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც დროსაც აზოგვინებს და სტუმრებისთვის გემრიელი კერძების დამზადებაშიც ხელს შეუწყობს.