თუ სადმე მოწყენილ ტყუპებს გადავეყრები ძალიან გამიკვირდება

მათ ამის დრო უბრალოდ არა აქვთ.
ისინი არიან ყველგან -თავის სახლში და არსდ - სადაც თავის სახლს არ გრძნობენ

შეუზღუდავი ინტერესები, ადამიანები,განსხვავებული აუდიტორია, ყველა და ყველაფერი სადაც ახლის შემეცნება შეიძლება და სადაც შესაძლებლობაა საკუთარი შემეცნების ნაყოფი წარმოჩნდეს.დროის საუკეთესო შეგრძნების და განსაზღვრის უნარი,თვითნაბადი ნიჭიერება, ლოიალურობა,კომუნიკაბელობა, მაგრამ ბარიერის მუდმივი შენარჩუნება -მკაფიოდ გამოხატულ პიროვნულ მომხიბვლელობას ანიჭებს ამ ნიშანს. მამაკაცი ტყუპები - ქალთა რისხვა

, ქალი ტყუპები- ლიდერობა და ინიციატივა 

ტყუპები ვერ იტანენ კირკიტს და ჩაციებას,არ მოითმენენ და არაფრის გულისათვის არ შეზღუდავენ პირად თავისუფლებას. გამორჩეულად აფასებენ ინტელექტუალურობას, მაგრამ ეს ხელს არ უშლით "გადარბენაზე" იქონიონ პატარ-პატარა რომანჩიკები (მამაკაცებს ეხება), სრულიად პრიმიტიულ მდედრებთან,იმის ძიებაში, რაც მათს თავისუფლებას არ შეზღუდავს და მათი სოციალურად კარგად მყოფობის გარანტად წარმოსდგება

როგორც ბავშვები -ენთებიან ყოველი სიახლის შემეცნებით და ამოცნობით. ესაა მათი აზარტი. ამოცნობის შემდეგ ინტერესი ნელდება და მერყეობს 0-დან+5სტაბილურ ტემპერატურამდე,თუ ამას ურთიერთობა (ანუ პარტნიორი) გაუძლებს (მამაკაცებს ეხება), თუ არა და ტყუპები დიდად არ გაიცხელებენ ტვინს

, მათი პრიორიტეტია შეუზღუდავი თავისუფლება, რაც იმდენ პერსპექტივას გადახსნის მათს წინაშე, რამდენსაც გასწვდება ტყუპების პირადი სურვილი და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენს მათ ტავად შესთავზებს ცხოვრება.
ერთადერთი ნიშანი,რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველაფერი დაიკიდოს

ისე, რომ თავად დაკიდებაც კი დაიკიდოს

ერთადერთი ნიშანი, ვისაც მორიელიც კი ვერ ერევა თავისი გამიზნული და უგონივრულესად მოსაზრებული შურისძიებით

ტყუპებს ვერ მოიხელთებთ, ამაოდ დაშვრებით. ვერაფერს გააკეთებთ მისთვის იმაზე მეტს, ვიდრე უკვე მიიღო თქვენგან რაც სურდა
 This post has been edited by annavita on 11 Feb 2010, 17:16
 This post has been edited by annavita on 11 Feb 2010, 17:16  თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო