Marikuna.
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2637
წევრი No.: 51260
რეგისტრ.: 12-January 08
|
#17835800 · 6 Feb 2010, 19:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვენერა � კუროს მფარველი პლანეტა ამ ნიშანზე სრულიად სხვაგვარ გავლენას ახდენს, ვიდრე სასწორზე. კუროსთან მიმართებაში, იგი ნაკლებად რთული და პრეტენზიულია; არამიწიერს და ინტელექტუალურს ადვილად იშორებს და მიწაზე ეშვება. ტიპური კურო � თბილი, მეგობრული ნიშანია; ალერსიანი და ვნებიანი ადამიანია, თუმცა მან შეიძლება ეს არც კი გამოავლინოს. ხარი ამ ნიშნის ზუსტი სიმბოლოა. მიზნის მისაღწევად ის ძალისმიერ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. მათ ხშირად �მიწის მარილს� უწოდებენ, ვინაიდან მასში სიტკბოს ნატამალიც არ არის. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და ამისთვის დაუღალავად იღვწიან.
მამაკაცი კუროები ხშირად მშვიდები, კეთილშობილები და რბილი ხასიათის მქონენი არიან. მაგრამ ეს მათი ტემპერამენტის ნაკლებობაზე არ მიუთითებს და არავინ არ უნდა გააღიზიანოს ისინი წითელი ნაჭრით. მათი გაბრაზება ძნელია, კიდევ უფრო რთულია მათი შინაგანი ანტაგონიზმის გამოვლენა. მაგრამ თუკი ისინი წყობიდან გამოვიდნენ, არავის და არაფერს არ დაინდობენ � დაამსხვრევენ ყველაფერს, რაც თვალში მოხვდებათ.
კუროების უმეტესობა ხელოვნების და მუსიკის ცდუნებას ვერ უძლებენ, მაგრამ მათ კიდევ უფრო ატყვევებს ადამიანის სხეულის სილამაზე. კუროები, როგორც წესი, ვნებიანი საყვარლები არიან. ასტროლოგები ხშირად ამტკიცებენ, რომ კუროს საპირისპირო ნიშანი � ღრიანკალია გაუმაძღარი პარტნიორი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სქესობრივი აქტის დროს, კუროს ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს. მთავარი განსხვავება ამ ორ ნიშნანს შორის ისაა, რომ ღრიანკალის ინტელექტმა შეიძლება მას სქესობრივი ლტოლვა დაავიწყოს და მისი ენერგია სხვა საქმიანობისკენ მიმართოს. სამაგიეროდ, კუროს იმდენად მოზღვავებული ენერგია აქვს, რომ სქესობრივი აქტი მათთვის დამშვიდების ერთ-ერთი საშუალებაა.
კურო ჰოროსკოპის მე-2 სახლს მართავს, რომელსაც ხშირად ფულის სახლს უწოდებენ. ისინი მეტისმეტად მატერიალური არიან; კავდებიან იმ საქმიანობით, რომელსაც ფინანსური მოგება მოაქვს, მაგრამ ისინი არ გვანან ძალაუფლების მოყვარულ თხის რქებს. კუროები აწმყოთი ცხოვრობენ.
ისინი კომფორტის მონები არიან. კუროების სახლები სავსეა თანამედროვე ტექნიკით, რომელიც მათ და მათი საყვარელი ადამიანების ცხოვრებას ამსუბუქებს. კუროებმა ყველაფრის ფასი იციან, მაგრამ სანამ რამეს იყიდდნენ, ამ ნივთით ტკბობის კოეფიციენტს აანალიზებენ.
ვენერას � კუროს პლანეტას ხშირად ნაკლებად იღბლიანს უწოდებენ, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იუპიტერთან მიმართებას გულისხმობენ. მაგრამ არც ვენერაა კუროსთვის ცუდი. მას ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ვენერას წყალობით, კურო მიმზიდველია მეგობრებისა და საყვარლებისთვის. იგი კუროს მსუბუქი ხიბლით აჯილდოვებს, რომელსაც მის ზღურბლთან მთელი სამყაროს მოზიდვა შეუძლია.
კურო ყოველთვის არ ბრწყინავს ინტელექტით, მაგრამ ვენერას გავლენით, მას თვითკმაყოფილების, სიზარმაცის ტენდენცია გამოუმუშავდება. ისინი ხშირად იმეორებენ: �მართლა რომ მდომებოდა, გავაკეთებდი. რატომ უნდა ვეცადო?� და ეს სულაც არ არის ტრაბახი, რადგან კუროს მართლაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება, რასაც მოინდომებს, მაგრამ ეს ხშირად მათი შესაძლებლობებით ტკბობაში უფრო ვლინდება, ვიდრე რაიმე ახალი საქმის წამოწყებით მოგვრილ სიხარულში. ეს თვისება ასევე აისახება მისი გრძნობების ხმამაღლა გამოხატვის შეუძლებლობაში. კუროები თავიანთ სატრფოებს და მეუღლეებს იშვიათად უკეთებენ კომპლიმენტებს. მათი უმრავლესობა ამგვარ პოეტურ გამოსვლებს ძვირფას საჩუქრებს არჩევენ. მართალია, მათი საყვარელი ადამიანები ამისთვის მადლიერი არიან, მაგრამ კუროები უნდა შეეცადონ, რომ თავიანთი გრძნობები უფრო აშკარად გამოამჟღავნონ.
კურო დიდი ცხოვრებისეული ძალის მქონეა, მაგრამ იშვიათად იხარჯება პრაქტიკულ საქმიანობებზე. მას, როგორც �მიწის მარილს�, თავისი დახარჯული ენერგიის ფულადი კომპენსაცია სურს. საერთოდ, დადებითი მიზნის მისაღწევად მიმართული ყოველი მათი ძალისხმევა რაიმე ჯილდოთი უნდა ანაზღაურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გულგატეხილი არიან და საქმის მიმართ ინტერესს კარგავენ. კუროს მიერ დაწყებულ საქმეს ვერაფერი შეუშლის ხელს. შეუპოვრობა � მათი სერიოზული ნაკლია, რომელიც კუროს კარიერას საფრთხეს უქმნის.
კუროებს სხვა ადამიანების გაგება უჭირთ, მაგრამ, საერთო ჯამში, კურო დადებითი ნიშანია; მეგობრულია, თუმცა ზოგჯერ მოსაწყენიც კია თავისი თავშეკავებულობისა და მდუმარების გამო. კურო მართავს ყელს. ამიტომაც, კუროების უმრავლესობა უფრო იმღერებს ან სხვის სიმღერას მოუსმენს, ვიდრე ილაპარაკებს.
კუროს პიროვნება მყარ მიმდევრობით დონეზე ფუნქციონირებს, მაგრამ არავინ უნდა ეცადოს მის გზაზე გადადგომას, წინააღმდეგ შეთხვევაში, შედეგებზე პასუხს აღარ აგებს.
21 აპრილიდან 1 მაისამდე დაბადებულებს მერკურის გავლენით - გააჩნიათ დიდი გონებრივი შესაძლებლობები და მიდრეკილება კომერციული და სასოფლო-სამეუნრო საქმიანობისკენ. მელამქოლიურები არიან. 2 მაისიდან 11 მაისამდე დაბადებულნი მთვარის გავლენით - მეოცნებე, კეთილშობილი, გაუბედავები არიან, აქვთ მიდრეკილება პოლიტიკისა და ლიტერატურისადმი. 12-დან 20 მაისამდე დაბადებულები სატურნის გავლენით – ჩაკეტილები, პესიმისტები არიან, მათ ეშინიათ სიღარიბის და უყვართ მარტოობა.
ტემპერამენტი და ხასიათი
ვენერასა და მთვარის ორმაგი გავლენა კუროს მგრძნობიარესა და სენტიმენტალურს ხდის, მას უყვარს უბრალო, მაგრამ კარგად შეკერილი ტანისამოსი, არ უყვარს ყელსაბამი, უხეში საყელოები და ჰალსტუხები, უყვარს ნაზი სუნამოები. ტანსაცმელს დიდხანს ხმარობს, ერთსა და იმავე სტილს მიმართავს, თუ თვლის, რომ ის მას უხდება. ჩვეულებრივ, კუროები მშვიდობისმოყვარულნი და მომთმენნი არიან. აქვთ ჰარმონიის მოთხოვნა და ამის გამო ბევრ რამეს ურიგდებიან, მაგრამ საშინელებაა, როდესაც მათ მოთმინებას ბოლო ეღება. კუროებს არ უყვართ კამათი, განსაკუთრებით მაღალ ხმაზე და ვერ იტანენ დისჰარმონიულ ცხოვრებას. ენდობიან თავიანთ აღქმას, შინაგან რწმენას, რომელიც უფრო გრძნობებზეა დამყარებულ, ვიდრე მოსაზრებებზე. ფრთხილი დამკვირებელები არიან, არჩევენ კიდევ ერთხელ გაიხედონ წინ, ვიდრე გააკეთებენ დასკვნებს. მათ უნდა დასძლიონ აზრი, თითქოსდა მთელი სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავდეს, უნდა ისწავლონ ლოიალურობა. ისინი გულჩათხრობილნი არიან, როდესაც საკითხი მათ პირად საქმეებს ეხება, მაშინაც კი როდესაც კარგი მოსაუბრენი არიან. დიდსულოვანი, მაგრამ ამავე დროს ძუნწები და მესაკუთრეები არიან. უნდა ისწავლონ სწორი ბალანსის გაკეთება: `გაცემა-მიღება~. კუროებს საღი გონიერება და უბრალოება ახასიათებს, მათში გრძნობები უფრო მძაფრია, ვიდრე სხვა ნიშნის წარმომადგენლებში.
პროფესიები
ახალგაზრდობაში ბევრს ფიქრობენ პროფესიის არჩევაზე, სურთ იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად გამოუვათ და შეძლებენ ყველაფრის კარგად გაკეთებას, ბევრის გამომუშვებას. ეგუებიან გარკვეულ რუტინულობას, განმეორებადობას, რომელიც სტაბილურობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცავენ წესებს და უყვართ წარმატება, არცერთი ნიშანი არ ხარჯავს ამდენ ძალას უმნიშვნელო რამეებზე. ბიბლიური დროიდან კუროს ნიშანი ასოცირდება სიმდიდრესთან, ფულთან, რომელსაც კურო თავისკენ იზიდავს და რომლებიც უსხლტებათ უიღბლოებს. ჩვეულებრივ, კუროებს კარგი ხელი აქვთ. მწერალი კუროები მანქანას ხელს არჩევენ, ხოლო თუ ბეჭდავენ _ მხოლოდ თვითონ. კუროების საუკეთესო გამოყენება _ ყველაფერი რაც უზრუნველყოფს დაჯილდოვებას, გრძნობების დაკმაყოფილებას _ საფერმერო საქმიანობიდან ყვავილების მოშენებამდე, მეცხოველეობა, მზარეულობა, მცხობელობა, სარესტორნო საქმე (ცნობილი შეფ-მზარეულები უპირატესად კუროები არიან). კარგად ავლენენ თავს ყველაფერში, რაც შეეხება კომფორტს სახლში: არქიტექტურა, შიდა ინტერიერი, მშენებლობა. კარგად არიან განწყობილნი მოდისადმი, საფეიქრო საქმიანობისადმი და ზრუნავენ სილამაზეზე. აქვთ პოეზიის, მწერლობის, პედაგოგიკის (განსაკუთრებით ენების), ფერწერის, მუსიკის, ეკონომიკის, საბირჟო საქმიანობის ნიჭი. როგორც წესი აპოლიტიკურები არიან (მათი შეხება პოლიტიკასთან არ სცდება ეკონომიკას, სოციოლოგიას, ბიოლოგიას, ანთროპოლოგიას).
სიყვარული
ახალგაზრდობაში სიყვარულზე ოცნებობენ, პირველი საყვარლი გაჩენამსე დიდი ხნით ადრე უყვარდებათ `სიყვარული~. როდესაც ეს ხდება, მათ სჭირდებათ დრო რათა გამოერკვიონ, გაიხსნან რეალობისა და სხვა პიროვნები წინაშე სანამ მათი პიროვნება გახდება სიყვარულის ობიექტი. ვნება უფრო მოწიფულ ასაკშიც კი არ ჩნდება მოულოდნელად, ის ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იზრდება, მაგრამ თუ გრძნობები ალაპარაკდა, ამაზე მგრძნობიარე ნიშანი არ არსებობს, ის თავის არჩევანს არ ღალატობს. კუროებისთვის გრძნობები და სურვილები _ ერთი და იგივეა. კუროების გატაცება სრულია: ის ბოლომდე მიდის, მიუხედავად იმისა, ტკბილი იქნება თუ მწარე დასასრული. სიყვარულში კუროს ვერ შეაჩერებს ვერც კრიტიკა, ვერც უხერხულობა, ვერც დისკომფორტი, თუმცა სხვა მიმართებაში კურო პრაქტიკულია. კუროს მგრძნობელობა სექსუალურ აქტზე მაღლა დგას, ის ვლინდება ყველაფერში რაც საყვარელ ადამინას ეხება: ტასაცმელში, სახის ფერში, სუნში, ხმაში. კუროს სიყვარულში იმალება მზის ციალში უდაბური კუნძულის ინტიმურობა და მარტოობა, თბილი და ბნელი გამოქვაბულის მისტიკა. ის ძალიან შთამბეჭდავი და ნაზია, არ არის გართულებული და ხანგრძლივია. კუროსთვის ძალას ინარჩუნებს მარადიული ერთგულების ძველმოდური რომანტიკული დაპირება,მზად არიან რომეოსა და ჯულიეტას მსგავსად სიკვდილისთვის, თუ მათ სიყვარულს ხელს შეუშლიან, ამასთან ეს დამახასიათებელია, როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული კუროებისთვის, მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც. მათ სურთ დაეუფლონ თავიანთ მიჯნურს და ბოლომდე ეკუთვნოდნენ მას. თუ სინამდვილე არ შეესაბამება იდეალს, კურო ეჭვიანობის, მოწყენილობის ჯოჯოხეთში იტანჯება, მას არ სურს არანაირი შეგუება და გულის გადაყოლება, ზოგჯერ შეიძლება მოკვდეს გატეხილი გულის გამო.მათ შეუძლიათ სხვა უკიდურესობებშიც ჩავარდნა _ `დონ ჟუანობა~, ალკოჰოლიზმი, მსუნაგობა, მაგრამ ეს შედარებით იშვიათად ხდება. ქალი- კუროებისაგან ყველაზე საშინელი შინაბერები გამოდიან, მამაკაცი კურო მთლიანობაში უფრო თბილი, დაფიქრებული, ერთგული მიჯნურია, თუმცა მესაკუთრეა, მას სიამოვნებს თავისი რჩეულის ყველა მოთხოვნის დაკამყოფილება და ფუფუნებით განებივრება, ამით ისინი შეიძლება გადაიღალონ კიდეც, მაგრამ ისინი არ კონკურირებენ სხვა მამაკაცებთან თავიანთი მიჯნურის გამო, არ ინაწილებენ მას სხვებთან, არ მიდიან კომპრომისზე, არ ივიწყებენ და არ პატიობენ ღალატს და ტყუილს. ქალი- კუროები მოითხოვენ მიჯნურებისგან ქედის მოხრას და მათი გრძნობების დამტკიცებას. დარწმუნდებიან თუ არა მათ გრძნობებში გაწონასწორებული, ალერსიანი, გამოცოცხლებულნი ხდებიან და სიამოვნებით ანებივრებენ მამაკაცს სხვადასხვა ხერხებით. ხშირად მათ იციან, როგორ უნდა შეაკავონ მამაკაცი. ქალებიც და მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სასიყვარულო ურთიერთობების ფიზიოლოგიურ ასპექტს და ვერ ეგუებიან ფრიგიდულ პარტნიორებს. კუროსთან კავშირი ნიშნავს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნას. ქორწინება კუროსთან არ ითვალისწინებს განქორწინებას და გათვლილია ჰარმონიაზე. კუროებისაგან ნაზი, თბილი მშობლები გამოდიან, რომელნიც სიამოვნებით ზრუნავენ თავიანთ შვილებზე. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ იტანენ პარტნიორის ემოციურ სიახლოვეს შვილებთან. კუროები ამყარებენ ჰარმონიას ოჯახში, ვერ იტანენ ჩხუბს, შეუძლიათ სუსტი დიქტატორობა გამოავლინონ ბავშვების მიმართ. თუ კურო დაძლევს ეჭვიანი მესაკუთრის თვისებებს , მასზე იდეალური მიჯნური არ არსებობს. სენტიმენტალური კურო და მორიელი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. კურო ეწყობა ქალწულს, თხის რქას, მერწყულს, ლომს (სიყვარულსა და მეგობრობაში), თუმცა ეს ურთიერთობა ყოველთვის წარმატებული არ არის. თავი უნდა აარიდოს თევზებს და კირჩხიბს..
This post has been edited by Marikuna. on 6 Feb 2010, 19:29
|