60გვერდი.ჩემი ენერგიული და დაუზარელი კოსმიური დედმამიშვილები
* * *
♂ კურო მამაკაცი ყველაზე ტემპერამენტიანი საყვარელი ნამდვილად არაა.ძლიერი და მომთმენი_აი,მისი მოკლე და ზუსტი დახასიათება. თავისას მიიღებს თავის დროზე და არასოდეს შეჩერდება ნახევარ გზაზე.მისი ვნებები არ არის თვალშისაცემი,მაგრამ როდესაც თქვენს დაპყრობას გადაწყვეტს,გაფრთხილდით!მათი თავიდან მოშორება ძალიან რთული საქმეა ან შეიძლება სულაც თავად ამჯობინოთ მის საზოგადოებაში დარჩენა. არ ღირს მათთან პრანჭვა,ის იფიქრებს, რომ თქვენ უბრალოდ გერიდებათ. რაც უფრო მეტად ეცდებით მისგან თავის დაღწევას,მით უფრო გაჯიუტდება.
კურო ზოდიაქოს ყველაზე ჯიუტი ნიშანია. ის შეეცდება დაგარწმუნოთ,თუკი ინტელექტი ხელს უწყობს,მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ბრძანებებზე გადასვლაც არ მოერიდება.თუ მაინც ვერაფერი შეგაგნებინათ და ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობს,პირდაპირ ძალისმიერ მეთოდებზე გადავა.

ის მიწიერი,ძლიერი და მგრძნობიარე ნატურაა.
კურო ვნებებს კომფორტში ეძლევა.რბილი განათება,ხმადაბალი მუსიკა და ძვირფასი სასმელი ისევე მნიშვნელოვანია მისთვის,როგორც თავად სასიყვარულო აქტი.მის გარშემო ლამაზი ნივთები უნდა იყოს,ავეჯი,ფერწერული ნიმუშები.მას ყველაფერი საუკეთესო სურს.და საერთოდ,მას შეუძლია რამდენიმე ბოკალი გამოცალოს და დასაძინებლად დაწვეს

სანამ თქვენ გადაწყვეტთ,როგორ მოიქცეთ.თქვენი ყოველგვარი წინააღმდეგობა კუროს შეუპოვრობასთან დროის ფუჭი ხარჯვაა.
მას უყვარს გემრიელი საჭმელები და ხარისხიანი სასმელი.ჭეშმარიტი გურმანი ჭამს არა იმიტომ რომ შია და სვამს არა იმიტომ რომ სწყურია,ის პროცესისგან იღებს სიამოვნებას.ეს წესი მის სექსუალურ მადაზეც ვრცელდება; საჭმელიც,სასმელიც და ქალებიც_მხოლოდ საუკეთესო!

ნაწილობრივ ეს განპირობებულია მისი უზარმაზარი სექსუალური თავდაჯერებულობით,ის არავის არაფერს უმტკიცებს,როგორც ბევრი მამაკაცი იქცევა.თუკი პაემანმა სასიამოვნოდ ჩაიარა,ნუ გაითამაშებთ სულელურ სცენებს,იყავით ბუნებრივი და დაჰყევით მას,მისი თავდაჯერებულობა თქვენზეც გადმოვა და ის მარტივად დაგარწმუნებთ, რომ თქვენ მშვენიერი ხართ.
კუროს კარგად აქვს გაცნობიერებული ფულის ყადრი და სურს პატივი სცენ მის ფინანსებს.ძალით მას ვერაფერს მიჰყიდით,თავად უნდა მოუნდეს ყიდვა და თუ ის საფულეს ხსნის, დარწმუნებულია ამის აუცილებლობაში.გონივრულად ხარჯავს, ბიუჯეტში გარღვევების გარეშე...და სურპრიზი!დაბადების დღეზე თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ ბრილიანტის საყურეებს; რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით ან პირველი კლასის სამოგზაურო ბილეთებს. კუროს არასოდეს ენანება ფული მათთვის ვინც მართლა უყვარს. :yeas: არასოდეს უბიძგოთ და არ მიუთითოთ კუროს, რა და როდის გააკეთოს.მას არც იმის თქმა ჭირდება, რა გინდათ თქვენ,ისედაც კარგად იცის.
ჯანმრთელი შესახედაობის მიუხედავად,თუ კურო ავად გახდა,რთულად და ხანგრძლივად ჯანსაღდება.მეორეს მხრივ,მას ყველა სხვა დანარჩენ მამაკაცზე უკეთესად ეხერხება თავის მოვლა.ინსტინქტურად ყოველთვის ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
კურო მამაკაცები საღი აზრით არიან დაჯილდოებულნი.მათ არ აშინებთ მძიმე სამუშაო,სტაბილური და კონსტრუქციულნი არიან, წინაღობა მხოლოდ ზრდის მათ შეუპოვრობას.
პირველ ორ კვირაში დაბადებულ კუროებს მოქმედება უყვართ და ეს მათთვის აუცილებელიც კია.პრობლემასთან შეჯახებისას პირდაპირ გამოსავალს ეძებს.ის ბეჯითად მიიწევს მიზნისკენ და არც თუ იშვიათად ფუჭად ხარჯავს ენერგიებს,როცა უმიზეზოდ ანადგურებს ყველა ობიექტს თავის გზაზე. ქალს,რომელიც მის შენარჩუნებას მუქარით ან შანტაჟებით შეეცდება,დიდი უსიამოვნებები შეექმნება.
მეორე ნახევრის კუროები ცბიერებით გამოირჩევიან.ხდება ისეც,რომ არც იმდენად ეშმაკები არიან, როგორც თავად წარმოუდგენიათ და ერთი ჩავარდნაც კი მძიმე დეპრესიებს იწვევს.ისე ცხოვრობს, როგორც მოუხდება. მოხერხებულად მანევრირებს ცრუ გამოხდომებით და მოწინააღმდეგს თავგზას უბნევს.მისი გზა უფრო ზიგზაგისებრია.
კურო ეჭვიანია და სურს, რომ ყველაფერი, რასაც ის ფლობს, მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. ის ვერ იტანს განშორებას,თუ მის თვალში ამ რაიმემ/ვინმემ ფასი არ დაკარგა.როცა კავშირი სრულდება კურო ხშირად სთავაზობს მეგობრობას "ყოფილებს",მაგრამ გაფრთხილდით!ის არც ისე მარტივად ასატანი მეგობარია,ზღვარგადასული კრიტიკულობის გამო. სინამდვილეში კურო მომთმენია მხოლოდ მათთან,ვინც მას ემოციურად ვერ ეხება.

ის იშვიათად აკეთებს სხვებითვის უანგაროდ რაიმეს,ამისთვის კურო ზედმეტად ეგოცენტრულია
* * *
♀ მისი მფარველი პლანეტა ვენერაა,ამიტომ სპეციალური სახელმძღვანელოების გარეშეც შესანიშანავად ფლობს ცდუნების ყველა მეთოდს. უმანკოდ ფეხის ფეხზე გადადებით,ის სექსუალურ სიგნალებს უგზავნის ოთახში მყოფ ყველა მამაკაცს. თუ ის მართლა დაინტერესებულია კაცით,უბრალოდ თავის ეროტიულ ანტენას მიატრიალებს მისკენ და თუ კაცი მკვდარი არაა,რეაგირებს.
არის რა ძალზედ მგრძნობიარე,ის შეუდარებელია მამაკაცთა მიზიდვის საკითხში. იზიდავს ბევრს,ირჩევს ერთეულებს.კურო ქალი შეიძლება ზედმეტად ტრადიციული ეჩვენოთ "სწრაფი დაახლოების" მოყვარულებს.პოტენციური პარტნიორის არჩევისას ის ყოველთვის ინტუიციას ეყრდნობა
_გულს თავისი მიზეზები აქვს.
კურო ქალი ძალზედ სენტიმენტალურია. ნამდვილი სიყვარული არ ჩაივლის მისთვის მშვიდად.
დაბადებით ეჭვიანია და ისეთი ხმაურიანი სცენების მოწყობის უნარი აქვს, ჰოლივუდის საუკეთესო
პირატექნიკოსებს შეშურდებათ. თუ ჩათვალა, რომ მისი გრძნობები უგულვებელყოფილია,არ მიმართავს
ირიბ მინიშნებებს და ხელოვნურ მეთოდებს,პირდაპირ მოგახლით,რაც კი თავში მოუვა და
პრეტენზიებს თქვენს ლამაზ თავზე ჭურჭლის მსხვრევით დაასრულებს,
უბრალოდ შთაბეჭდილებითი ეფექტის გასამძაფრებლად.
კურო ქალმა კარგად იცის რა უნდა და თავისი სიჯიუტით შეიძლება არაკეთილგონივრული გეჩვენოთ.
მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას გამოიყენებს იქნება ეს ცრემლები,მუქარა თუ სხვა
დესტრუქციული მეთოდები. თუ თქვენ კურო ქალთან ხართ დაკავშირებული,
მზად იყავით იმისთვის,რომ ან უნდა დაუთმოთ ან დატოვოთ თამაში.
როცა მას უპირისპირდებიან,საშიში მტერი ხდება და ყველა მისთვის ხელმისაწვდომ იარაღს მიმართავს შურისძიებისთვის.თავის მხრივ,თანაბრად გასცემს და იღებს.ის ადვილად ეჩვევა ადამიანებს,მაგრამ
თანდაყოლილი საღი აზრის მეშვეობით,მარტივად გამოგიჭერთ ტყუილში.
ის ადეკვატურად პასუხობს სიცრუეს და გულწრფელობასაც.
პრაქტიკულია და მიდრეკილება აქვს იდეალიზმისკენ.მას არ ახასიათებს კინოვარსკვლავებზე შორით ოხვრა,
როდესაც გაცილებით ხელმისაწვდომი მამაკაცი გვერდით უზის.არც მხოლოდ სულიერ-ინტელექტულური-პლატონური გრძნობების სჯერა,ფიზიკური ლტოლვა სიყვარულის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
კურო ქალი ყოველთვის ემოციებს ეყრდნობა.ზოგიერთი შეცდომას უშვებს,როცა სათანადოდ ვერ აფასებს მის ინტელექტს,რადგან მას ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი მახვილგონიერების დემონსტრირება არ უყვარს.
ვენერას ასულებს ინტელექტის იშვიათი ფორმა აქვთ_
მათ ზუსტად იციან,რომ სიმართლის შესაცნობად ინტუიციას უნდა მიენდო.
ახალგაზრდობაში კუროს ცხოვრების უკეთ შეცნობა სურს,ამიტომ მამაკაცი რომელიც ბევრს ასწავლის
საუკეთესო პრეტედენტია მისი გული მოსაგებად.თუმცა რაც უფრო მეტს იგებს ის კაცებზე,
მით უფრო მაღლა იწევს შესარჩევი თამასა. ის საკუთარი თავისთვის განსაზღვრავს კრიტერიუმთა სიას
და არ შეტოპავს ღრმად ისეთ კაცთან,რომელიც მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
კურო ძალიან მგრძნობიარეა,ის სინდისის ქენჯნის გარეშე მოძებნის სხვას თუკი მამაკაცი ვერ დააკმაყოფილებს,
არც კი ეცდება ახსნას თავისი მოთხოვნები,მისთვის მათი არსებობაც საკმარისი მიზეზია.
კურო ქალი გემოვნებით იცვამს,მაგრამ ბრწყინვალების გარეშე.რაც ყველაზე მთავარია,იცის როგორ
ჩაატიოს საყიდლები ბიუჯეტში და დაიხარჯოს მომგებიანად.უყვარს საიუვილერო ნაწარმი,
ხშირად ატარებს ბეჭდებს და საყურეებს;განსაკუთრებით მოსწონს ყელსაბამები.
როგორც ცნობილია,კურო ყელით იმართება და სხეულის ამ ნაწილის მორთვით
დიდ სიამოვნებას განიცდის.ისინი აფასებენ ფუფუნებას და მამაკაცი, რომელიც მას
ბეწვეულით და ზურმუხტებით უზრუნველყოფს დიდხანს დარჩება მისი გულის მფლობელი.
სამწუხაროდ ის მიდრეკილია უზრუნველობისკენ.როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებულია და
თქვენთან თავს მსუბუქად და კომფორტულად გრძნობს,ზარმაცდება,დაუდევრად იცვამს,
პაემნებზე აგვიანებს და წონაში იმატებს.როგორც კურო მამაკაცს,მასაც უყვარს
კარგი საჭმელები და ძვირფასი სასმელები.
ყოველ გამხდარ კურო ქალში მსუნაგი მსუქანა ზის,რომელიც გარეთ გამოვარდნას ლამობს.
მას სჭირდება სიყვარულის ობიექტი, მაგრამ თანდაყოლილი კონსერვატიზმის გამო უფრო ქორწინებაზე გათვლის,
ვიდრე უბრალოდ კავშირზე. მას სჭირდება მიჯაჭვული იყოს ვინმეზე,ვინც ყოველთვის მის გვერდით იქნება.
თუმცა საყვარელ ადამიანს საკუთრებად განიხილავს და არაფერს მოიმოქმედებს მისი ერთგულების უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად იმისა რომ ძლიერი რეაქციები აქვს,მისი თვითკონტროლი გაცილებით მძლავრობს.თქვენ შეიძლება აღაგზნოთ ის საზოგადოებაში,მაგრამ მას ძალუძს საკუთარი სურვილების შეკავება იქამდე,სანამ ამას საღი აზრი მოითხოვს.
ქალი კურო შეიძლება გამოიყურებოდეს მყიფედ და უმწეოდ,მაგრამ ეს ასე არ არის.
ის ყოველთვის ჯიუტი და უდრეკია.ის კარგად ამზადებს,შესანიშნავი საყვარელია
და შეიძლება კარგი ცოლი იყოს, თუმცა გაფრთხილება: კურო არავის არ აპატიებს ღალატს!!!
თუ თქვენ ერთგულება არ გახასიათებთ, არ აირჩიოთ ის, ინანებთ.
კურო _ ქალის კვინტესენციაა და შესაბამისად მოეპყარით!
This post has been edited by VlV on 8 Sep 2010, 00:19