ჩემს აზრს აუცილებლად გაგიზიარებ.

ახლა ამას ვუპასუხებ:
alouetteტიხო და ბრაგე, როგორც ვთქვი ხელდასხმულია.მის უკან ხედვათ ალბათ როზენკროიცერულ ჯვარს.
თავისი პირადი სულიერი გამოცდილებიდან ის გამოთქვამდა ასეთ რამეს:
"რა წუთსაც იბადება ადამიანი, იმ წუთას იმ ადგილიდან როგორც მოსჩანს ვარსკვლავთა და პლანეტათა განლაგება,შესაძლებელი რომ იყოს ჩვილი ბავშვის ტვინის დასურათება, ზუსტად იგივე წყობის "ჩაღრმავებებს",(ანუ მუქ წერტილებს) დაუნახავდით მასში, რაც იმ წუთას მის ზემოთაა კოსმოსში."
ცხადია იმ უნარების გარეშე, რაც ტიხო დე ბრაგეს გააჩნდა, სრულიად შეუძლებელი იყო შემდგომი დაკვირვება ამ ორი ფენომენის ურთიერთმიმართებასა და ცვლილებებზე.

ასეთნაირად, მან ზუსტად შეადგინა დანიის მეფე ფრედერკ II-ის 2 ვაჟის პირადი ჰოროსკოპი.
(შუათანასთან მიმართებაში ეს მცდელობა არ გამართლდა, გარკვეული მიზეზების გამო

)
მაგრამ მესამე ვაჟის ჰოროსკოპი უმცირეს ნიუანსებამდე უზუსტესი იყო.
ანუ, მან "იწინასწარმეტყველა" ახალგაზრდის სიკვდილი ცხოვრების 18-19წელს.კერძოდ, მას ჰქონდა მეტად არაკეთილქმედი კონსტელაცია მარსთან,თუმცა ამას აბალანსებდა ვენერას კეთილგანწყობილი კონსტელაცია, და ბრაგე უმცირესი შანსით ვარაუდობდა მის გადარჩენას. სამეფო ოჯახი თავად საომარ სიტუაციაზე შიშობდა. რადგან ახალგაზრდა საკმაოდ ჯანმრთელი იყო.ამის გათვალისწინებით ამ ასაკისთვის მისი ქორწინებაც დაიგეგმა, რადგან ბრაგე ვენერას კეთილგანწყობის შანსის მაქსიმალურ გამოყენებას ურჩევდა.მართლაც ისე მოხდა, რომ ახალგაზრდა გაება პოლიტიკურ ხლართებში და ოსტენდის ბრძოლებში გაემგზავრა. ის უკან გამოიწვიეს ნიშნობის მოტივაციით.დანიაში დაბრუნებისას მოჰყვა ძლიერ შტორმში და ბეწვზე გადარჩა. ვარაუდობდნენ, რომ ხიფათმა ჩაიარა, მაგრამ ბრაგე ასე არ ფიქრობდა.ის ხედავდა დაბადებიდანვე სატურნის უაღრესად მტრულ დამოკიდებულებას ამ ადამიანის მიმართ. ნიშნობისთანავე ჰანსი ეპირებოდა მოსკოვში გამგზავრებას თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც საყოველთაო აზრით სრულ უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. აქ არ მოხდა ბრაგეს რჩევის გათვალისწინება.ვენერას დამცველი ფუნქციის მაქსიმალური გამოყენება.კერძოდ, სატურნის კონსტელაცია მიუთითებდა ამ ადამიანის არახელსაყრელ სივრცეში მყოფობასთან დაკავშირებით "უცხო მელანქოლიურ დაავადებაზე." მართლაც მოსკოვში ჰანსი დაავადდა მალარიით, რასაც ემსხვერპლა კიდეც.
ამ ისტორიულ ფაქტში ბევრ საყრადღებო რამეს ამოიკითხავს ადამიანი მეთოდოლოგიური თვალსაზრისით.