ძალიან არა თევზისეული პოსტია. ძალიან

:2kiss:
პირწავარდნილი მშვილდოსნის დასკვნაა

სულ ცოტა 2 ფაქტი მაინც უნდა შეგემჩნია, ან 2 შეკითხვა მაინც უნდა დაგბადებოდა

ოკ.
მიაქციე ყურადღება შემდეგ გარემოებას:
ვნახოთ ჯერ ფაქტი, მერე ფაქტის გამომწვევი მიზეზი.
ფაქტი:1.მე ის ვნახე არა სიზმარში როგორც ხედავ ხატსახეებს და შეგრძნებებს, არამედ ვნახე რეალობა. იმიტომ რომ, რაც ვნახე და სადაც ვნახე, იმავე წუთას უკვე გამოღვიძებულმა რეალობაში ვნახე იქ მყოფი. ზუსტად ის ნიკი და იმ წამს დაპოსტილი, რა წამსაც მე ის ვნახე ძილის დროს. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო და მასთან სახლში აღმოვჩენილიყავი იმ მომენტში, ზუსტად იგივე პოზაში მყოფს ვიხილავდი.

2. იმ მდგომარეობაში, რომელშიც მე ვიყავი, ერთდროულად აღვქვი რეალობის 2 სიბრტყე- ერთი ცხადლივ ფიზიკური (ის რაც ხდებოდა) და მეორე - ის რასაც ფიზიკური თვალი ვერ ხედავს (მოძრავი შავი პატარა ღრუბელი.ეს მოგვიანებით გავიგე რაც ყოფილა).
ასევე ცხადად დავაფიქსირე საკუთარ სხეულში ელვისებურად დაბრუნება კიარადა ლამის ჩახეთქება: D ამ ყოველივეს თან ახლდა ჩემი სრულიად ფხიზელი ცნობიერება. ის რასაც ადგილი არ აქვს სიზმრის პროცესში.
გამომწვევი მიზეზი: ცხადია აქ იმუშავა ძლიერმა ინტუიციამ (და არამარტო), რომლმაც ბიძგი მისცა ჩემში გარკვეული უნარის ამუშავებას. თავის მხრივ, ინტუიციის გაძლიერებას ბიძგი მისცა იმ პერიპეტიამ,რაც ამ მოვლენას წინ უსწრებდა. კერძოდ: ადამიანი მოიქცა გამაოგნებლად უჩვეულოდ. მოულოდნელად. ჩემი გაოგნება იმდენად ძლიერი იყო იყო და იმდენად აუცილებლად მოითხოვდა მისი ქცევის ახსნას,რომ მოხდა ჩემში არსებული ყველა ძალის მაქსიმალური კონცენტრაცია, სინამდვილის გასარკვევად. ცხადია, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხედავთ არაგულწრფელობას, როცა მისი გამოვლენის ფაქტს ვაწყდებით, მაგრამ, ვინაიდან მე არანაირი ფაქტი საამისოდ არ მომეპოვებოდა, საჭირო იყო თუნდაც ერთი ფაქტის რეალობაში დანახვა, რათა მცოდნოდა რომ ეს ადამიანი რბილად რომ ვთქვა, თვალთმაქცობდა

ასეთ ფაქტს კი რეალობაში მე ვერსად ვერ ვნახავდი,გასაგები მიზეზების გამო

ჰოდა, გინდა ინტუიცია დაარქვი და გინდა
აჯაფსანდალი
,მაგრამ იმ ნაღდი რეალური მაგრამ ობივატელური აზროვნებისთვის სრულიად აუხსნელი აქტით მე ვნახე ფაქტი, რომელიც მოწმობდა, რომ, როცა ჩვენ შევთანხმდით იმაზე რაზეც შევთანხმდით,ამის მერე,ძალიან სწრაფადვე ჩემგან ფარულად დაარეგისტრირა ის რაც მე ვნახე

.
ამდენად ამ ყოველივეს პირადად ხილვით მე უკვე მომეცა შესაძლებლობა, რომ საფუძვლიან ეჭვქვეშ დამეყენებინა მისი უმწიკვლო რეპუტაცია ჩემს თვალში და გადამესინჯა ამ რეპუტაციის ნამდვილობა

ამგვარად, როგორც ბაბუა პითაგორეს სულის მოსახსენიებლად იტყვიან ხოლმე-
რ.უ.დ.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო