თქვენი ნომერია: 1
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოკვეთილი ლიდერის თვისებებით ხასიათდებიან. დაბადებიდან წარმატებისთვის მებრძოლები, ყოველთვის ახერხებენ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას,ძალაუფლების მოპოვებას. გამოირჩევიან უსაზღვრო შემოქმედებითი ნიჭით და ფანტაზიის უნარით. სიამაყის და პატივმოყვარეობის გამო, მათთვის აუტანელია და დამამცირებელი ვინმეს ჩრდილქვეშ ცხოვრება. მათგან შესანიშნავი დირექტორები, ხელმძღვანელი მუშაკები გამოდიან. ბრძანების შესრულებას მათ ვერავინ აიძულებს. როგორც წესი ისინი თავად იმორჩილებენ და მართავენ სხვებს. სწორედ ზემოთ ხსენებული თვისებების წყალობით აღწევენ ''ადამიანი –ერთიანები'' პროფესიულ წარმატებებს, თუმცა წაგებასთან შეგუებაც არაერთხელ უწევთ. ერთიანებისგან ბრწყინვალე სამხედრო მუშაკები გამოდიან. ნოვატორული ბუნება, ანალიტიკური აზროვნების უნარი და შესაშური სიმამაცე, მათ ამ სფეროში უდიდესი მწვერვალების დაპყრობის საშუალებას აძლევს.
საერთოდ ერთიანის ვიბრაციით, ქვეყანას სხვადასხვა სფეროს პირველაღმომჩენები და პიონერები ევლინებიან. უდიდესი სასიცოცხლო პოტენციალი და ნებისყოფა, ამ ადამიანებს ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან ეხმარება გამოსავლის პოვნაში. თუმცა ერთიანებისთვის მარტოობისა და სულიერი კრიზისის პერიოდებიც არ გახლავთ უცხო. ერთიანი ზოგჯერ განებივრებული, პრეტენზიული და ეგოისტი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამ პიროვნებამ ზუსტად იცის, როგორ განახორციელოს ცხოვრებაში, საკუთარი ყველაზე არარეალური ჩანაფიქრიც კი.
იმ შემთხვევაში თუ ერთიანი, საკუთარი ეგოიზმის გაკონტროლებას მოახერხებს და პარტნიორს თავის პრინციპებსა და შეხედულებებს, გამუდმებით არ მოახვევს თავს, მისგან შესანიშნავი მეუღლე დგება. ერთიანების ხასიათის კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ისინი ძალიან რთულად იტანენ კრიტიკას, თუნდაც დამსახურებულს. აქედან გამომდინარე, მათ ბოღმის გულში ჩახვევაც ახასიათებთ. თუმცა უმჯობესი იქნება, უფრო მეტი გულმოწყალებით მოეკიდონ ადამიანებს.
თქვენი ნომერია: 2
ციფრი ორიანის ვიბრაციის ქვეშ მყოფი ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი თვისება თანდაყოლილი დიპლომატიურ ნიჭი,ნებისმიერი სირთულის სიტუაციაში ოსტატურად ლავირების უნარია. ამ ადამიანებს სჩვევიათ საკუთარი მიზნების განხორციელება შესაშური წარმატებით, ყოველგვარი კონფლიქტის, დაპირისპირების გარეშე. ბუნებით ლიდერობისდა მიუხედავად, შეუცვლელი თანაშემწის, დამხმარისა და ხელქვეითის ტიპს წარმოადგენენ. ძლიერი ნებისყოფისა და ნოვატორული ბუნების მქონე პარტნიორის გვერდით, ცხოვრებაში უდიდესი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ. თუკი ერთი შეხედვით ისინი რომენტიკული, თავქარიანი, მეოცნების შთაბეჭდილებას ტოვებენ, საჭიროების შემთხვევაში მაინც ძალუძთ იყვნენ რეალისტნი, პრაგმატული და შესანიშნავად გაართვან თავი ნებისმიერი სირთულის დავალებას. ორიანები ყველა საქმეს ნაბიჯ ნაბიჯ, ეტაპობრივად აკეთებენ და არა ერთბაშად ან სპონტანურად.
ამ ადამიანებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების, შესანიშნავი უნარი გააჩნიათ და როგორც წესი, არც საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს უზიარებენ ვინმეს ბოლომდე ან გულღიად. აქედან გამომდინარე, ისინი მართალია გარშემომყოფებთან მიმართებაში, უსაზღვროდ ყურადღებიანები და მეგობრულები არიან, მაგრამ ბევრისთვის მათი პიროვნება, მაინც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოცანად რჩება.
ორიანის მთავარი პრობლემა, მის მერყევ ხასიათში მდგომარეობს. ამ ადამიანის ცხოვრებაში უმთავრეს როლს, სწორად შერჩეული უახლოესი გარემოცვა და პარტნიორი თამაშობს. თუკი ორიანის გვერდით, ძლიერი და მიზანმიმართული ადამიანები არაინ, ან ცხოვრების მეგზურად იგი ლიდერის თვისებების მქონე, ნოვატორული ბუნების ადამიანს ირჩევს, მისი ქორწინება ბედნიერი და სტაბილური იქნება.
თქვენი ნომერია: 3
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ენერგიულობით,მიზანსწრაფულობით, პატივმოყვარეობით ხასიათდებიან. გააჩნიათ მრავალმხრივი ნიჭი, განუსაზღვრელი შესაძლებლობები. მთელი სიცოცხლის მანძილზე, დაუღალავად ეძებენ გზებს მაქსიმალური თვითგამოხატვისთვის. ხემლძღვანელობენ ლოგიკის კანონებით ნებისმიერ საქმეში, ნაკლებად უჯერებენ ინტუიციას. არიან მოწესრიგებულნი, კომუნიკაბელურები და საჭიროების შემთხვევაში, დამაჯერებლად მეტყველების უნარსაც ფლობენ. ბრწყინვალე ორატორობის წყალობით ოსტატურად ახერხებენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას მაშინაც კი, როცა აშკარად ტყუიან. ამ ადამიანებს შორის ხშირად შეხვდებით პოლიტიკოსებსა და ფსიქოლოგებს. არც თუ იშვიათად, სამიანის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელ სფეროში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
სამიანები ყოველთვის დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ეკიდებიან ნებისმიერ, ახალ წამოწყებას. თუმცა შესაძლოა, ინტერესი მალევე დაეკარგოთ და მოულოდნელად, აფსოლუტურად სხვა სფეროზე გადაერთონ.
როგორც წესი, სამიანები შესანიშნავი მეგობრები, მხიარული კომპანიონები და მხურვალე, რომატიკული შეყვარებულები არიან. თუმცა ქორწინების შემთხვევაში ისინი პარტნიორის მისამართით, ხშირად გადამეტებული და უსაფუძვლო ეჭვიანობის გრძნობით იტანჯებიან. აქედან გამომდინარე, გამუდმებით ცდილობენ შეზღუდონ ამ უკანასკნელის სოციალური აქტივობა და მთლიანად დაუქვემდებარონ იგი საკუთარ მოთხოვნებსა და პრინციპებს. ღირს კი იმის თქმა, რომ ბევრი სამიანის ოჯახი ხშირად, სწორედ მათი ამგვარი უკომპრომისო საქციელის გამო ინგრევა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სამიანი საკუთარ თავში ეგოიზმის დოზის შემცირებას, ოდნავ მაინც შესძლებს და ცოტაოდენ პრაქტიკულობასაც მიეჩვევა, მისი ცხოვრება უდაოდ ბედნიერად აეწყობა.
თქვენი ნომერია: 4
ოთხიანის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გარშემო მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტ არსში წვდომის გასაოცარი უნარი და მძაფრი ინტუიციის გრძნობა გააჩნიათ. შესანიშნავად ეხერხებათ გარშმომყოფთა სიმპათიის, ნდობის მოპოვება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუკი საამისოდ მყარი მოტივაცია გააჩნიათ. მათთვის ჩახლართული ინტრიგებისა და შეთქმულებების ოსტატურად გამოაშკარავებაც არ წარმოადგენს პრობლემას. აქვთ გამძაფრებული ჰარმონიის შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ეხერხებათ და უყვართ კომფორტული გარემოს შექმნა, სახლის ლამაზად მოწყობა, ავეჯის შერჩევა, საკუთარ გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვა...ფლობენ ასევე უნარს სერიოზული ფულადი დაინტერესების და მოტივაციის არსებობის შემთხვევაში, შეასრულონ ხანგრძლივი, მონოტონური გონებრივი სამუშაო. არიან შესანიშნავი ფინანსისტები და საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვების უნარიც შესწევთ. მაშინაც კი, როცა დროებით (მუდმივი იშვიათია! ) მწირი შემოსავლის პატრონები არიან, ისინი ოსტატურად პოულობენ გზას, საკუთარი შემოსავლის თუ გასაზრდელად არა, გასაორმაგებლად მაინც.
სამწუხაროდ, პროფესიული კუთხით ამგვარი აქტივობა, ოთხიანებს ხშირად, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობისთვის საჭირო, ძვირფას დროს აღარ უტოვებს. ეს კი მათ ემოციურ ბუნებაზე, არცთუ სახარბიელოდ აისახება. სულიერად ძალზე მტვრევადი ოთხიანები, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად, სწორედ რომ უბრალო, ადამიანური ურთიერთობის დეფიციტს განიცდიან.
თქვენი ნომერია: 5
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები საკუთარი ენერგიულობის, კომუნიკაბელურობის წყალობით
ადვილად ახერხებენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას. მათთვის არ წარმოადგენს პრობლემას საკუთარი თავისთვის, ე.წ "საგარეო იმიჯის" შექმნა. უდიდესი სასიცოცხლო პოტენციალის და თანდაყოლილი ოპტიმიზმის წყალობით, ნებისმიერი სირთულის ცხოვრებისეული დარტყმის გადატანა უიოლდებათ. ხუთიანით მართული ადამიანების ხასიათის უმთავრეს შტრიხს თავისუფლების უზომო სიყვარული წარმოადგენს. ისინი როგორც წესი, ადრეული ბავშვობის ასაკიდან ცდილობენ მაქსიმალური დამოუკიდებლობის მოპოვებას და თავის დაღწევას ყოველგვარი სახის შეზღუდვებისა და აკრძალვებისაგან. მოუსვენარი და ენერგიული ბუნების მქონე ხუთიანები, გამუდმებით ახალი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების ძიებაში არიან. ცვალებადი ხასიათის გამო, შესაძლოა ერთ წამს მხიარულებმა, მომდევნო წუთში ცრემლები გადმოყარონ – მათი ამგვარი საქციელი ძალზე ხშირად, აფსოლუტურად არალოგიკურია და და საფუძველს მოკლებული. სამწუხაროდ ხუთიანების ამგვარი მერყევი ბუნება უარყოფითად, ხშირად დამღუპველადაც კი აისახება, მათს როგორც საქმიან ისე პირად ცხოვრებაზე. თანდაყოლილი დისციპლინისადმი სიძულვილი ხუთიანებს, ხშირად სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად ევლინება, ისეთ სფეროებში მუშაობისას, სადაც მკაცრად განსაზღვრული დღის წესრიგისა და ეტიკეტის დაცვაა აუცილებელი.
სამაგიეროდ ეს ადამიანები შეუდარებლები არიან: სარეკლამო, შოუ-ბიზნესის და სახელოვნებო სფეროებში. ანუ იქ სადაც, მრავალფეროვნება და შთაბეჭდილებების გამუდმებული ცვლა არ მოაკლდებათ.
მხიარულ განწყობაზე მყოფი ხუთიანი, მართლაც რომ უსაზღვროდ მომხიბვლელი და კომუნიკაბელურია. თუმცა უხასიათობის პერიოდში ( რაც არც თუ იშვიათია) დეპრესიულები და საშინლად აუტანლები ხდებიან. საბედნიეროდ მათთვის განწყობის გაუმჯობესება ადვილი საქმეა.
თქვენი ნომერია: 6
გულღია და კონტაქტური, ბუნებით ესთეტები, ჰარმონიის მოყვარულები, ერთი შეხედვით რბილები და ადვილად დამყოლები –საჭიროების შემთხვევაში გასაოცარი ხასიათის სიმტკიცისა და ურყევი ნების პატრონნი–ამგვარად ხასიათდებიან ექვსიანის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.ისინი სამართლიანობის უსაზღვრო გრძნობითა და დიპლომატიის ნიჭით არიან დაჯილდოვებული. ხშირ შემთხვევაში, გვევლინებიან მედიატორებად და მშვიდობისმყოფელებად, საკუთარი უბოროტო ბუნებიდან გამომდინარე, მტერი, მით უფრო,– აშკარა, ცხოვრებაში ძალზე იშვიათად ჰყავთ.ბუნებით რომანტიკოსები და იდეალისტები არიან.მათი მთავარი ნაკლი– უსაშველოდ მერყევი ხასიათია. – საბოლოო და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება, ხშირად უდიდეს სიძნელეს წარმაოდგენს ხოლმე. გარშემომყოფთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება და კაცთმოყვარეობა, ექვსიანის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საზოგადოებაში უსაზღვრო პოპულარობას უხვეჭავს.
გამომდინარე იქედან, რომ პროფესიულ ასპარეზზე, ექვსიანის ბუნებისთვის დამახასიათებელი მზრუნველობა, კოლეგების მხრიდან ხშირად სრულიად არაადექვატურად აღიქმება და ხშირად მათი გაუთავებელი რჩევა-დარიგებები, შემაწუხებელი და აუატნელიც კი ეჩვენება ბევრს. ამიტომ უმჯობესია ამ ადამიანმა საკუთარი სითბო და ყურადღება, მთლიანად ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვისაკენ მიმართოს.
მით უმეტეს, რომ ექვსიანებისაგან როგორც წესი, საუკეთესო მეოჯახეები და მეუღლეები გამოდიან. ცდილობენ რა პარტნიორისთვის მაქსიმალურად სასურველი, კომფორტული ატმოსფეროს შექმნას, ექვსიანის გრძნობები იშვიათადაა ცალმხრივი და თითქმის ყოველთვის ბედნიერი, ხანგრძლივი ქორწინებით სრულდება.
თქვენი ნომერია: 7
ეს ციფრი ადამიანებს პრაქტიკული აზროვნების გასაოცარ უნარს, ღრმა ემოციურ ბუნებას ანიჭებს. ბევრისთვის ისინი ამოუცნობნი და გაუგებარნი რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგანაც არ უყვართ საკუთარ აზრების, შეხედულებების, გრძნობების, ემოციების ვინმესთვის გაზიარება. სწორედ ეს იქცევა ხოლმე მიზეზად იმისა, რომ გარშემომყოფები ხშირად შვიდიანს ცივ, ფლეგმატურ და ზოგჯერ გულქვა ადამიანადაც კი ახასიათებენ. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ნდობის მოპოვების შემთხვევაში, მათი გრძნობათა სიღრმე და ფანტაზიის უსაზღვრო უნარი, სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.შვიდიანებს ძლიერი ნებისყოფა და საქმეში უდიდესი შემართება ახასიათებთ, ამასთან მიზნის მისაღწევად ყოველთვის,საკუთარი თავის იმედი აქვთ და არა ვისიმე დახმარების.
საერთოდ შვიდიანები, საკუთარ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას, ძალზე იშვიათად აძლევენ ვინმეს, ამიტომ ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაშიც კი გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებენ და საერთო მხიარულებაში ჩაბმას, ყოველთვის განდეგილის პოზიცია ურჩევნიათ.
საერთოდაც ამ რიცხვის ვიბრაციით დაბადებულებს შორის, გამოკვეთილ მეოჯახეებს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, შვიდიანი გასაჭირში მყოფ ახლობელს დახმარებაზე უარს არასოდეს ეტყვის. საჭიროების შემთხვევაში ამ ერთი შეხედვით, ცივ და ფლეგმატურ ადამიანს, უჩვეულო გულმოწყალებისა და თანაგრძნიბის გამოჩენაც კი შეუძლია მათ მიმართ, ვინც ნამდვილად უყვარს.
სამწუხაროდ ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიცივე, გულჩათხრობილობა და ემოციების ვერგამოხატვის უნარი, უშლის ბევრ შვიდიანს ხელს, იმაში რომ ცხოვრებაში კუთვნილი ბედნიერება მოიპოვოს და გარშემომყოფებთან ჰარმონიული თანაარსებობა შესძლოს.
იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მისი თავისუფლების შეზღუდვას უხეშად შეეცდება ან მყუდროებას ურღვევს, შვიდიანს წარმოუდგენელი სისატიკის გამოჩენა შეუძლია აბეზარის მიმართ. ნიჭი იმისა, ზუსტად დაინახოს ადამიანებში სუსტი მხარეები, შვიდიანებს სხვებით მანიპულირების საშუალებასაც აძლევს. შემთხვევითი როდია, რომ ამ ციფრის ვიბრაციის ქვეშ მოყოლილ, უარყოფითად განვითარებულ ინდივიდებს შორის, ბევრი საშიში ავანტიურისტი და კრიმინალი გვხვდება. თუმცა შვიდიანთა უმრავლესობა, მაინც იშვიათად სარგებლობს ბოროტად ვისიმე სიმპათიით.
თქვენი ნომერია: 8
ადამიანები რვიანიები საოცარი მიზანსწრაფულობით ხასიათდებიან. ყოველთვის ზუსტად აცნობიერებენ რა უნდათ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს. მათთვის "ოქროს შუალედის" მცნება უცხოა, არიან მაქსიმალისტნი და როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობაში უკიდურესობები ახასიათებთ. თავად ციფრი რვა საკუთარ თავში, როგორც მატერიალურ, ისე სულიერ საწყისს აერთიანებს. სწორედ ამიტომ ადამიანი რვიანები თანდაყოლილი გონიერებით, სიბრძნითა და ხასიათის სიმყარით გამოირჩევიან.
კომუნიკაბელურობისა მიუხედავად, ისინი ხშირად მაინც მარტოსულები არიან. ერთი შეხედვით უკომპრომისოებსა და აგრესიულებს, ძალა შესწევთ გულით უდიდესი და უსათუთესი გრძნობები ატარონ. რვიანებისთვის აუცილებელია, საკუთარი ემოციებისა და გრძნობების, უფრო აშკარად და დამაჯერებლად გამოხატვა ისწავლონ. ამ შემთხვევაში ისინი ნამდვილ ბედნიერებასაც იპოვნიან ცხოვრებაში. მართალია რვიანებს შორის საუკეთესო მეოჯახეები ნაკლებად გვხვდებიან, მაგრამ ეს ადამიანები ძირითადად, მაინც ზრუნავენ საკუთარ ახლობლებისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე, თუმცა მათი ზრუნვა, იშვიათადაა მკვეთრად გამოხატული ხასიათის.
რვიანის ვიბრაცია, პიროვნებას საკმაოდ რთულ და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებისეულ გზას უმზადებს. ამასთან მრავალმხრივ ძიებებს, ზოგიერთი რვიანი რელიგიურ ფანატიზმამადე ან სულიერ აშლილობამდეც კი მიჰყავს.
რვიანების ცხოვრებაში უმთავრესი პრიორიტეტი სამუშაოა. ამ ადამიანებს ძალა შესწევთ, ადვილად აითვისონ ურთულესი პროფესიები და პარალელურად საკმარისი მატერიალური დოვლათიც დააგროვონ.
თუმცა ხანგრძლივი უმოძრაობის ან საქმისადმი გულგრილი დამუკიდებულების შემთხვევაში, რვიანებს ყველაფერის დაკარგვა ემუქრებათ
თქვენი ნომერია: 9
ცხრიანის ბუნებაზე შეიძლება ითქვას, რომ გავლენს ახდენს ფაქტობრივად ყველა დანარჩენი ციფრი. მათში ისეთ ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს აღმოაჩენთ,როგორიცაა: აგრესიულობა, სათნოება,სიმამაცე, სიხარბე, გულმოწყალება და რიგ შემთხვევაში სისასტიკეც კი. ისინი, გარშემომყოფთა აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ და მათი ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, ყოველთვის მხოლოდ მათთვის გასაგებ ლოგიკას ეფუძნება.
მათ უმრავლესობას ძალა შესწევს, სერიოზულ მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოს ცხოვრებაში, მათთგან კარგი ფინანსისტები გამოდიან, თუმცა საბოლოო ჯამში ფული და ქონება, ცხრიანისთვის ჭეშმარიტი ბედნიერების მომტანი მაინც არ არის. მისთვის ცხოვრებაში უმთავრესი ამოცანა, საკუთარი სულიერი, იტელექტუალური თუ შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებაა, თუმცა არც თუ იშვიათად, წარმატებისაკენ სავალ გზაზე, გადაულახავ დაბრკოლებებს საკუთარ თავს თავადვე უქმნიან. თავისუფლების თითქმის ფანატიზმამდე მისული სიყვარული და უკომპრომისობა, ხშირად ცხრიანებს აშკარა თუ ფარული მტრების სამიზნედ აქცევს ხოლმე. თუმცა ღია ბრძოლაში ჩაბმა, ამ ადამიანების სტილი ნაკლებად გახლავთ.
თუკი საკუთარი ქიმერული იდეალის დევნას მიჰყვება და წინ რაიმე კონკრეტულ, რეალურ მიზანს არ დაისახავს, ცხრიანს არაერთი მწარე იმედის გაცრუება ელოდება ცხოვრებაში. ხელმოცარული კი იგი, აუტანლად ეგოისტი, ცინიკური, და გესლიანი ხდება. ამიტომ რაც უფრო ფილოსოფიურად მიუდგება ცხრიანი ცხოვრებას და მის გარშემო წარმოქმნილ პრობლემებს, მით უფრო ადვილად იპოვნის გამოსავალს ნებისმიერი, ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდანაც კი.
მიმაგრებული სურათი