Front National
სიცოცხლის ხაზი - ვნება
ხელებს ხაზებად სურვილებს ავაკრობ,
თითების ფეთქვას ითხოვს სხეული..
ბედი წარსულის კადრებს მთავაზობს
ჩემი სუნთქვებით გონარეული..
გავდებ ჩვენ შორის ვნების მანძილებს,
რომ მოყვე ინსტინქტს, მომსაზღვრო შენად.
ვგრძნობ, უშენობა აღარ მაშინებს
და მაინც კარტად გაგიფენ ვნებას.
მე გიღალატებ ტანგოს ჰანგებთან,
რომ კვლავ შეშლამდე გადაცდე საზღვრებს..
კაბას სიბილწედ მზერა აეკრა..
და ჩემ თვალებში გაცვალე ღამე..
ყოველ მიმოხვრას ფლირტად ჩამითვლი.
მერე ვნებასთან გამასამართლებ..
ცხელი სუნთქვებით სურვილაშლილი,
შენი შეხებით ველი განაჩენს.
ტანზე ხელების ხაზები მრჩება,
შენს ბედს მკითხაობ სხეულზე თავად.
სიცოცხლის ხაზი ყოფილა ვნება..
და მე სხეულით სიცოცხლეს ვმალავ.
__
ჩემი დაწერილი ლექსია
და ჩათვალე რომ ამით გავაკეთე კომენტარი შენს პოსტზე