moonbayerშენ ქალწულებთან განიხილე საბაჟო მდგომარეობა

საქმე ჩვენ მოგვანდე
Tata_Sonneშენ ხომ თევზების თხოვნაზე უარს ვერასოდეს ამბობ, ნუ

_____
ეს პოსტი არ უნდა დაიკარგოს!
სასწაული წყვილია თევზები და მერწყული,
დაუჯერებელი
და აბსოლუტურად შესაძლებელი.
ეს არის ორი სხვადასხვა აზროვნების გაერთიანება:
თევზები მითოსურად აზროვნებენ მისტიკურად,
თევზები წარსულიდან იწყებენ აწმყოს შეფასებას
როცა მერწყულები პრაგმატულად აზროვნებენ და ნოვაციისკენ მიდიან
ანუ აწმყოდან საზღვრავენ მომავალს,
პრაქტიკულად ამ 2 ის ადამიანის აზროვნებით შეიძლება მთელი ხაზის დანახვა - წარსულიდან მომავლის ჩათვლით,
საინტერესო მეთოდიკაც,
მერწული ცდილობს სამყაროდან სეიმეცნოს ადამიანი, ანუ გარედან შემოვიდეს,
მაშინ როცა თევზი ადამიანშივე ყურყუმალავდება და აქედან ცდილობს სამყაროში ახსნას ადამიანის როლი.
მოკლედ ერთიდაიმავე საგანს და შედეგს დებენ სხვადასხვა მხრიდან,
ამიტომ ორივე ღებულობს სრულყოფილ აზროვნების პროდუქტს,
ამავდროულად ორივე ორიენტირებულია სწავლაზე, განსხვავებული გზა არცერთს აღიზიანებს,
რადგან ორივე ამას აკეთებს უაღრესად დახვეწილად,
ორივეს აქვს უდიდესი თანდაყოლილი ლავირებისა და ტაქტის უნარი.
მოკლედ ფსიქოლოგთა ჯგუფში ესენი რო დასვან რაღად გინდა სიცრუის დეტექტორი biggrin.gif
შეუძლებელია ეს წყვილი მოატყუოთ.
ახლა გადმოვიდეთ აზროვნებიდან ქმედებაზე:
თევზებს ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ რომ ოცნებიდან ქმედებაზე გადავიდნენ,
მაშინ როდესაც მერწყულები ყოველთვის რაციონალურად აფასებენ მდგომარეობას და როგორც წესი მიზანს ყოველთვის აღწევენ,
მერწყულის ამგვარი თვისება თევზს ხიბლავს, უფრო სტაბილური ხდება და ამავდროულად უბიძგებს მასაც გახდეს სოციალურად აქტიური,
ამგვარად მერწყულმა თევზს შესაძლოა II სუნტქვა გაუხსნას და მისცეს მოტივაცია იყოს წარმატებული.
სექსუალურად ახლა მე რა ვიცი ვერძმა, მარა გამიგია აღმოჩენა არიან ერთმანეთისთვისო,
ანუ ვერც კი წარმოუდგენიათ იმდენად კარგად არიან ერთად,
მხიარულად
და სწორედ აქედან დაიწყენა პრობლემებიც
რადგან თევზი სენტიმენტალურია და არა დამალული, არამედ გამხელილი რომანტიკოსი,
თან ლომისგან განსხვავებით რომლისთვისაც რომანტიზმი უფრო თამაშია,
თევზისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობაა,
მერწყულს კი სენტიმენტები და ზოგადად ემოციები ზაფრავს,
განა ის განიცდის რომანტიზმის ნაკლებობას,
მაგრამ მას ვერ წარმოუდგენია თავისი ტავი ამ გრძნობით,
ვერც საჯაროდ და ვერც 1-1 ზე ის თავის ამ სახეს არ გაჩვენებთ,
რამდენჯერაც თევზი ეცდება გახსნას მერწყული ამ კუთხით,
ჩვენი ჭიჭყიტია მიიღებს ცინიზმს, რაც მას გვარიანდ აფრთხობს,
რადგან თუკი თევზი ურთიერთობაში გაიხსნა (რაც იშვიათად ხდება) მისთვის ცინიზმი საშინელი ტრავმაა,
რომელსაც მოჰყვება ღრმა სულიერი ბრძოლებილი,
მერწყული თევს დაჭრის ცინიზმით, მაგრამ არანაკლებ და მოულოდნელი სარკაზმის ტალღას მიიღებს თევზისგან,
რომელიც ღრიანკალივით ემოციურ დონეზე მებრძოლია (და მხოლოდ ძალიან ახლობლებზე იძიებს შურს), ის დაინახავს მერწყულის ყველა კომპლექსს და ტაქტიანად უპწკენს,
მერწყულისთვის ეს პწკენა სიგნალია, მას ცინიზმში ესეს არის აჯობეს, მისი დამალული კომპლექსები კი სხვამ დაინახა - მისი გულგრილი იმიჯი ეს ეს არის დაამხეს,
მერწყული რჩება სახის გარეშე, თევზი კი გალახული სულით, ამიტომ ყველა ის მოლოდინი რაც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ გაუქრებათ.
ამ ურთიერთობაში დესტრუქციონისტი მერწყულია, რომელიც ასევე უხეშად ავლენს თავის სიჯიუტეს და იწყებს კონფლიქტს
თევზი კი მის ყოველ მსგავს გამოხტომას აისხლეტს, ის ხომ ცურავს და საპირისპიროდაც დაარტყამს, რასაც მერწყულის გაღიზიანება მოჰყვება.
ისინი ერთმანეთის მტრები არ გახდებიან, არც კი იჩხუბებენ ისე დაცილდებიან, როგორც ვთქვი გაუცხოვდებიან smile.gif
თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ორივე გააცნობიერებს რომ უმნიშვნელოვანესი მეგობრობა ჰქონდათ,
ამიტომ ურთიერთობა შესაძლოა აღსდგეს - მეგობრებად დარჩებიან.
კუროს და ასცენდატის ხათრით ვწერე ამდენი lol.gif
ნუ ახლა თქვენ ამ ხალხს ნუ დაშორდებით ჩემი პოსტის გამო,
უბრალოდ თევზებო: ნუ შეეხებით მერწყულის სახეს, ის ხმოლოდ ამ სახით ხორციელდება, ნუ ცდილობთ ყველაფერი დაფარული რასაც შეიმეცნებთ მაინცდამაინც მერწყულის თავზე გამოფინოთ.
ხოლო მერწყულებო აცადეთ თევზებს ოცნება - ანუ ხელი უშვით ლაყუჩებს, რა ხელს გიშლიან, ნუ აჯანჯღარებთ თქვენი სიჯიუტით - დაძვრათ ფარფლები .
ან დაგვიძახეთ ჩვენ თუკი ამდენს შვებით და გადავაგოროთ ჭიჭყიტია ტაფაზე
© ჭკვიანი ვერძუკა