თევზები მზეში როგორც ვლინდება აქ წერია, არ განვმეორდები,
მთვარესთან მორიელი საკმაოდ გაძლიერებული და დახუნძლული იქნება მორიელური თვისბებეით, ინტუიციით, მისტიციზმით, სიღრმეების და მელანქოლიიისადმი მიდრეკილებით. მიუხედავად იმისა რომ თევზი ხარ შესაძლოა იგრძნო რომ მებრძოლი ხარ, მაგრამ ავამდროულად გაგიძლიერდება შეგრძნება რომ არავის შენ არ ესმის ამქვეყნად - თევზი და მორიელი, ორივე მიდრეკილია ამგვარი აზრებისკენ, ორივეს უყვარს ჩრდილში ყოფნა და სიტუაციის ანალიზი, შენ მთელს შენს გამოწვევებს უმკლავდები მარტო, საკმაოდ კონსერვატიული იქნები (პრინციპში აქ უკვე მერკური მაინტერეებდა რაში გყავდა) და სანამ რაიმეს შეცვლი მანამდე საკმაოდ ღრმა ანალიზს გააკეთებ. ამ შინაგანი ძალის საპირისპიროდ რასაც ფლობ არის საშინელი რევანშისტული დამოკიდებულება, პატარა წყენაც კი არ შეგიძლია გაატარო ისე, რომ სამომავლო შურიშძიებაზე არ იფიქრო ან არ დაგეგმო, პრინციპში ორი ყველაზე შურისმაძიებელი, საძაგელი ნიშანის ტანდემი თევზი და ღრიანკალი კარგს არაფერს უქადის მას ვის წინააღმდეგაც გამოხვალ, შენ ეცდები ყველანაირი სულიერი ონასწორობა მოუშალო ადამიანს, ზოგადად მიიყვანო ფიქიურ აშლილობამდე, თანაც ამას გააკეთებ თევზური ელასტიურობით. საკმაოდ საკრალური კავშირია - სასიკვდილო პროფესიების ისე აირჩევდი უკანაც არ დაიხევდი, პირიქით შენ ეს მოგწონს. მომეტებული შინაგანი მგრძნობელობა გახასიათებს, საკმაოდ პასსიონაიტიდ ხარ, მაგარამ ძალიან ხშირად ამას გამოხატავ დესტრუქციულად, რითაც პრობლემებს უქმნის საწინააღმდეგო სქესს.
ვენერაში ანუ სიყვარულში გყავს ვერძში - ოცნებობ დიდ სიყვარულზე , გახასიათებს გრძნობების მალე აყოლა (ნუ ამში ღრინაკალის გიწყობს უკვე ხელს) და ხდები სულმოუთქმელი, მიზანსწრაფული, ყველაფერს უნდ ადაეუფლო მალე, ცდილობ შენი დამოკიდებულებები გამოხატო ძალიან ღიად, თუმცა ეს შესაძლოა დააბალანსოს ღრინკალის ჩაკეტილობამ და თევზის ფლირტისა და თამაშის სიყვარულისკენ წავიდეს ყველაფერი. შინაგანად იწვი, როდესაც გიყვარს და სიყვარული შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია - ასე აღიქვამ თავად, სასიყვარულო თვგადასავლებში ეცდები რომ შენ იყო ლიდერი და ეს გამოგივა კიდევაც, მეორეს მხრივ სასურველია გყავდეს ისეთი პარტნიორი რომელიც მთლიან მორჩილებაში არ გეყოლება, ამ დიდ ენერგიას რაც ვერძი ღრინაკალის სახითაა მოცემული და ჩუმ ფაქიზ მარა საძაგელ ძალას, რასაც ფლობს თევზი - ძალიან დიდი დესტრუქცივიზმის მოტანა შეუძლია. საკმაოდ თავდაჯერებული ხარ ამ საკითხში.
საერთოდ ეს სამეული რაც შეიქმნა საკმაოდ რთულად სამართავი და დასაბალანსებელი იქნება, მარსი გყავს ტყუპებში და ეს კიდე უფრო გაართულებს ამ საქმეს, ტყუპები ექსცენტრიკები არიან, სულმოუთქმელეი, პირველობის მსურველები, ახლადაღმომჩენები, მიელტვიან ყველაფერს რაც ნაკლებადააა შესაწავლილი, რისკიანები, ავატიურისტები - ამ მხრივ ტყუპი აძლიერებს შენს ვერძს - სიყვარულში და ამ სიყვარულის გამოხატვაში პრაქტიკულად ერთნაირი ქმედებით გამოირჩევი სულსწრაფობით, მალე ინთები - ეს უნდა დაატორმუზოს შენმა ღრინკალმა, აუცილებლად,
მეორეს მხრივ ტყუპებს უარყოფითად მოჰყვებათ, ჭორიკნობა და სარკაზმი, რაც ასევე თევზის უარყოფით თვისებებად გვევლინება , ამას ემატება ღრრიანკალის კარჩაკეტილობა, გესლიანობა და რა ვიცი აბა ეს რითი უნდ ადააბალანსო წარმოდგენა არ მაქვს თანა სცენდატი მერწყუილშია, მერწყულიც საშინლად ნიჰილისტია, მერწყული კი არის ჰუმანური, თავისუფლებისა და კაცთმოყვარე, მაგრამ - თევზის, ტყუპის და ღრინაკალის ამეული, მერწყულის სარკაზს დაიმატებს და არა ჰუმანიზმს, ამიტომ მერწყული უნდა გააძლიერო როგორც შეიძლება.
შენი კარმული პლანეტები იქნება საკმაოდ საინტერესო, მარა ამ ეტაპზე მე რასაც ვხედავ ძალიან კარგი შინაგანი, მისტიური უნარების მფლობელი ხარ, ასევე გაქვს საკმაოდ დიდი სიყვარულის უნარი, შესაძლებლობა გაქვს მიაღწიო ყველაფერს რასაც მიზანდ დაისახავ (ღრიანკალი, მერწყული) მაგრამ ძალიან საკრალურად იკვრება ყველა ერთნაირი ცუდი თვისებების წრე: სარკაზმი, შურისმაძიებლობა, ჩაკეტილობა, ხისტი მიზანსწრაფულობა, ჟინიანობა, ძალიან ძალიან ბევრი უნდ აიმუშავო რომ ეს დაძლიო.
woman_გილოცავ დაბადების დღეს
This post has been edited by alouette on 2 Mar 2010, 10:23