ხოდა ეს მაღიზიანებს სასტიკად
ვერ ვიტან უნებისყოფო ადამიანებს
მერყევებსაც ვერ ვიტან
უნებისყოფობა კიდევ თავისით უპასუხისმგებლობას იწვევს
იტყვის თევზი - ვთქვათ ასე მინდა გავაკეთო და ნებისყოფა არ ყოფნის, ამ დროს აღალატებს ხო სხვას ვინც იმ კონკრეტულ საქმეშია მასთან, ზნაჩიტ თავისი ჩაკეტილობისა და გაუბედავობის გამო უპასუხისმგებლოცაა.
მერე იცის თავის მოტყუება.
კი, გასაგებია რომ ხშირად თავადაც სჯერა რომ ვარსკვლავს მოწყვეტს, მაგრამ ასე რომ არაა?
სჯერა, სჯერა და ბოლოს სხვებიც რომ დაუჯერებენ და ვერ აკეთებს, გამოდის რომ აღალატებს სხვებს, ესე იგი სანდოც არაა ამის გამო :/
თუ გრზნობებზე მიდგა საქმე ხომ საერთოდ :/
უჰ, უყვარს! ვსიო, გიჟდება, იხსნის ვენებს, გონია კუბოს კარამდე ეყვარება, როგორც კი მიაღწევს თავისას და საპასუხო გრზნობაა, იდილიაა, ბრახ და აღარ უყვარს.
როგორია ეს? საშინელებაა :/
თან დაინახავენ ვიღაც უბედურს და ვაიმე, მიყვარს !
კარგი რაა
ესენი მოგწონს შენ?
მე ვაცხადებ კატეგორიულ უარს ასეთ თევზობაზე

პასუხისმგებლობა, ნებისყოფა და მიზანდასახულობა!
აი, ესენი არის კარგი თვისებები და მე ვაფასებ ასეთ ადამიანებს, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ თავადაც მაქვს ეს თვისებები
ვისაც ეს არ აქვს და თევზების 98% ეს არ აქვს, მე არ ვაფასებ!
ახლა გინდა ხელოვანი ეძახე და გინდა XII სახლი