პირადი ჰოროსკოპების შეუთავსებლობის ბრალია.
თორემ ძალიან კარგი წყვილები გამოდის, ბრწყინავენ საზოგადოებაში . . .
ლომი მოხიბლულია მერწყულის ინდივიდუალიზმით, მერწყული ლომის შარმით.
2 განსხვავებული ხედვის არაჩვეულებრივი შერწყმა ხდება, ისე რომ თავისუფლებას ინარჩუნებენ
ლომი მატერიალურ დონეზე მებრძოლია, ხოლო მერწყული მენტალურ
ლომისთვის თავისუფლება ნიშნავს: ექსტრავაგანტულობას, გლამურიან ცხოვრებას,
მერწყულისთვის - ახალი სააზროვნო ჰორიზონტის მოძებნასა და გახსნას.
დადებითი მხარე:
არაჩვეულებრივი აზროვნება: იდეები გენერატორი მერწყული, ფრთების შემსხმელ-ადმინისტრატორი ლომი,
საერთოდ არ არსებობს არანაირი ცხოვრებისეული გამოცდა რასაც ეს 2 ერთად ვერ გაუძლებს,
საერთო ინტერესები: ორივე ეძებს საზოგადოებაში ადგილს, არიან მომთხოვნები, რეალისტები, მდგრადები.
შეუძლებელია ამ წყვილით მანიპულირება - მოკლედ ძალიან მაგარი გუნდია.
ლომს მუდმივ სტიმულს აძლევს მერწყულის მიერ სიყვარულის გამოხატვა,
ორივეს უყვართ გართობა, მუსიკა, კონცერტი, ამავდროულად ავსებენ ერთმანეთს, ლომი უფრო კლასიკისკენ ორიენტირებულია, მერწყული ნოვაციას ეძებს.
სექსუალური თავსებადობაც აქვთ, რომთუ რომელიმეც გენეტიკა ან რაიმე ტრავმა არ უფუჭებს საქმეს,
რამ შეიძლება შემოიტანოს დისონანსი:
ორივე მდგრადი ნიშანია: შესაბამისად საკმარისზე მეტად ჯიუტები და დაჟინებულნი,
ძალიან ძნელია დათმობის და კომპრომისის გამონახვა თუკი მათი ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის,
ამავდროულად ორივენი ძალიან დიდ დროს უთმობენ თავიანთ სოციალურ ცხოვრებას
და ლომმა შეიძლება უკმარისობა განიცადოს, რომ მისი პარტნიორი სათანადოდ არ აღმერთებს,
ხო ზუსტად აღმერთებს, აბა მაგათ უბრალო მოწონება არ აკმაყოფილებთ,
ასევე ძალიან უხეშად გამოხატავს მთელ იმ მესაკუთრულ დამოკიდებულებას რაც მას ახასიათებს,
ხოლო მერწყულიც განიცდის ნაკლულობას - ის ვერ გაიხსნა სრულად ლომთან,
ყველაფრის დასასრული შესაძლოა გახდეს ლომის ცეცხლოვანი შეტევა,
მერწყულს ძალიან დიდი ლავირების უნარი აქვს და ჩიხურ სიტუაციებშიც თუკი ადამიანი უღირს საურთიერთობოდ გამოძებნის III გზას,
მაგრამ მას არ შეუძლია აიტანოს დაძაბული ემოციური ფონი, რაც ლომის შეტევებს ახასიათებს, ის ხომ ცეცხლის სტიქიისაა,
და ამ დროს მერწყული დაიწყებს თავისი შინაგანი ცინიზმით ლომზე საპასუხო შეტევის მიტანას,
რაც ამცრობს ლომის თავმოყვარეობას, ამ დროს გამოდი ფაფრიანი წყობიდან, ხდება ხისტი, რქიანი,
მერწყული კი მეთოდურად აჭერს ფეხს ლომის ყველაზე მნიშვნელოვან ნერვს,
როცა ლომი მერწყულის გასანადგურებლად გაიწევს, მერწყული აორთქლდება

მზე vs სატურნ/ურანის შერკინებაა.
This post has been edited by alouette on 27 Feb 2010, 22:46