woman_იყო საქართველო დიდი და ძლიერი,
მტერი ძლეული და მტერი ოტებული..
ეს მაშინ, როდესაც ამ ქვეყნად მეფობდა
დავით, აღმაშენებელად წოდებული!
რატომ დავცოტავდით, რატომ დავბეჩავდით?
იცით, ეს კითხვები სიმშვიდეს მიკარგავს..
წინ რატომ დაუდგნენ მაჰმადიანები
ქვეყანას ღვთისაკენ მორჩილად მიმავალს?!
ძალზე ბევრს ეცადნენ, ძალზე ბევრს ეცადნენ,
მაინც ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვიმორჩილეს!
დღეს კი ეს ქვეყანა მდიდარ ამერიკას,
ინგლისს და საფრანგეთს მონურად მორჩილებს!
მჯერა გაბრწყინდება კვლავაც იბერია,
გვირგვინს დაიდგამენ კვლავ ბაგრატიონნი,
მადლით გადმოხედავს მთლიანს საქართველოს
მტკვრის პირას აზიდული დიადი სიონი!
აჰა

მე-6 კლასელი თხის რქის შემოქმედებაა