31 დეკემბერს ვარ დაბადებული 1983 წელს
დილით 10:00-10:20
(რაღაც ამ დროს)
ხოდა რა მაინტერესებს მაგარი უაზრო...კი არადა გაუგებარი ტიპი ვარ, არ ვიცი რა მინდა, ვერაფერს ვუდებ გულს, ყველაფერი მბეზრდება. არადა თAვს არ ვიქებ მარა ბევრი რამის ნიჭი მაქვს.
აბსოლიტური მუსიკალური სმენა და კაი ხმა მაქვს, შემეძლო წარმატებული მომღერალი/მუსიკოსი გამოვსულიყავი
მაქვს ხატვის ნიჭი, სივრცის აღქმის უნარი-შემეძლო ძაან კარგი არქიტექტორი, დიზაინერი ან მხატვარი გამოვსულიყავი. მინანქარს და ხელსაქმის სხვადასხვა დარგებს ბავშვობიდან უცებ ვუღებ ალღოს და ძაან სწრაფად ყველაზე კარგად ვაკეთEბ ყველაფერს
ვარ ძალიან სპორტული, დახვეწილი მანერების,მოქნილი და ძLიერი(არ დამცინოთ

)-კარგი სპორტსმენი ან მოცეკვავე დადგებოდა ჩემგან(სადაც მივედი 1 თვეშI დავანებე თავი არადა მასწავლებლები სახლშI მირეკავდნენ და მშობლებთან საქმეს მიწყობდნენ იარეო)
კაროჩე ყველა საგანში ძლიერი ვიყავი და უპრობლემოდ გავყვებოდი ნებისმიერ პროფესიას, ჰუმანიტარულსაც, ტექნიკურსაც და საბუნებისმეტყველოსაც
მაგრამ ჯერ იყო და პროფესია ვერ ავარჩიე, იმენნა ვერ მივხვდი რა მინდოდა, ხან რა დამევასა ხან რა...ავირჩევდი,დავიწყებდი მეცადინეობას და 2 კვირაში ესე ვიყავი

და ვანებებდი თავს
მერე ძლივს ჩავაბარე, (საბუთების შესატანად რომ შევედი იქ გადავწყვიტე

)
ის რომ დავამთავრე აბსოლიტურად განსხვავებული პროფესია ავირჩიე და ახლა იქ ჩავაბარე
რატომ ვარ ესეთი უაზრო? არ ჯობდა 1 რამის ნიჭი მქონოდა და პატიოსნად გავყოლოდი?
გარცხვენთ თხის რქებს

მაგრად მიტყდება. რით ვუშველო თავს?
საქართველო უპირველეს ყოვლისა...