ასტეროიდების გავლენაზე ვკითხულობდი ეხლა და ბარემ დავწერ იმ ასტეროიდებს რომელიც ჩემს პირად ჰოროსკოპში აღმოვაჩინე...
და მაინტერესებს როგორც პლანეტები ყველა ასტეროიდი ყავს ყველა ადამიანს თუ როგორც ნიშნები, მხოლოდ ნაწილის გავლენა შეიძლება ქონდეს???
ჰირონი _ (კუროში მყავს, პირველ სახში) განასახიარებს სიბრძნეს, სამართლიანობასა და კეთილგანწყობას ადამიანების მიმართ. ასრულებს ადამიანსა და უმაღლეს სისტემებს შორის (შვიდი ძირითადი პლანეტა და უმაღლესი პალენტები) მეგზურის ფუნქციას, ამით ადამიანს უხსნის გზას შორეული ევოლუციისკენ... მიეკუთვნება მერკურის უმაღლეს ოქტავას. საკუთარ თავს ავლენს უფრო მეტად მშვილდოსანსა და სასწორში. პირად ჰოროსკოპში იგი მიუთითებს ადამიანის გამაწონასწორებელ გზაზე. აგრეთვე მიუთითებს იმ სფეროებზეც, რომელშიც ადამიანმა შეიძლება გამოამჟღავნოს გაორება, მერყეობა და გარდასახვა.
ვესტა _ (ტყუპებში, მეორე სახლში) ყველაზე მკაცი ასტეროიდებს შორის. რაღაცით ჰგავს სატურნს, ოღონდაც ფემინისტურ ვარიანტში (აფერხებს პროცესებს, ქმნის სიცივეს, მარტოობისკენ და მარტოსულობისკენ სწრაფვას ამძაფრებს, ქმნის კრისტალიზაციის ტენდენციას, დაგვიანებული გეგმებსა და მათ მიღწევებს ამუხრუჭებს). ამ ასტეროიდის გავლენით ადამიანი საკუთარ თავს აქცევს მკაცრ ჩარჩოებში და ამას ითხოვს სხვებისგანაც.
იუნონა _ (კუროში, მეორე სახლში)კავშირი და ურთიერთგაგება. ძირითადი გამოხატულება - გრძნობები. ეს არის მფარველობის, მფარველის გრძნობა, რომელიც შესაძლებელია უარყოფით ვარიანტში დეფორმირდეს ეჭვიანობის გრძნობაში და არასასურველ ჯიუტობაში. შეუძლია გამოიწვიოს სიბრაზე, განრისხება, შურისმაძიებლობა და საკუთარი თავის წარმოჩინების სურვილი. პოზიტიურ ვარინტში ეს ასტეორიდი ადამიანში ასხივებს შარმს, მიმართავს ადამიანის ენერგიასა და სინათლეს სხვათა დახმარებისკენ.
ცერერა _ (თევზებში, მეთორმეტე სახლში) დაკავშირებულია ყურადღებასთან, გამოკვებასთან, სხვა ადამიანებზე მზრუნველობასთან და ადამიანების წინაშე ვალდებულებასთან. უარყოფით ვარინტში იგი პასურობასთან, წარუმატებლობასთან, ადმიანების დახმარებისა ან მათთვის ემოციური მხარდაჭერის მიცემის სურვლის ან შესაძლებლობის არქონასთან ასოცირდება. ცერერა დაკავშირებულია საიდუმლო არარეალიზებულ იმედებთან, ოცნებასთან, შიშებთან, რომელიც გადაეცემა დედიდან შვილზე. ეს ასტეროიდი მართავს როგორც ქალწულს, ასევე კირჩხიბსაც, როგორც დედა და ქალური საწყისის ასტეროიდი. ცერერა ასევე არის მასწავლებელი სხვებთან ჩვენი მენტალური შვილების (პროდუქტიული იდეები, შემოქმედებები და საქმეები) გაყოფის შესახებ.
პალადა _ (მერწყულში, მეტერთმეტე სახლში)შემოქმედებითი გონების პრინციპი, იგი მფარველობს სასწორებსა და მერწყულებს. გარდა ამ ნიშნებისა იგი, ასევე მფარველობს ლომებსაც. გარდა შემოქმედებითი გონების პრინციპის დატვირთვისა, პალადა, იგივე ათენა-პალადა არის მარსის ქალური საწყისი, როგორც მებძოლი ქალი, რაც განაპირობებს მის სამართლიანობისკენ სწრაფვას, კერძოდ სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვას და ადამიანში ანვითარებს სიბრძნეს. ამ კუთხით იგი, ასევე, მფარველობს ვერძს.
ბედის ბორბალი _ (კირჩხიბში, მესამე სახლში) ეს არის ყველაზე აუცილებელი და ზუსტი მაჩვენებელი ბედნიერების წერტილისა.
პოლარული ვარსკვლავი (ტყუპებში, მეორე სახლში)-ამ ვარსკვლავის (პოლარული ვარსკვლავი) საყოველთაოდ მიღებული სახელწოდებაა კინოსურა, რაც ქართულად ძაღლის კუდს ნიშნავს. იგი პატარა დათვის თანავარსკვლავედის ჩამჩის სახელურის ბოლოსაა განლაგებული და ალფა ვარსკვლავს წარმოადგენს. მას უწოდებენ აგრეთვე: ალრუბაკას, პოლარისს, ნავიგატორს და ა.შ. კინოსურა ჩრდილოეთ პოლუსის თავზეა განლაგებული და მასზე დედამიწის წარმოსახვითი ღერძი გადის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა ვარსკვლავი მის გარშემო ბრუნავს.
ჩრდილოეთ პოსულთან ახლოს მცხოვრები ბურიატები კინოსურას ალტან-გადას უწოდებენ, რაც ქართულად ”ოქროს სოლს” ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, იგი ცხრა ბრძენმა მჭედელმა გამოჭედა, რათა ცაში ნახვრეტი ამოექოლათ, რომ წამოსულ წყალს დედამიწა არ წაელეკა. ყაზახურ ეპოსში კი კინოსურას ტემირ-კაზიკს (ქართულად - რკინის ლურსმანს) უწოდებენ. პატარა დათვის თანავარსკვლავედის სხვა მნათობები კი იმ ცხენის ლაგამს წარმოადგენდნენ, რომლებიც ამ ლურსმანზე იყო გამობმული. ბერძნულ მითში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გადააქცია ზევსვმა, ჰერასგან გარიდების მიზნით, არკადიელი ფერია კალისტო და მათი ვაჟი არკადი პატარა დათვის თანავარსკვლავედად. ნიმფა კინოსურა კი არკადის სატრფოა, რომელიც მუდმივად მასთანაა.
საზოგადოდ, კინოსურა უფრო იმ ადამიანებზე ზემოქმედებს, რომლებიც ზუსტად შუაღამეს ან შუადღეს, ანდა გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისა და ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობის დღეებში არიან დაბადებულნი. სხვადასხვა დროის სწავლულნი და ასტროლოგები (პტოლემე, დევერი, ებერტინი, ჰოფმანი) კინოსურას შესახებ საკუთარ ინტერპრეტაციებს გვაწვდიდნენ, თუმცა, ყველანი აღნიშნავდნენ, რომ თვისებებით იგი სატურნს უფრო წააგავდა, ვიდრე მზეს ან ვენერას. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ კინოსურა კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტისათვის დადებით ასპექტებს ქმნის, მაშინ ამ პიროვნებაზე იგი პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს და იქნება მისი მეგზური, დამხმარე, მუდმივად მართებული გზის მიმნიშნებელი. უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში კი უბოძებს ხასიათის ცვალებადობას, თვალთმაქცობას, მელანქოლიას, ავადმყოფობას.
და
ლილიტი (თევზებში მეთორმეტე სახლში) - მაცდური, ეშმაკი, ბოროტი ძალა, რომელიც შემოგვრჩა წინა ცხოვრებიდან, რომელიც ხელს გვიშლის იმ სფეროებში, რომელსაც მართავს, ანუ რომელ სახლში და ზოდიაქოს ნიშანშიც იმყოფება.