#54618327 · 7 May 2019, 01:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
numberone1
| QUOTE | | ჯერ ერთI შეგატყვე რომ ძაან მოცლილი ხარ და საქმე იპოვე აქ. ჩასაფრებული ხარ რომ ვინმე გალანძღო |
არა ვერთობი უბრალოდ
| QUOTE | | შენს მიერ დანახული რეალობა დაანახო. |
nope. ექსპერიმენტებით დამტკიცებადი რეალობა რაც სხვა რამეებშიც შეგიძლია გამოიყენო და ვიყენებთ.
| QUOTE | | შენ გაქვს სუბიექტური აზრი როგორვ ყველა ადამიანი განსხვავდება და ყველას აქვს თავისი სუბიექტური აზრი. ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენ მართალი ხარ რახან შენ ეგრე ფიქრობ. |
სუბიექტური აზრის გარდა შემიძლია ფაქტების მოყვანა და რასაც ვამბობ იმის დამტკიცება, შენგან განსხვავებით | QUOTE | | რატო უნდა ვიარო სხვის აზრებზე როდესაც ჩემი გამაჩნია და მინდა რომ ჩემი შეხედულებებით ვიცხოვრო |
სხვისი აზრის მიღებას არავინ გთხოვს (მამენტ მორწმუნეობა ეგაა რეალურად). რეალობის სკეპტიკურად დანახვას მეტად გადამოწმებას და ფაქტების გააზრებას უფრო "ვითხოვ" (რეალურად არაფერს ვითხოვ სხვა გზა რო არსებობს და სიბნელიდან გამოსვლა შესაძლებელია მაგას ვამბობ მარტო და შენ რაც გინდა ის ქენი  ) | QUOTE | | შენ რარაცის რომ არ გწამს და არ გჯერა არ ნიშნავს რომ არ არსებობს. |
და შენ რო გჯერა არ ნიშნავს რომ არსებობს  ხვდები? მტკიცებულები გარეშე დაჯერებაა სისულელე. და მტკიცებულებასაც გააჩნია თან. უჩინარი მფრინავი მარტორქა ცხენის რო მჯეროდეს რეალურს ვერ გახდის მაგას ჩემი რწმენა. | QUOTE | | შენ გჯერა რომ ალბათ ადამიანები მაიმუნებისგან არიან წამოსულები და მსგავსი რაღაც რაც დასაბუთებულით არ არის მეცნიერების ვარაუდია. |
წარმოდგენა არ გაქვს ბიოლოგიაზე (არც მქონდა იმედი)
| QUOTE | | კარგია მეცნიერება და რაღაცის კვლევა და აღმოჩენა მაგრამ ეგ არ გამორიცხავს რომ ღმერთI არსებობს. |
რომელი ღმერთი? ქრისტიანობა რო სისულელე და ზღაპარია მაგის ძალიან კარგად ახსნა შეიძლება (გაითვალისწინე რომ მაგის რეალურობის მტკიცებულება გაქვს 0, მთელი 2000 წლის მანძილზე).
| QUOTE | | დაჯე მეცნიერებიც არ უარყოფენ მაგ ფაქტს. |
მეცნიერები არ უარყოფენ რაღაცის არსებობას რამაც სამყარო შექმნა. და კი შეიძლება მართლა არსებობს რამე მსგავსი მაგრამ რო არ უარყოფ ეგ ნიშნავს რომ შესაძლებელია იყოს და არა იმას რო უეჭველი არსებობს.
| QUOTE | | შენ თუ ღმერთის არ გწამს მე რაც არ უდნა გიმტკიცო ვერ დაგაჯერებ მაგაში თან მეზარება. |
მეცნიერული მეთოდით თუ დაამტკიცებ მაგას და ექსპერიმენტები გამეორებადი იქნება ხელს ჩამოგართმევ და გეტყვი რო მართალი ხარ და დავიჯერებ | QUOTE | | ეგეც რაღაც ეტაპია ალბათ შენს ცხოვრებაში მოვა დრო და იწამებ. |
მეტი ვეღარაფერი მოიფიქრე? | QUOTE | | არის რაღაცეები რაზეც მეცნიერებს არ აქვთ პასუხი და ვერც ექნებათ. |
ცდილობენ მაინც რო ქონდეთ. რაღაც ერთ წიგნს არ აღიარებენ კანონად და არ თვლიან რო მანდ იწყება და მთავრდება სიმართლე (და იასნად არც არის ეგრე)
| QUOTE | | ბრინჯაოს ხანის მითოლოგიის ნუ დაიჯერებ ახალი აღთქმა წაიკითხე ბიბლია წაიკითხე. |
ძველი აღთქმაა ბრინჯაოს ხანის დროინდელი და ახალი აღთქმა რკინის ხანის  რო წავიკითხე მაგიტო არ მჯერა. | QUOTE | | წადი მონასტერში ბერებთან |
ვერ წარმოიდგენ რამხელა გამოცდილება მაქვს მაგის
| QUOTE | | შენი აზრით ალბათ ეგენიც გიჟები არიან განდეგილად რომ ცხოვრობენ ტყუილად |
გიჟები არ არიან ძალით იავადმყოფებენ თავებს იდეის გამო. ნუ ხანდაან გამოერევათ კიდევაც შიზოფრენიკი (ოფიციალური დიაგნოზებიც არის მაგის და სალოსობაზზე არ დაიწყო ლაპარაკი გამეცინება). შენთვითონ დაფიქრდი. მუდმივად არანორმალური კვება (მარხვა) + არარსებული სქესობრივი ცხოვრება და არეული ჰორმონალური სისტემა (ქალწულება) + არანორმალური ძილი (მღვიძარება, ღამე ლოცვა) + სისულელეების რწმენა და მუდმივი შიშები რაც პარანოიაში გადადის (ბოროტი სულები) -- ჯამში იღებ ჰალუცინაციებს როგორც ვიზუალურს ისე აუდიტორულს და დაჟე ტაქტილურსაც (ხედავენ რაღაცებს, ხმები ესმით, შეხებაც შეიძლება იგრძნონ). არ არი ექიმის დიპლომი საჭირო რო მიხვდე რასაც ვამბობ.
| QUOTE | | გიჟმა ფროიდმა რაღაც უაზრობა დაწერა ამათმაც ისწავლეს ყველაფერს ჰალუცინაციას და ბოდვას მიაწერენ. |
ბევრი ფსევდომეცნიერული უაზრობა აქვს მაგას კი ნამდვილად.
| QUOTE | | კომპიუტერს ვეღირსე? ეს რა მომხდარა. მარტო მე ვეღIრსე? უმადური არ ვარ მაგრამ სამყაროს განვითარებას მოყვება ეგ ყველაფერი. მაგის გამოგონებაში ფულს შოულობს ხალხი ტყუილად ვინ რას გამოიგონებს და მიგაწვდის ღადაობ? |
და რა არის ცუდი იმაში რომ ადამიანმა დამსახურებული ანაზღაურება მიიღოს?
| QUOTE | | მოკლედ რა ისე მტკიცედ დგახარ შენს პოზიციაზე რომ ადამიანი აზრს ვერ შეგაცვლევინებს არც ვცდილობ. შენ პიროვნება ხარ და გაქვს შენი პოზიცია მე რა უფლება მაქვს შეგაცვლევინო. |
მართალი თუ ხარ უფლება კი არა რაღაც პონტში მოვალეობაც გაქ რო გამაგებინო სიმართლე და სიამოვნებით მოვისმენ მაგას.
|