Marikuna.
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2637
წევრი No.: 51260
რეგისტრ.: 12-January 08
|
#18697342 · 26 Mar 2010, 17:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს მე: ასცენდენტი მშვილდოსანში გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანის ფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა. ხასიათი: ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.
ეს ისე : D
ასცენდენტი ვერძში გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წაგრძელებული სახითა და მაღალი ყელით, შავგვრემანი და ან მოწითალო თმებით, სქელი წარბებით, შესაძლოა, თავზე ან სახეზე ნაიარევი ჰქონდეს. ხასიათი: აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და პატივმოყვარეა. ყოველთვის პირველობას ცდილობს და ნებისმიერი წამოწყების მოთავეა. მიზანს ადვილად აღწევს. მტრობის დროს იმპულსურად მოქმედებს, თუმცა, სუსტი მოწინააღმდეგეგა და იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ, ბევრ შეცდომას უშვებს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.
ასცენდენტი კუროში გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, დაკუნთული მხარ-ბეჭით, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, მოკლე და სქელი კისერი, ფართო ცხვირი და დიდი ტუჩები, ღია ფერის თვალები, მუქი თმები. ხასიათი: ნელი, ზარმაცი, ჯიუტი, პრაქტიკული, ხელოვანი, მიდრეკილება აქვს კომფორტისადმი, უყვარს ლამაზი ნივთები, ლამაზი ადამიანები, გემრიელი საჭმელი, გურმანია. კონფლიქტის დროს დიდხანს ითმენს, მაგრამ შემდეგ ყველაფრის წალეკვა ძალუძს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.
ასცენდენტი ტყუპებში გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, კარგი აგებულების, გრძელი ხელ-ფეხით, მოძრაობს მსუბუქად და სწრაფად, ახასიათებს დახვეწილი მოძრაობები და ჟესტიკულაცია. პირი ფართო აქვს, მაგრამ ტუჩები - თხელი. სახის კანი მუქი, თვალები ნაცრისფერი ან თაფლისფერი. აქვს გამჭოლი მზერა. ხასიათი: ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელურია და იოლად შედის კონტაქტში, მოაზროვნე და ინტელექტუალურია. უყვარს სწრაფი ლაპარაკი. იკვებება ზომიერად. მტრობის დროს შეურიგებელია და ბევრს ილანძღება. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელის თითები, ლავიწი, ხელის ძვლები.
ასცენდენტი კირჩხიბში გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, ჩასხმული. მრგვალი ან ოვალური სახე (სავსე მთვარის ან ნახევარმთვარის მსგავსი), დიდი და მეტყველი თვალები, ხშირი წარბები, პატარ ხელები და ფეხები. ხასიათი: ემოციური, გულჩათხრობილი, გაუბედავი, ახასიათებს გრძნობების სიმძაფრე, მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე და მისთვის ოჯახური კეთილდღეობა ბევრს ნიშნავს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გულმკერდი, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.
ასცენდენტი ლომში გარეგნობა: სწორი აგებულებისაა, ახასიათებს ამაყად გამართული სიარული. აქვს ნათელი სახე, დიდი მრგვალი თავი, ღია თმები (ხშირად ოქროსფერი), ამპარტავნული მზერა. ხასიათი: ამაყი, ენერგიული, ნებისყოფიანი, შეუპოვარი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა, კონცენტრირებული მხოლოდ საკუთარ თავზე, მოსწონს როდესაც ამჩნევენ და პატივს სცემენ. გაბრაზებისას აგრესიული ხდება. მტრობისას ბოლომდე იბრძვის და ძალუძს მოწინააღმდეგის განადგურება. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: გული, გულსისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა.
ასცენდენტი ქალწულში გარეგნობა: მაღალი, ტანადი, გამხდარი, ახასიათებს ფიზიკური ამტანობა, მრგვალი სახე, მუქი თმები. ხასიათი: პრაქტიკული, პრინციპული, ცნობისმოყვარე, შეუძლია უწვრილმანესი დეტალების შემჩნევა, კირკიტაა, მისთვის ინფორმაცია ბევრს ნიშნავს. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლის ქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.
ასცენდენტი სასწორში გარეგნობა: საშუალო ტანის, კარგი აგებულების, ღია ფერის თმები, ოვალური სახე, სწორი ცხვირი, ცისფერი ან თაფლისფერი თვალები, ხორბლისფერი სახე, თბილი და გულისხმიერი გამოხედვა. ხასიათი: კომუნიკაბელურია, უყვარს პარტნიორები და ვერ იტანს მარტოობას, ძალზე განვითარებული აქვს სამართლიანობის გრძნობა, უყვარს როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, უყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა. მოღვაწეობს ხელოვნების ფართო სპექტრში, ასევე მისთვის საინტერესოა დიპლომატია და იურისპრუდენცია. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.
ასცენდენტი მორიელში გარეგნობა: საშუალო ან საშუალოზე დაბალი, ჩასხმული და ძლიერი აგებულების. მასიური კისერი, ხვეული თმები, ფართო პირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჰიპნოზური მზერა. ხასიათი: ენერგიული, ნებისყოფიანი, თუ მიზნის მიღწევა სურს არაფერს ერიდება და ყველაფერზეა წამსვლელი, მისი პრინციპია: ან ყველაფერი, ან არაფერი. შეუძლია საკუთარი ემოციების დაფარვა. ხანდახან ცინიკურია. მტრობისას მეტად საშიშია და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.
ასცენდენტი მშვილდოსანში გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, სრული აგებულები, მოწითალო კანის ფერი, ოვალური სახე, მოგრძო ცხვირი, მეტყველი გამოხედვა. ხასიათი: ოპტიმისტი, პატივმოყვარე, სამართლიანი, პრობლემების მოგვარებას პატიოსანი გზებით ცდილობას, თუმცა, კონფლიქტის დროს მუშტი-კრივზე გადასვლაზეც თანახმაა. საუბრისას აქვს დამაჯერებელი ტონი. ხანდახან სარკასტულია. ძალზე აფასებს თავისუფლებას. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.
ასცენდენტი თხის რქაში გარეგნობა: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, წვრილი მკერდი, ვიწრო მხრები, გრძელი ხელები, სახის უხეში და უსწორმასწორო ნაკვთები, მასიური ნიკაპი, მუქი თვალები, სქელი თმა, მოძრაობს ნელა და არაგამართულად. ხასიათი: მომთმენი, მიზანსწრაფული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი ყველა ქმედება წინდაწინ არის გათვლილი, შეუძლია წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვა. მისი დევიზია: "სხვებმა იფიქრონ და იოცნებონ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ". ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, ხრტილები.
ასცენდენტი მერწყულში გარეგნობა: საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მაღალი, ჰარმონიული აგებულების, მოგრძო სახე, ნათელი კანის ფერი და ნათელი თვალები, მუქი ფერის თმები, მკვეთრად გამოხატული ნაკვთები, გულისხმიერი მზერა. ხასიათი: ორიგინალური, ხანდახან კი ექსცენტრიულია. დამოუკიდებელი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, უყვარს საზოგადოება, ჰუმანურია. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.
ასცენდენტი თევზებში გარეგნობა: დაბალი, მიკლე ხელ-ფეხი, მიდრეკილია სიმსუქნისადმი, თეთრი კანი, მუქი თმები, დიდი ცისფერი წყლიანი თვალები, ხასიათი: მეოცნებე, ფანტაზიორი, აქვს შემოქმედებითი გამოგონების ნიჭი, ხელოვანია, აქვს იუმორის დახვეწული უნარი, მაგრამ ეხერხება ტყუილიც. მიდრეკილია რელიგიისადმი და მისტიკისადმი. ენერგეტიკულად სუსტი წერტილები: ხელისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა.
|