imbalanceდა მარტო ასტროლოგია მუშაობს წარმატებით
შეგვიძლია შევადგინოთ განყოფილების ჰოროსკოპი და ვნახოთ რამდენად განვითარებადია ასტროლოგია ამ თემაში ცოდნის მხრივ
* * *
Аndy_Kaufmanასცენდენტი (ASC) ლათინური სიტყვაა და "აღმავალს", "ამომავალს" ნიშნავს. ის ეკლიპტიკის წერტილია (ზოდიაქოს გრადუსი), სადაც ეკლიპტიკა კვეთს ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილს დროის მომენტსა და გეოგრაფიულ ადგილში კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში, ანუ პიროვნების დაბადების მომენტში ამომავალი ეკლიპტიკის უკიდურესი აღმოსავლეთ ადგილი (ე. ი. ის ადამიანის დაბადების საათით გამოითვლება). იმდენად რამდენადაც დედამიწა ტრიალებს და მისი ყოველი მონაკვეთი ყოველდღიურად გადის მთელს ზოდიაქოს. შესაძლებელია ასცენდენტი დღე-ღამის განმავლობაში ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანში მდებარეობდეს (კონკრეტულად კი ის ყოველ ორ საათში ერთ ზოდიაქოს ნიშანს გადის). მისი ცოდნა ადამიანს საშუალებას აძლევს გაარკვიოს თუ როგორია ადამიანი გარეგნულად, როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროზე, როგორია მისი იმიჯი, როგორ ავლენს თავის შინაგან ბუნებას.
ასცენდენტის გამოთვლა ასტროლოგებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი ამას სპეციალური ცხრილებით ახერხებენ, ან უკეთეს შემთხვევაში ასტროლოგიურ პროგრამებს იყენებენ. ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი ამის გაგება ოდნავ ძნელი საქმეა, თუმცა, თუ ელემენტარულ მოთმინებას გამოიჩენთ, მოიმარჯვებთ იმ წლის ჩვეულებრივ, კედლის კალენდარს რომელ წელსაც თქვენ დაიბადეთ და გამოიეყენებთ ქვემოთ მოყვანილ ფორმულას, პრობლემები უკანა პლანზე გადაინაცვლებს და თქვენ საკუთარ თავზე კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებთ (თუმცა, ამის გარდა ზუსტად უნდა იცოდეთ საკუთარი დაბადების საათი, უკეთეს შემთხვევაში წუთიც, რადგან ასტროლოგიაში ოთხი წუთის განსხვავება ერთ გრადუსს შეცდომას იძლევა, რასაც ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციამდე მივყავართ).
მაშ ასე, კალენდრით უნდა გაარკვიოთ თქვენი დაბადების დღეს როდის ამოვიდა მზე, როდესაც ამას გაარკვევთ, ერთი ნაბიჯიღა დაგრჩებათ საკუთარი ასცენდენტის დასადგენად.
ასცენდენტის ფორმულა:
- თუ თქვენ ხართ ვერძი და დაიბადეთ მზის ამოსვლის მომენტში, მაშინ თქვენი ასცენდენტი პირველ ნიშანში, ანუ ვერძის ზოდიაქოში იქნება.
- თუ თქვენ მზის ამოსვლიდან 2-4 საათის შემდეგ მოევლინეთ ქვეყანას, მაშინ თქვენი ასცენდენტი უკვე შემდეგ ნიშანში, ანუ კუროში იქნება გადასული.
- თუ მზის ამოსვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მესამე ნიშანში იქნება.
- თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლა შორის დაიბადეთ, ASC მეოთხე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეხუთე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეექვსე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლისას დაიბადეთ, ASC მეშვიდე ნიშანში ეძებეთ.
- თუ მზის ჩასვლიდან 2-4 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მერვე ნიშანშია.
- თუ მზის ჩასვლიდან 4-6 საათის შემდეგ დაიბადეთ, ASC მეცხრე ნიშანში იქნება.
- თუ თქვენი დაბადება დაემთხვა მზის ჩასვლასა და ამოსვლას შორის დროის ზღვარს, ASC მეათე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 4-6 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთერთმეტე ნიშანშია.
- თუ მზის ამოსვლამდე 2-4 საათით ადრე დაიბადეთ, ASC მეთორმეტე ნიშანშია.
პ. ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასცენდენტის ძებნისას ზოდიაქოს ნიშნების გადათვლა "საკუთარი" ნიშნიდან უნდა დაიწყოთ (თუ კურო ხართ და მზის ამოსვლისას დაიბადეთ, ASC კუროში იქნება და ა. შ.).
geoastrolog-ის განმარტებაა მგონი ეს
This post has been edited by SenatoR on 1 Oct 2009, 02:11