ეს ორი თვის წინ დამესიზმრა დაახლოებით... მეშვიდე გვერდზე დევს ეს პოსტი და რადგან აქტუალური გახდა, ვიფიქრე დაგაინტერესებდათ და გადმოვაკოპირე

მხოლოდ იმას დავამატებ რომ ამ სიზმარში პირველად ვიფრინე... პირველად მქონდა ფრთები და ამან სიამოვნების ნაცვლად ტკივილი მომანიჭა... დანარჩენი ვრცლად ქვემოთ იხილეთ

2 სიზმარია გადაბმული...
პირველი იყო რამდენიმე დღის წინ... როცა დამესიზმრა რომ ბევრი ვიყავი და საკუთარი თავი შემეძლო გვერდიდან დამენახა, და ჩემი "ბევრი მეს" ნებისმიერის თვალით (არ ვიცი რამდენად გასაგებად ვწერ) უბრალოდ ერთდროულად თან ყველა "მეს" თვალით და თან ცალ ცალკეც.... სიზმარი იყო მოკლე, უბრალოდ როცა ეს ყველა მე შევერთდი და გავერთიანდი ერთი დიდი გუბე დარჩა, რომელიც ძალიან გავდა გუდრონს და რომელის იყო ცოცხალი ორგანიზმი... ამ შავმა მასამ მკითხა მინდოდა თუ არა გამეგო ვინ ვიყავი ოღონდ კი არ მითხრა თითქოს ჩემში იყო ეს ხმა შიგნით... და ამ დროს ისე შემეშინდა ვიფიქრე სადაც გინდა იქ ვიყო ოღონდ აქ არათქო და ამ დროს გამეღვიძა...
წუხელ ვხედავ სიზმარს, რომ სახლში სამზარეულოში ვზივარ და კარს მიღებს ჩემი ერთ-ერთი მე, მერე მეორე შემოდის და აივანზე რომ გავედი მთელ ეზოში მე ვიდექი, ანუ ბევრი მე და ქუჩაშიც რომ გავედი სულ სავსე იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდი...
და ამ დროს ისევ ის ხმა იყო ჩემში შიგნით და მითხრა რომ მინდოდა თუ არა გამეგო ვინ ვიყავი და ამ ყველამ სათითაოდ დაიწყეს ცოტა შეცვლა, აი როგორ იცი ფიზიკურად კი არა მაგრამ ისე რომ იცვლება მენტალურად რომ გარეგნობაზეც აისახება, რაღაც ცხოველური იყო ყველაში... აი როგორც ველურ ცხოველებს ახასიათებთ გამოხედვა სახის მიმიკა, დგომა სიარული, ზოგი ოთხზე დადგა, და ყველა ეს ჩემი "მეები" დამედევნნენ...
მახსოვს რომ ავედი სახლის სახურავზე იმიტომ რომ მარტო იქ არ იყვნენ მაგრამ ამომყვნენ და ბევრი სირბილის შემდეგ ერთი მაღალი სახლის სახურავზე აღმოვჩნდი საიდანაც სხვა სახურავზე ვერ გადავიდოდი, არადა უკან ისინი ანუ მე მოვდიოდი და ძირსაც ისინი იყვნენ...
და ცხოვრებაში პირველად მთელი გულით ვინატრე რომ მქონოდა ფრთები, იმიტომ რომ უეჭველი უნდა გადავმხტარიყავი იქიდან...
და მოკლედ რომ გადმოვხტი გული ისე მიცემდა ვიფიქრე რომ გასკდება მორჩა და ამ დროს გავჩერდი ჰაერში და დავეკიდე თითქოს, მთელი ზურგი ამტკივდა საშინლად და თავი რომ მივატრიალე რომ შემეხედა ღამურას ფრთები მქონდა და კი არ მივფრინავდი რასაც ქვია ვფარფატებდი... და თან ყველა მოძრაობა ამ ფრთის მტკიოდა და გამეღვციძა...