მზე-მთვარის შუა წერტილიმზისა და მთვარის შუა წერტილი, ძალიან მგრძნობიარე და პერსონალური ადგილია ნათალურ რუკაში. ეს არის მატერიალური წერტილი, შუა ადგილი ჩვენი მზისა და მთვარის მდებარეობას შორის. მისი მდებარეობა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის ურთიერთობის მოთხოვნილება გვაქვს ჩვენ. იგი აგრეთვე განისაზღვრება როგორ "შინაგანი ქორწინების" მდებარეობა, და განსახიერებს იმ ფორმას როგორაც ვამყარებთ მჭირდო, პიროვნულ კავშირებს. ამ წერტილის განხილვა მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ურთიერთობის ანალიზისას, განსაკუთრებით კი ნათალური რუკის.
შუა წერტილი ჩვეულებრივად ასპექტირდება პლანეტებთან და ამით გარკვეულწილად გადასცემს კიდეც თავის ხასიათს დადებითი ან უარყოფითი გზით.
მაგ: თუ ვენერას აქვს ნებისმიერი ასპექტი მზის და მთვარის შუა წერტილთან:
ვენერა = მზე/მთვარესინასტრიაში მზე/მთვარის შუა წერტილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უმეტეს მაშინ როდესაც ის კავშირს ამყარებს პარტნიორის მზესთან ან მთვარესთან. იგი არის მიზიდულობის მაჩვენებელი. ბევრი ასტროლოგი ამტკიცებს, რომ ეს წერტილი არის ქორწინების ერთ-ერთი განმსაზღვრელი. შემდეგი კავშირები მნიშვნელოვანია სინასტრულ რუკაზე:
როდესაც ერთი პარტნიორის მზე ასპექტირდება მეორის მთვარესთან, ან ერთის მზე/მთვარის შუა წერტილი ასპექტირდება მეორის ნებისმიერ პლანეტასთან (აქაც უპირატესობა ენიჭება მზეს და მთვარეს.)
როგორ გამოვთვალოთ მზე/მთვარის შუა წერტილი:ამისთვის საჭიროა, ზოდიაქოს 360 გრადუსიანი წრე დავყოთ თანაბარ 12 ნაწილად. ამით დავადგენთ თითოეული ზოდიაქოს ათვლის წერტილს:
ვერძი - 0
კურო - 30
ტყუპები - 60
კირჩხიბი - 90
ლომი - 120
ქალწული - 150
სასწორი - 180
მორიელი - 210
მშვილდოსანი - 240
თხის რქა - 270
მერწყული - 300
თევზები - 330შუა წერტილის გამოსათვლელად მზის და მთვარის მდებარეობების გრადუსული მაჩვენებლები უნდა შევკრიბოთ და გავყოთ ორზე.
მაგ: თუ მზე არის თევზების 24 გრადუსზე, ხოლო მთვარე მერწყულის 18 გრადუსზე.
მზე - (თევზები 24) = 330 + 24 = 354
მთვარე - (მერწყული 18) = 300 + 18 = 318
მზე/მთვარე = (318+354)/2= 672/2= 336
გამოდის რომ შუა წერტილი არის თევზების ზოდიაქოს 6 გრადუსზე (336-330 (რაც თევზების ნიშნის სასტარტო გრადუსული მაჩვენებელია)=6)
ამასთან, რადგან საქმე გვაქვს წრეწირთან, აუცილებელია განვიხილოთ წრის მეორე მხარეც, ანუ მხედველობაში მივიღონ მიღებული ნიშნის საპირისპირო ნიშანი (ამ შემთხვევაში ქალწული 6 გრადუსზე).
როდესაც საქმე გვაქვს ნებისმიერი შუა წერტილის გამოთვლასთან, ოპოზიციასა და შეერთებას შორის თითქმის აღარ არსებობს განსხვავება.
ამიტომ, მზე/მთვარე თევზების 6 გრადუსთან ერთად, გვექნება ქალწულის 6 გრადუსზეც.
მიმაგრებული სურათი
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი: