მეც მგონია,რომ დაცემულ პლანეტას მეტი პოტენციალი აქვს,წმინდად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე,რომ დაცემული პლანეტა მართლა ორმოშია და ის მეტს "მუშაობს" იმისათვის,რომ ორმოს თავი დააღწიოს,როგორც მინიმუმ ორმო გახადოს მისთვის მეტად კომფორტული.
ეგზალტირებული უკეთესი მდებარეობაა იმ თვალსაზრისით,რომ "ი ტაკ დანო". მაგრამ საკმაოდ ერთფეროვანია,რადგან ბუნებრივად მოცემულია,არ საჭიროებს დახვეწას,განვითარებას,დაფიქრებას. ეს არის ის თვისებები,რაც ადამიანს ისედაც მარტივად გამოსდის,ყოველგვარი დაფიქრების და "ეს როგორ გავაკეთო","რას მოითხოვენ ჩემგან"ს გარეშე.
დაცემულ პლანეტა კი არის ბრწყინვალე იმიტატორი პლანეტის პრინციპების. ვეთანხმები ლოგოსს,რომ დაცემული პლანეტა წარმოშობს კომპლექსებს და თავად გრძნობს,რომ პლანეტის ჭეშმარიტი "ბუნების" გამოვლენა მისთვის საზიანოა. ზუსტად ამიტომ ის იძულებულია, იმუშავოს საკომპენსაციო თვისებებზე,ეძებოს ალტერნატიული გზები,მეტი "იფიქროს",მეტი იმუშავოს საკუთარ თავზე. ჩავარდნილ პლანეტას მეტი ცოდნა და დაკვირვებები აქვს. მას შეუძლია იყოს უაღრესად მრავალფეროვანი და შესაბამისად,შესაძლებლობებიც მეტი აქვს.
ეს არ ნიშნავს იმას,რომ საკუთარი არ აქვს,რა თქმა უნდა აქვს,მაგრამ გარჩევა საკმაოდ რთულია: რა არის ნამდვილად მისი და რა იმიტირებული.
კონკრეტულ მაგალითებზე...
ყველა სასწორს,როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა მოგეჩვენოთ,აქვს დაბალი თვითშეფასება(დაცემული მზის კომპლექსი). ის აუცილებლად საჭიროებს "ოდობრენიეს". რას აკეთებს ამისთვის? სხვას ერგება,ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.იმისათვის,რომ გამოიწვიოს მისი სიმპათია. ის ქმნის ხასიათის ნაირსახეობის იმიტაციას. ცხადია,სასწორს აქვს თვისი ხასიათი,მაგრამ მასზე უკეთესად არავის შეუძლია "ეგოს" ცვლა,სხვის ხასიათზე მორგება "მე" ს შეცვლით. არარსებობს ადამიანი,რომლის ხასიათს სასწორი გასაღებს ვერ უპოვის,თუ მან საკმარისად მოინდომა.
სწორხაზოვანი და ხისტი ეგო (ვერძი) უფრო მეტს აღწევს თუ დიპლომატიური სასწორი?ეს კიდევ საკითხავია.
და არ იფიქროთ,რომ სასწორი თავის "მეს" ვერ გამოაჩენს და დაიმკვიდრებს. სასწორთა უმეტესობა ასე არ იქცევა,პრიორიტეტების გამო,მაგრამ არც ეგ უჭირთ,თუ ჩათვალეს,რომ მათთვის ასე უკეთესია.
საქმე ყოველთვის პრიორიტეტებშია©ჩემი მერწყული დაქალი. ხოლო რა პრიორიტეტები აქვს სასწორს,ამას უკვე კონკრეტული სასწორი განსაზღვრავს.
მთვარის შემთხვევაში,აბსოლუტურად ყველა მთვარეული მორიელი,რაშიც არ უნდა გარწმუნებდნენ,თვლის რომ ემოციების გამოვლენა სისუსტეა(დაცემული მთვარის კომპლექსი). ამიტომ ამ ხალხზე უკეთ არავინ იცის,ემოციების იმიტირება. მოჩვენებითი გაბრაზება,სიხარული,განცდები,თანაგრძნობა და .ა.შ. იმისათვის რომ მოახდინოს ემოციური ზემოქმედება სხვაზე. აქაც მთვარით მორიელებს აქვთ თავისი ემოციები,მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს დაფარული რჩება უმეტესობისთვის. მაგრამ ვლინდება ერთეულებთან და დამიჯერეთ ასეც უკეთესია. იმიტომ,რომ უმეტესად მთვარე მორიელის ემოციები ნეგატიური და დესტრუქციისკენ მიმართულია. ამიტომ მთვარე მორიელია იძულებულია ისწავლოს,როდის შეიძლება მისცეს თავს უფლება იყოს ემოციურად გახსნილი და როდის სჭირდება თავის შეკავება.
მთვარეული კურო უფრო მეტ ემოციურ ტრავმას იღებს,ვიდრე მთვარეული მორიელი და მთვარით კურო უფრო მიდრეკილია ბოღმობისკენ,ვიდრე მთვარით მორიელი(ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ),იმიტომ რომ მთვარეული კურო სულ ჩართულია ემოციურად,ვერ ითიშება და არც წაშლის ფუნქცია აქვს. მთელ ნეგატიურ "ბაგაჟს" თან ატარებს.
ისევე როგორც ვენერიელი ქალწული ასსია "გრძნობების თამაშში",ხოლო მარსიანელი კირჩხიბი "რემბო და კაზანოვა ერთ ფლაკონში"ს უბადლო შემსრულებელი.
რამდენად მოახერხებს ადამიანი ამ შესაძლებლობების თავის სასიკეთოდ გამოყენებას,ეს უკვე პირადად მასზე და მის მერკურიზეა დამოკიდებული.
შესაძლებლობები კი მართლაც,ეგზალტირებულებზე მეტი აქვს. მრავალფეროვნების,ცდების,დაკვირვებების,მუშაობის ხარჯზე
მაგრამ დაცემული პლანეტას არ/ვერ შეუძლია..არ/ვერ განიცდის... არ/ვერ გრძნობს...არ აქვს პლანეტის პრინციპები ..ან აქვს მაგრამ გამოვლენა საზიანოა სიმართლეს არ შეესაბამება

უბრალოდ რთულია უფრო და მეტ დაკვირვებას საჭიროებს,როდის როგორ იმოქმედოს.