#21041676 · 9 Aug 2010, 01:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
donaldduck
QUOTE | ასტროლოგია არის ძველი ხალხების მიერ შექმნილი 'მეცნეირება'. ის შეიქმნა თანამედროვე მეცნიერული მეთოდების შექმნამდე და დახვეწამდე ათასობით წლით ადრე. ის შემოიფარგლება მხოლოდ იმ დროს დანახვადი ციური სხეულებით და არ მოიცავს თანამედროვე ტელესკოპებით აღმოჩენილ მნიშვნელოვან ასტრონომიულ ობიექტებს, |
დღეს ასტროლოგია აღიარებს თანამედროვე აღმოჩენებს და აქტიურად იყენებს პირადი ჰოროსკოპის შედგენაში.
QUOTE | ზოდიაქოს ნიშნები კი იმ მხრივაა ძალიან საეჭვო, რომ ისინი პირდაპირ ემთხვევა ადამიანის მიერ შექმნის 12 თვეს |
ზოდიაქოს ნიშნები არაა კავშირში 12 თვესთან, ის უშუალოდ დაკავშირებულია მზის ხილულ მოძრაობასთან ეკლიპტიკის ზოლზე, რომელიც შედგება 12 თანავარსკვლავედისგან...
QUOTE | რა მექანიზმითაა შესაძლებელი, რომ მილიარდობით წლის ევოლუციის შედეგად მიღებული ადამიანის ორგანოები, უჯრედები, ხასიათის თავისებურებანი, პირდაპირ და ლოგიკურ კავშირში იყოს ციური სხეულების აგებულებასთან და მათი მოძრაობის თავისებურებებთან? |
ის ფაქტი რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივება და პლანეტარული გრავიტაციული ძალა მოქმედებს დედამიწაზე ყველა ცოცხალ ორგანიზმე უდავოა... მთვარის გრავიტაციული ძალის გავლენა წყლის მიმოქცევაზე დედამიწაზე უდავოა...ის რომ ადამიანის 2/3 წყალია - უდავოა... მთვარის ფაზების გავლენა ადამიანის ფზიქიკაზე. დედამიწაზე ინფარქტების სიხშირის დამოკიდებულება მზის აქტიურობაზე უბედური შემთხვევების სიხშირე სისხლდენის სიხშირის ალბათობა თვითმკველობები დანაშაულებრივი მოქმედებები არსებობს სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს რომ მთვარის და მზის გავლენა ვრცელდება ადამიანების ქცევაზე, ბუნებრივ თუ კლიმატურ კატასტროფებზე, ბოროტმოქმედებათა რიცხზე, გულსისხლძარღვთა დაავადებებზე. მთვარის ფაზების გავლენა ვრცელდება ქალურ ციკლებზე და ა.შ...
|