კარმის მნიშვნელობა
"Karma is what goes around comes around."
რასაც გავცემთ ის გვიბრუნდება
კარმა ნიშნავს მიზეზსა და ეფექტს
როდესაც ჩვენ ვიტანჯებით ჩვენი კარმული ვალების ნაწილი ქრება როგორც თოვლი მზეზე
კარმა გავს მიზიდულობის ძალას რითაც საგნები (მოვლენები) ბუნებრივად ფუნქციონირებენ
შეუძლებელია უსამართლო იყოს, როდესაც საგნები ქვევით ცვივა და არა ზევით
კარმა ჰგავს ეკონომიკას, ცვალებადია არა მხოლოდ ჩვენი დებეტი და კრედიტი (

) არამედ მათ შორის თანაფარდობაც.
კარმა არამატერიალური ძალაა, რომელიც ადამიანების მოქმედებების უკან დგას
კარმით იმას იღებ რასაც იმსახურებ
კარმა შესაძლოა მომდევნო ცხოვრებაში გადავიდეს ჩვენი ზნის მიხედვით
კარმული ვალი გროვდება და ამისათვის ჩვენ ტანჯვით უნდა გადავიხადოთ :O
თავისუფსალი ნება სუბიექტურია და ფაქტიურად ის კარმის ეფექტია, ასე რომ როდესაც ჩვენ რაიმეს გადავწყვეტთ ან მშობლებს ვუჯანყდებით ეს სინამდვილეში ჩვენი ნებაყოფლობით არ არის,არამედ ჩვენმა კარმამ წინასწარ განსაზღვრა ჩვენი წარსული ქმედებების მიხედვით.
კარმა მარტივად ნიშნავს ჩვენს ქმედებებს და მათ შედეგებს
ჩვენს ფიზიკურ, მენტალურ და ფიზიკურ მოქმედებებს
კარმული ვალების გადახდა შესაძლებელია ჩვენი ღირსებების დახვეწით
კარმა გულისხმობს რომ თუ კარგ თესლს დათესავ კარგ ნაყოფს მოიმკი და თუ ცუდს- ცუდს;
კარმას, როგორც მიზეზისა და შედეგის კანონს,ხშირად იყენებენ ცხოვრებაში არსებული უთანასწორობისა და უსამართლობის ასახსნელად, და ასევე იმის, რომ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი მომავლის ჩამოყალიბება
ბუდისტებს სწამთ თავიდან დაბადებისა და ის რომ ყველა ბავშვი რაღაც ტალანტითაა დაჯილდოებული ეს მისი ქმედებებისა და ქცევების შედეგია.
სიკვდილის შემდეგ ერთადერთი რაც მიგვყვება ეს კარმაა, რომელიც შევქმენით ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და ჩვენი შემდეგი ცხოვრება დამოკიდებულია უკვე დაგროვილი კარგი და ცუდი კარმის ბალანსზე,
კარმის გარეშე ცხოვრებაში არ გვექნებოდა გამოწვევები, ჩვენ კარმა გვზღუდავს და ცხოვრება არის იმაზე თუ როგორ განვახორციელოთ ჩვენი ოცნებები და პოტენციალი კარმული საზღვრების პირობებში
ერთადერთი გზა რომ გადავაბიჯოთ ჩვენს კარმულ საზღვრებს არის ის, რომ სრულად გადავიხადოთ ჩვენი კარმული ვალები.
უპასუხიმგებლობა იქნებოდა არ გვეღიარებინა, გავცნობოდით და გვემუშავა კარმულ პირობებთან. როგორც კი ვზრდით ჩვენს ცოდნას, რათა დავინახოთ ჩვენი თავდაპირველი სულიერი არჩევანი უფრო დიდი არჩევანი და შესაძლებლობები იშლება ჩვენს წინ.
~~~~~~~~~~~~~~~~
კარმული კავშირები
პლანეტაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს , მიხედავად ამისა მათი ძალიან პატარა ნაწილია ჩვენთვის ახლობელი,
ეს ყოველთვის იდუმალებას ჰგავს თუ როგორ ვიზიდავთ ამ ადმიანებს და ვუზიარებთ ჩვენს ცხოვრებას.
რატომ მოხვდნენ ეს ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში (მშობლები,შვილები,ნათესავები და მეგობრები) ეს მხოლოდ შემთხვევითია?რა უფრო ღრმა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ურთიერთობებს?
ცხოვრებაში ბევრია შემთხვევითი ურთიერთობები, არსებობს უფრო დიდი სურათი რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ
ეს სურათი მოიცავს შეუმჩნეველ ძალებს და ამ ძალებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კარმა.
კარმული ძალა
აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით ადამიანის შინაგანი ძალები ყოველთვის ურთუერქმედებენ გარეგან ძალებთან, რათა მოახდინონ მოვლენები, იმისათვის რომ სიცოცხლემ იარსებოს ბევრი ძალა ურთიერთქმედებს.
ის ძალები რომლებიც წარმოიქმნებიან ჩვენი ფსიქიკის სიღრმეებში ითვლებიან ყველაზე ძლიერ ძალებად ,რომლებიც ქმნიან ჩვენს უნიკალურ პიროვნულ გამოცდილებას ცხოვრებაში და ამ ძალებს ჰქვიათ კარმული ძალები.
This post has been edited by Deresk on 31 Mar 2011, 11:34