"ტაროს კარტი არის სიმბოლოების და არქეტიპების სისტემური კრებული. მასში შედის 78 კარტი. აქედან 56 წარმოადგენს ჩვეულებრივ სათამაშო კარტს მხოლოდ 4 ფიგურა, პაჟი აქვს დამატებული. ეს 56 კარტი ოთხ სტიქიას წარმოადგენს და მცირე არკანებად ითვლება. დანარჩენი 22 კარტი კი მთავარი არკანებია და ისინი პლანეტებს, ზოდიაქოს და ელემენტებს შეესაბამება. მისი საშუალებით მკითხაობენ ან გადიან ალქიმიურ მედიტაციას."
http://www.esoteric.ge/forum/lofiversion/i...php?t665-0.html
ბანქო `სულელი” (“The Fool”)
გამოხატავს გაწონასწორებულ-წოვით ნეიროტექნოლოგიას.
ამებოიდური, გაწონასწორებული ცურვა და წოვა (“ამება” ცურავს გაწონასწორებულ მდგომარეობაში და წოვს საკვებს გარემოსგან); პირველი თვითგამორკვევა, ერთუჯრედიანი ცნობიერება.
ერთუჯრედიანი ორგანიზმები, პრიმიტიული უხერხემლოები (მედუზები). პროტოზოური ერა.
ახალშობილი ჩვილი.
გაწონასწორებული ცურვა ვეგეტატიური უსაფრთხოებისკენ.
ზოდიაქო: თევზები I
ბერძნულ რომაული ღმერთები: ჰადესი (პლუტონი), პერსეფონე.
ებრაული ასო: ალეფ
შექმნილი რეალობა: “მიახლოვება-გაშორების” მარტივი სამყარო
ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): წყალი
ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): დედის ხელები
სავარჯიშო:
თქვენი ტვინის პირველი კონტურის აქტივაციისთვის ეცადეთ დღეში ერთი საათის განმავლობაში :
1. უყუროთ მეძუძური ბავშვის კვებას
2. იწვეთ თბილ აბაზანაში
3. წოვოთ რაიმე გემრიელი და თბილი
4. ტახტზე წამოწოლილმა და თვალგახელილმა იოცნებოთ.
5. იყოთ რაც შეიძლება მგრძნობიარე და დამოკიდებული
6. მოიქცეთ, როგორც თრიაქნასვამი სულთანი
7. იკითხოთ წიგნები, ან უყუროთ ფილმებს მიკროორგანიზმებზე, ან მედუზებზე, ეცადეთ მათთან ერთად განიცადოთ მათი რეალობა.
8. ეცადეთ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობის სექსუალური ფანტაზიები.

ბანქო “განდეგილი” (The Hermit)
გამოხატავს მოზარდულ-ბარბაროსულ ნეიროტექნოლოგიას.
ზრდასრული სპეციალიზაციის თავიდან აცილება და გადადება. ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც ბადებს მსუბუქად
მგრძნობიარე მოზარდულ ელიტას;
მონოთეიზმი, როგორც ტომების ცენტრალურ ჭიანჭველათა სასახლედ ორგანიზება.სექსუალური როლი, როგორც ცივილიზაციად წოდებული ჭიანჭველურ-კასტური საზოგადოების ფორმირების ნეიროტექნოლოგია, ნარცისული სექსუალურობა; არისტოკრატული კასტის მიერ უფროსთა მოდელების უარყოფა.
ოჯახურ სქესობრივ როლებზე დაფუძნებული მონოთეისტურ-ფეოდალური ჭიანჭველური საზოგადოება.
სიყმაწვილე, სექსუალური ინდივიდუალობის გამოკვლევითი განსაზღვრა.
ცვალებადი, ინტენსიური; იდეალისტური. ახალი სოციობიოლოგიური ფორმების არასერიოზული (ან ასკეტური), პედომორფული ძიება.
ზოდიაქო: მშვილდოსანი I
ბერძნულ-რომეული ღვთაება: არესი(მარსი), აფროდიტე
ებრაული ასო: იოდ
შექმნილი რეალობა: მოზარდთა კულტურა; ფეოდალური ჭიანჭველათა სასახლის წარმომადგენლების ძებნის და ზრდის გაჭიანურებული პერიოდი.
ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): ფეოდალური საზოგადოება.
ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): მოზარდთა საზოგადოება, თინეიჯერების კულტურა.
სავარჯიშო
მეათე ტვინის აქტივაციისთვის ეცადეთ დღეში ერთი საათის განმავლობაში:
1. იფიქროთ, რატომ გაჩნდნენ ისტორიაში ყველაზე აგრესიული სახელმწიფოები, ისლამის და ქრისტიანობის წიაღში, რატომ იყო აუცილებელი მოშინაურებული ტომის პრიმატების რელიგიური დაშინება, იმისთვის, რომ შეექმნათ ტექნოლოგიური თანასაზოგადოება.
2. გქონდეთ ურთიერთობა ქალაქის გარეუბნის მოზარდებთან, ნახეთ ფილმები რომლებიც მათ მოსწონთ, და უსმინეთ მათ საყვარელ მუსიკას.
3. თქვენი სქესობრივი მომწიფება განიხილოთ, როგორც ზრდასრული სპეციალიზაციის სურვილი და ამავდროულად მასზე უარის თქმა.

ბანქო “ბოროტება” (The Devil)
გამოხატავს ტვინით დამსახურებული რეალობის მომხმარებლის ნეიროტექნოლოგიას.
ნეიროტექნოლოგიური აღქმა. ნეიროლოგიური ორგანიზმი. რეალობის ვიბრირების პასიური გაცნობიერება.
«გარსული» ჰედონისტი.
ტელევიზიურ სინოპტიკური მომხმარებელი.
ელექტრონული თვითგამართლება.
ბიოელექტრონული მასტურბაცია (წოდებული ჰალუცინაციებად).
ნეიროელექტრონული ტელევიზიის ეპოქა.
რეალობის რელატივიზმი. ნეიროელექტრონული რეცეპტული მომხმარებლის ეპოქა.
ფსიქოდელიური განცდები.
მიმართულება: თვალის დევნზება იმაზე, თუ როგორ ქმნის რეალობას შენი საკუთარი ტვინი. გამოსვლა და ელექტრონულ ვირტუალურ რეალობებზე მომართვა, ტელესიცარიელისებური პასიურობა.
ზოდიაქო: თვითაქტივირებული ტყუპები
ღვთაება, ტიტანიდა: თეია
ებრაული ასო II: აინ
შექმნილი რეალობა: თქვენი მე ბრუნავს ნეიროელექტრული ველების ვიბრაციით გაჯერებული სამყაროს ოკეანეში.
ეკოლოგიური ნიშა (სახეობისთვის): ეს კასტა იმყოფება მდიდარი და ელექტრულ-
ტექნოლოგიური, შორეული დასავლეთის ზღვარზე.
ეკოლოგიური ნიშა (ინდივიდუალური): მთლიანად თქვენი საკუთარი ტვინის მიერ შექმნილი, რელატივისტური სამყარო.
სავარჯიშო
მეთექვსმეტე ტვინის აქტივაციისთვის ეცადეთ:
1. წაიკითხოთ კლასიკური ანგარიშები ფსიქოდელიურ განცდებზე (კასტანედა, ჰაქსლი, გროფი) და მიიღოთ ანალოგიური განცდები დამოუკიდებლად.
2. ეცადეთ საკუთარი ტვინის ბომბარდირებას მუსიკალური განათებებით, სტრობოსკოპებით, ლაზერებით, ნეონის სინათლით, კომპიუტერული ანიმაციით – საერთოდ, ყველა სახის ელექტროობით.
3. წარმოიდგინეთ, რომ ღილაკებზე დაჭერით თქვენ შეგიძლიათ, საკუთარ ტვინში ჩანერგილი ნეიროგრამების მასტიმულირებელი ელექტროდების მართვა.
4. ისწავლეთ ჰალუცინირება და შექმენით თქვენს ჰალუცინაციებში ნეირო-მობილური სკულპტურები.
5. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოხვდით ფლორენციაში, დანტე ალიგიერის ეპოქაში. აუხსენით მას რა არის ატომური ენერგია, ტელევიზია და ა. შ.
http://rel0ad.blogspot.com/2009/04/blog-post_16.html This post has been edited by folkman on 5 Aug 2011, 14:53