ninc_lfcუი შემეშალა, იქ "დამა ყვავი" იყო რაღაც ცუდი

არ უნდა "შეგტენვოდა" ეგ

რა ერქვა არ მახსოვს

ფურთიც გამახსენდა "კაი ორიანი" და "კაი ათიანი" რომ არის
პ.ს
მე ერთხელ ძმაკაცს გავყევი, გაქირავებული ჰქონდა ბინა ინდოელებზე და დაურეკეს, წყლის გამაცხელებელი გაუფუჭდა თუ რაღაც და იდეაში უნდა მივხმარებოდი ძმაკაცს

ხოდა დაგვხვდნენ იქ 4 ბიჭი და 1 გოგო, ყველა ინდოელები. ხოდა მეზარებოდა მიხმარება და რა მეკეთებინა და ვუთხარი ჭადრაკი ხომ არ გაქვთ გეთამაშებით-თქო

კიო.
დამიჯდა ვიღაც ტიპი, "ძეტსკი მატი" გავუკეთე, დამიჯდა მეორე, იმსაც მოვუგე, ბოლოს დაუძახეს ერთს, ეს არის ყველაზე მაგარიო, ჭადრაკის "მეფეო" და რა ვიცი აქეს და ადიდეს

ხოა მოვიდა ესეც და ამასაც ადვილად მოვუგე და აიბუზნენ ეს ინდოელები, ამ "დაუბანელმა და სუნიანმა" ქართველმა როგორ მოგვიგოო ალბათ ფიქრობდნენ და მოდი კარტი ვითამაშოთო. კარგი-მეთქი.. არ იცოდნენ არცერთი თამაში და ბოლოს რაღაც ინდური თამაში მასწავლეს, რამდენიმე ახსნითი ხელი ვითამაშეთ და ბოლოს გავიგე-თქო. ვითამაშე და ერთი 4-ის წინააღმდეგ ვიყავი ხოდა მოვუგე ამ საცოდავებს

მერე მეორე თამაში ამიხსნეს და ისიც მოვუგე და ისე მიყურებდნენ თითქოს "ჯუნგლებიდან" გამოქცეული ვყოფილიყავი
მოვკვდი სიცილით იმდენი ვიცინე მაგ დღეს.