
და არ იღადავებთ?

ოკ ძაან მოკლედ შევეცდები და მერე თუ კითხვები იქნება მზად ვარ გემსახუროთ. ოღონდ ახლა მალე გავდივარ.
ადამიანი გადის ცნობიერების 7 ფორმას (ესაა Iლოგოსი,ანუ ცნობიერება)ცნობიერების ამ 7ფორმას გადის 7პლანეტარულ მდგომარეობაში.
თითო პლანეტარულ მდგომარეობაში(ანუ ცნობიერების თითოეულ მდგომარეობაში) გადის 7წრებრუნვას, ანუ რუნდებს-ეს არის სიცოცხლის 7მდგომარეობა ეს არის IIლოგოსი ანუ -სიცოცხლე), და სიცოცხლის თითოეულ წრებრუნვაში გადის ფორმის 7მდგომარეობას, ანუ გლობებს (ეს არის IIIლოგოსი ანუ -ფორმა)
ანუ - ადამიანი გადის ცნობიერების სიცოცხლის ფორმების -7X7=49X7=343ფორმის სხვადასხვა მდგომარეობებს.
ახლა,დედამიწის ახლანდელ, ანუ IVპლანეტრაულ მდგომარეობაში ადამიანს უკვე გავლილი აქვს ცნობიერების 3მდგომარეობა, რაც უკავშირდება დედამიწის წინა 3პლანეტარულ მდგომარეობას.ეს მდგომარეობებია:
1.ღრმა ტრანსის ცნობიერება(ფიზიკური სხეული, მინერალი) დედამიწის ე.წ."ძველი სატურნის"მდგომარეობა,როცა პლანეტა სითბურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გარე აღქმა რომც არსებულიყო, სრულიად მიუწვდომელი იქნებოდა მისთვის
2.ძილის ცნობიერება(ეთერული სხეული,მცენარე) დედამიწის ე.წ."ძველი მზის"პლანეტარული მდგომარეობა, როცა პლანეტა უფაქიზესი აირის კონდიციამდე "გამკვრივდა" და ასევე აღუქმელი იქნებოდა გარე გრძნობის ორგანოებით.
3.სიზმარეული, ანუ იმაგინაციური ცნობიერება (ასტრალური სხეული,ცხოველი) დედამიწის ე.წ."ძველი მთვარის"პლანეტარული მდგომარეობა, როცა პლანეტის გამკვრივებამ მიაღწია ნისლოვან-წყლოვანებამდე
4.და ახლა ვიმყოფებით ე.წ. დღის ცნობიერების საფეხურზე, საკუტრივ მლანეტა დედამიწის მატერიულ მდგომარეობაში, როცა გამკვრივების კვალად ადამიანმა თავის შიგნით აღიქვა ცნობიერება. ხოლო ამის შედეგად 3წიანრე ცნობიერება დაიძირა ე.წ."არაცნობიერში."
საკუთრივ დედამიწის ამ პლანეტარული "ცხოვრების" შუა პერიოდში, მოხდა მოვლენა, რომლის მეშვეობითაც ადამიანმა მიიღო მე ცნობიერის, ანუ თვითცნობიერების იმპულსი, როგორც ემბრიონი იმ მომავალი ცნობიერების 3 მდგომარეობისა, რასაც სამომავლოდ განავითარებს.
ანუ:შემდგომ ი3 საფეხური წარმოადგენს ადამიანის არაცნიბიერში დაძირული უკვე განვლილი (არაცნობიერად) წინარე 3 ცნობიერების განვითარება-დაუფლებას თვითცნობიერად.
ანუ
შემდგომ საფეხურზე ადამიანი განავითარებს თავისი სრული მე ცნობიერებით და დაეუფლება:
3. იმაგინაციურ ცნობიერებას, რაც მას წინა პლანტარულ მდგომარეობაში გააჩნდა (მანასი)
2.განავითარებს ე.წ.ძილის ცნობიერებას,ანუ იმ ცნობიერებას რაც მას გააჩნდა წინის წინარე პლანეტარულ მდგომარეობაში(რაც მას ამჟამად გააჩნია როგორც ძილის არაცნობიერი მდგომარეობა და სადაც ის იმყოფება ამ დროს) -ბუდხი
1.ტრანსის ცნობიერება, რაც მას გააჩნდა პრა ცნობიერების წიაღში მყოფობისას და რაც მას ახლა აქვს ასევე არაცნობიერად, როცა ის ღრმა ძილის ტრანსულ მდგომარეობაში იმყოფება.-ატმა
ახლა ადამიანს გააჩნია ე.წ. ფიზიკურ მატერიაში მყოფი ცნობიერება და მას აღიქვამს მხოლოდ. ამიტომ მას შეუძლია შექმნას ახლა მხოლოდ მინერალური საგნები. ის რასაც მატერია შეადგენს. მაშინაც კი, როცა ადამიანი სიცოცხლის ფორმებზე ექსპერიმენტირებს, მას საქმე აქვს მხოლოდ მინეარლურ სამყაროს ფორმებთან.
იმაგინაციური სცნობიერების შეძენის შემდეგ ადამიანი შეძლებს ახლი სიცოცხლის ფორმების შექმნას მცენარეული საყაროს სახით. ხოლო ბუდხის ცნობიერებით ის შექმნის სრულიად ახალ განსხვავებულ ცხოველურ სამყაროს.
მეშვიდე -ატმას ცნობიერება არის ცნობიერება ლოგოსი და ადამიანს შეეძლება მოაზროვნე, სულიერ-ინელექტუალური არსების შექმნა.
ესაა ძალიან მოკლედ.